BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> “Close to Home”, მეტად საინტერესო ფოტოგამოფენა ქარვასლაში

| |
Tamri
post Nov 12 2008, 12:04
#1 

Amateur+ Amateur+
6,357


"სახლთან ახლოს" ფოტო ობიექტივით შესრულებული ნამუშევრების გამოფენაა. მას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 8 ფოტოხელოვანი წარმოადგენს. გამოფენა არის ნაწილი ბრიტანეთის საბჭოს ვრცელი პროექტისა - "ვიცხოვროთ ერთად", რომელიც ხორციელდება თბილისის ისტორიულ მუზეუმთან თანამშრომლობით და ეხება მიგრაციისა და იძულებითი გადაადგილების საკითხებს. გამოფენის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, დაიწყოს კვლევა იმისა, თუ როგორია მიგრაციული ჯგუფების გავლენა თანამედროვე საზოგადოებაზე, რომელმაც მეტწილად არაფერი იცის მათ არსებობაზე' თუ როგორ მიმდინარეობს ამ ჯგუფებია ახალ გარემოსთან შეგუების პროცესი და თუ როგორ ვითარდებიან ისინი ახალ სოციალურ სტრუქტურებში მოქცეულნი. გამოფენა პირველად მარტში ჩატარდა ლონდონში და მაჯამად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობს.

გამოფენაში "სახლთან ახლოს" მონაწილეობენ ფოტოხელოვანები: დევიდ კრიდონი,ფირუზა ხარაპიანი, იუვალ იაირი, დანა პოპა, ჯორჯ ჯორჯიუ, გიულსუნ კარამუსტაფა, აივორ პრიკეტი და სელია კამერიჩი.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ თავიანთი მოსაზრება კითხვარების მეშვეობით და ასევე შეხვდნენ გამოფენაში მონაწლე ფოტოხელოვანებს.

გამოფენა გაიხსნება დღეს, 12 ნოემბერს 18:00 საათზე ქარვასლაში


angel.gif საინტერესო იქნება
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
Nina Minzoni
post Nov 12 2008, 13:17
#2 
AccuWather

Amateur+ Amateur+
8,779


გმადლობ თამრი, ვეცდები მოვიდეეეე smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·



Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 2nd May 2025 - 15:35

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'