IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ფოტოგრაფია ხელოვნება თუ ემოციის უბრალო გამოხატვა?
რა მაინტერესებს იციტ ყველა ხელოვნებაში ხელოვნების ნებისმიერ დარგში არის შემორჩენილი გენიალური ნამუშევრები ნაწარმოებები ნაწერები რავიცი ყველა დარგში არის გენიოსი რომელმაც ისეთი რაღაც შექმნა რო საუკუნეებში დარჩა რასაც ჩვენ გენიალურს ვეძახით ... რავი მითხარიტ რამოდენიმე გენიოსი ფოტოგრაფი, ატვირთეტ მათი გენიალური ნამუშევრები რომლებიც ფასდაუდებელია მე პირადად არ ვიცი ჩემი აზრით არ გეწყინოთ მარა ფოტოგრაფია ყველაზე ადვილი და მასისთვის მისაგები ფორმაა ემოციის გამოსახატავად უბრალოდ საჭიროა კაი ფოტოაპარატი და გემოვნება, მეტი წინ ეს დარგი არ მიდის იასნია ეხლა სასიამოვნოა ტავისი გემო აქვს მაგარიცაა ჩალიჩი იქით აქეთ ფირი დაბეჭდე მაგარი ფოტო გამოვიდა ის გაფუჭდა... მარა აქ მთავრდება ყველაფერი თუ საპირისპიროში დამარწმუნებთ ბედნიერი ვიქნები,
"...დრო გადის და ვხვდები, ვერასოდეს დავინახავ ცხოვრებას ასეთ ლაღს და ასეთ თავისუფალს, ვერც იმ ფერებს და იმ სილამაზეს შევნიშნავ, ალბათ, ფოტოაპარატმომარჯვებული რომ ვნადირობდი ხოლმე. საერთოდ ფოტოგრაფია ძალიან კარგი საშუალებაა საკუთარო გრძნობებისა და შინაგანი სამყაროს გამოსახატავად, განიჭებს სრულ თავისუფლებას და გრძნობ, რომ გაქვს ძალა, წამი შეაჩერო. ხშირად, ძალიან ხშირად, როდესაც დავდივარ ქუჩებს, სახეებს, სიტუაციებს კადრებად აღვიქვამ, ისეთ კადრებად, რომელსაც მეორედ ვერ იხილავ, ვერ დადგამ ხელოვნურად და ვნანობ, აპარატი რომ არ მაქვს ხოლმე თან... აპარატმა მომანიჭა ის სიამაყისა და უპირატესობის გრძნობა, რასაც ვხედავ და განვიცდი, როდესაც ჩემს ფოტოებს ათვალიერებენ... როდესაც მაქვს ძალა, სხვებს ჩემი ხედვა ვაჩვენო, თავიანთი ქვეყანა ვაჩვენო ფარატინა ფურცლებისა და ინტერნეტის გვერდეის საშუალებით. არიან ადამიანები, რომლებიც მკიცხავენ იმის გამო, რომ მე ფოტოს რეალურობას ვუკარგავ, “ვაფერადებ”, ვასხვაფერებ... მაგრამ მათ ის არ უნახავთ რაც მე ვნახე, როცა ამ ფოტოებს ვიღებდი... მე კი ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ აპარატი ვერასოდეს აღიქვამს იმ ფერებს და იმ ბუნებას, იმ არწივის გამჭოლ მზერას, როგორც ადამიანის თვალი აღიქვამს. ამიტომაცაა, რომ ფოტო კორექტირებას მოითხოვს, ჩემი ხელით, ჩემი თვალით ნანახს ემსგავსება და ვცდილობ, ნანახი გადავიტანო ფურცელზე... ასე იქმნება ულამაზესი გაჩერებული წამები, რასაც ვიღაცებმა ფოტოგრაფია და ფოტო დაარქვეს. მე ალბათ წამის გაჩერებას დავარქმევდი, ფოტოებს კი წამებს, წამის მეათასედებს... როდესაც ფოტოს “აკეთებ” შენც ქმნი... საერთოდ ხელოვანი ადამიანები ყველა ახლოს დგანან ყველა დროის უდიდეს შემოქმედთან _ ღმერთთან, მხოლოდ ხელოვნებს შესწევთ უნარი, მიახლოვდნენ და შეიცნონ უფალი, მონათესავე სული... რადგან ისინიც ქმნიან, ისინიც ახალ სიცოცხლეს ძერწავენ პოემების, ლექსების, მხატვრული ტილოების, მუსიკისა და, თუდაც, ფოტოების სახით... ახალი სიცოცხლეები, რომლებიც ამაყად იწონებენ თავს სხვების გონებაში და ხშირად საუკუნეების მარგალიტებად იქცევიან... სწორედ აქაა ყველაზე დიდი ცდუნება, რომ შექმნა ”წამი”... უფალმა სამყარო და მთელი წარსული, აწმყო და მომავალი შექნა, რაც აუარება წამების, წუთების, საათების, წლებისა და საუკუნეების ერთიანობაა... იგივე ფოტოგრაფის ძალები კი მხოლოდ “წამის” შექმნასა და უკვდავყოფას გაწვდება... "