არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კომპანიებმა Panasonic და Olympus წარმოადგინეს სტანდარტ Four Thirds მოდიფიკაცია, რომელსაც დაერქვა Micro Four Thirds. აღნიშნული ფორმატი შეიცავს კომპაქტური ციფრული კამერების და DSLR-აპარატების ძირითად დადებით მხარეებს. მათ გააჩნიათ პატარა ზომები და ობიექტივების შეცვლის შესაძლებლობა.
ამჟამად კი განხორციელდა ოფიციალური მსოფლიოში პირველი ასეთი აპარატის Panasonic LUMIX DMC-G1 პრეზენტაცია
[attachmentid=16242]
[attachmentid=16244]
აღნიშნული სიახლეს ექნება სამი ფერის კორპუსი, მისი გაბარიტებია 83,6 х 124 х 45,2 მმ და იწონის 385 გ.
ასეთი გაბარიტები მირწეულ იქნა კონსტრუქციიდან სარკეების ბლოკის და ოპტიკური ვიზირის მოშორებით (ოპტიკური ვიზირი შეცვლილია ელექტრონულით – Live View Finder), აღნიშნულის გამო კი შესაძლებელი გახდა ობიექტივიდან სენსორამდე მანძილის 50% შემცირება (40 მმ–იდან 20 მმ–მდე).
[attachmentid=16245]
[attachmentid=16246]
[attachmentid=16247]
რაც შეეხება სხვა ტექნიკურ მაჩვენებლებს:
* გამოსახულების დამუშავების პროცესორი Venus Engine HD;
* სესორი Live MOS Sensor ეფექტური გარჩევადობით 12,1 მეგაფიქსელი (ფორმ ფაქტორი 17,3 x 13,0 მმ);
* მგრძნობელობა 100 - 3200 ISO;
* მატრიცის მტვრისგან გაწმენდის სისტემა Supersonic Wave Filter Dust Reduction System;
* გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა MEGA O.I.S.;
* კომპლექტში მოყვება ობიექტივი LUMIX G VARIO 14-45mm/F3.5-5.6 ASPH/MEGA O.I.S.;
* ფოტოსურათის გამქსიმალური ზომებია 4000 x 3000 პიქსელი – ფორმატში 4:3, 4000 x 2672 პიქსელი ფორმატში 3:2 და 4000 x 2248 პიქსელი ფორმატში 16:9 (აქვს JPEG და RAW ფორმატები);
* სიუჟეტური პროგრამები SCN (Sunset/Party/Baby 1/ Baby 2/Pet), Portrait Mode (Normal/Soft Skin/Outdoor/Indoor/Creative), Scenery Mode (Normal/Nature/Architecture/Creative), Sports Mode (Normal/Outdoor/Indoor/Creative) და Night Portrait (Night Portrait/Night Scenery/Illuminations/Creative);
* თეთრის ბალანსის გასწორება – Auto/Daylight/Cloudy/Shade/Halogen/Flash/White Set 1/White Set 2/Color Temperature Setting;
* ხელით გამოსაწევი მაშუქი GN11 (ISO 100 მ), ასევე შესაძლებლობა FL360, FL500 და FL220 გარე მაშუქების გამოყენების;
* მოძრავი 3-დიუმიანი TFT-ეკრანი გარჩევადობით 460000 პიქსელი;
* თავსებადია SD და SDHC ტიპის მეხსიერების ბარათებთან;
* გააჩნია USB 2.0 High Speed, HDMI 1.3b და Composite (NTSC/PAL) ინტერფეისები;
* პირდაპირი ბეჭდვის ტექნოლოგიის PictBridge–ის მხარდაჭერა;
* ლითიუმ–იონური აკუმულატორი 1250 мАч.
[attachmentid=16247]
ასევე აღსანიშნავია რომ Panasonic LUMIX DMC-G1 გააჩნია 23 ენოვანი მენიუ, და კომპლექტში მოყვება ისეთი პროგრამები, როგორიცაა PHOTOfunSTUDIO Viewer 2.1 E და SILKYPIX Developer Studio 3.0 SE.
[attachmentid=16248]
ახალი კამერის ანონსის გარდა, მწარმოებელმა გამოცხადა LUMIX G VARIO 14-45mm/F3.5-5.6 ASPH/MEGA O.I.S. და LUMIX G VARIO 45-200mm/F4.0-5.6/MEGA O.I.S. ობიექტივების, DMW-FL220 გარე მაშუქის, DMW-LPL52 PL-ფილტრის, DMW-MA1 ადაპტერის, DMW-BLB13 ელემენტების გლოკის, DMW-DCC3 DC-კაბელის , DMW-CG1 და DMW-BAG1 რბილი ჩანთების,DMW-SSTG1-A/C/R, DMW-SSTG2-W და DMW-SSTG3-T მხარის ხონრების გამოშვების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 4/3 სტანდარტის ობიექტივები თავსებადი იქნება ახალ კამერესთან სპეციალური ადაპტერის საშუალებით.
[attachmentid=16249]
ზ/აღნიშნული საქონლის ფასები გამოცხადდება ოქტომბრისთვის
ავტორი: Руслан Цап
წყარო: http://www.3dnews.ru/