IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ფოტოგრაფია ხელოვნება თუ ემოციის უბრალო გამოხატვა?
რა მაინტერესებს იციტ ყველა ხელოვნებაში ხელოვნების ნებისმიერ დარგში არის შემორჩენილი გენიალური ნამუშევრები ნაწარმოებები ნაწერები რავიცი ყველა დარგში არის გენიოსი რომელმაც ისეთი რაღაც შექმნა რო საუკუნეებში დარჩა რასაც ჩვენ გენიალურს ვეძახით ... რავი მითხარიტ რამოდენიმე გენიოსი ფოტოგრაფი, ატვირთეტ მათი გენიალური ნამუშევრები რომლებიც ფასდაუდებელია მე პირადად არ ვიცი ჩემი აზრით არ გეწყინოთ მარა ფოტოგრაფია ყველაზე ადვილი და მასისთვის მისაგები ფორმაა ემოციის გამოსახატავად უბრალოდ საჭიროა კაი ფოტოაპარატი და გემოვნება, მეტი წინ ეს დარგი არ მიდის იასნია ეხლა სასიამოვნოა ტავისი გემო აქვს მაგარიცაა ჩალიჩი იქით აქეთ ფირი დაბეჭდე მაგარი ფოტო გამოვიდა ის გაფუჭდა... მარა აქ მთავრდება ყველაფერი თუ საპირისპიროში დამარწმუნებთ ბედნიერი ვიქნები,
Gizy, თუ შენ გვეტყვი რას გულისხმობ ხელოვნებაში, მგონი ამ თემის ირგვლივ საუბარი უფრო ნათელი გახდება, თორემ მაშინ სათაური უნდა შევუცვალოთ თემას და ეგ არის...
თუკი ფიქრობ, რომ ხელოვნება ემოციებს არ შეიცავს, მაშინ სულ ტყუილად ალაპარაკებ ამდენ ადამიანს და აკამათებ იმაზე, მხატვრობა უკეთესია თუ ფოტოგრაფია...მოდი მოგვეცი ზუსტი განსაზღვრება თუ რა არის ხელოვნება და შემდეგ ვნახოთ ჯდება თუ არა ფოტოგრაფია ამ კრიტერიუმებში...
სიტყვა ემოციის განმარტებაც არ იქნებოდა ცუდი, რადგან იქნებ ამ სიტყვაში შენ რასაც გულისხმობ მე ამას გრძნობას ვეძახი, ეს სრულიად განსხვავებული ტერმინებია...ასე რომ როცა სათაურს არჩევ ცოტა უფრო კონკრეტული და გასაგები უნდა იყოს კითხვა....ადრე შეგრძნება და გრძნობას გერმანელი მგოსნები ერთმანეთში ურევდნენ, დღეს კი ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს ორი სიტყვა აბსოლიტურად სხვადასხვა ცნებაა...მაგრამ ზოგჯერ მაინც ერევათ....რა თქმა უნდა ყველას შეუძლია სიტყვები ისე იხმაროს როგორც მოეპრიანება, მაგრამ როცა ვკამათობს, ყველამ უნდა გაიგოს რაზეა საუბარი...
იმაში, რასაც მე ხელოვნებას ვეძახი, ფოტოგრაფია აუცილებად მოიაზრება...სულაც არ არის საჭირო მხატვრობას გავდეს, მერე რა რომ მხატვრობიდანაა წამოსული, ეგ არ ამტკიცებს, რომ რამით ნაკლებია მასზე....
ფოტოგრაფია ახალი დარგია, მას განვითარება, აღიარება აკლია... ასევე იყო საუკუნის წინ ფსიქოლოგია...ის ფილოსოფიას ჰქონდა შთანთქმული და დღესაც ბევრს ფილოსოფოსს ჰგონია, რომ ფსიქოლოგია მეცნიერება არ არის,მაგრამ ეს ხომ ტყუილია....ის არის მეცნიერება, მხოლოდ სულ ახალი, სულ რაღაც 1 საუკუნის და ამიტომ არც მას აქვს მოპოვებული დიდი მიღწევები და აღიარება, თუმცა ძალიან პოპულარულია, ისევე როგორც ფოტოგრაფია... შენ რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ ფოტოგრაფიას არ შეიძლება ჰყავდეს გენიოსები? გენიოსი, ეს არის ადამიანი, რომელიც პლასტიურია არსებული ინფორმაციის მიმართ... ის მხატვარი, კომპოზიტორი, მწერალი, ფილოსოფისი მხოლოდ იმიტომ კი არ არის აღიარებული, რომ ამ სფეროებში მოღვაწეობდნენ, ადამედ იმიტომ, რომ მათ მოიტანეს ის რაც კაცობრიობას აინტერესებდა, მათ შექმნეს ის რაც არსებობს, რაც დაილექა ადამიანში ამდენი საუკუნეების განმავლობაში...ეს ყველაფერი ჩვენს არაცნობიერშია (კოლექტიურში) და გენიოსი ის არის ვინც ამას გამოიყენებს.....რა შექმნა შექსპირმა? მან დაწერა მეფე ლირი და ეს არის შედევრი, რატომ? ეს ხომ ჩვეულებრივი ზღაპარია, რასაც ყველაგან წერდნენ....მამა და სამი ქალიშვილი...მესამე ქალიშვილი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და მამის მოსიყვარულე...ბოროტისა და კეთილის ჭიდილი...ქონებაზე დახარბებული ადამიანები.........................თითქოს არაფერია ამაში ახალი, მაგრამ ეს გენიალურია....ეს შედევრია...
რაც შეეხება გენიოსებს, მე განსაკუთრებული დამოკიდებულება გამაჩნია ამ საკითხის მიმართ...ვფიქრობ, რომ სამყაროს საკმაოდ ბევრი გენიოსი ჰყოლია...ამ გენიოსთა ღვაწლი საკმაოდ დიდია და მათი შედევრები ასაზრდოებს კაცობრიობას, მაგრამ ვფიქრობ, რომ გენი დაღლილია, და ეხლა მას შესვენების საუკუნე აქვს, არც კი ვიცი ასე რატომ ვფიქრობ, მაგრამ ეს ჩემი აზრია...გავა დრო და ფოტოგრაფიას ბევრი გენიოსი "დაუგროვდება"....
რაც შეეხება ვან გოგის მზესუმზირებს...გეთანხმები, რომ რამდენი გენიოსი ფოტოგრაფიც არ უნდა მოიყვანო, მაინც ვერ გამოუვათ ის რაც ვან გოგიმ შექმნა....მაგრამ იმასაც დავუმატებ, რომ ამას ვერც გენიოსი მხატვრები შეძლებენ! და შენ წარმოიდგინე არც არის საჭირო - ეს პლაგიატობაა
წარმატებებს გისურვებ შენს შემოქმედებაში...მე ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი მხატვრებს, იმიტომ რომ ეს არის მგონი ხელოვნების ერთადერთი დარგი, სადაც არაფერი გამომდის....მაგრამ მიუხედავად ამისა თავს ხელოვნად ვთვლი...მხოლოდ მხატვრობა არ არის ხელოვნება