Help - Search - Member List - Calendar
Full Version: “Close to Home”
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
Tamri
"სახლთან ახლოს" ფოტო ობიექტივით შესრულებული ნამუშევრების გამოფენაა. მას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 8 ფოტოხელოვანი წარმოადგენს. გამოფენა არის ნაწილი ბრიტანეთის საბჭოს ვრცელი პროექტისა - "ვიცხოვროთ ერთად", რომელიც ხორციელდება თბილისის ისტორიულ მუზეუმთან თანამშრომლობით და ეხება მიგრაციისა და იძულებითი გადაადგილების საკითხებს. გამოფენის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, დაიწყოს კვლევა იმისა, თუ როგორია მიგრაციული ჯგუფების გავლენა თანამედროვე საზოგადოებაზე, რომელმაც მეტწილად არაფერი იცის მათ არსებობაზე' თუ როგორ მიმდინარეობს ამ ჯგუფებია ახალ გარემოსთან შეგუების პროცესი და თუ როგორ ვითარდებიან ისინი ახალ სოციალურ სტრუქტურებში მოქცეულნი. გამოფენა პირველად მარტში ჩატარდა ლონდონში და მაჯამად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობს.

გამოფენაში "სახლთან ახლოს" მონაწილეობენ ფოტოხელოვანები: დევიდ კრიდონი,ფირუზა ხარაპიანი, იუვალ იაირი, დანა პოპა, ჯორჯ ჯორჯიუ, გიულსუნ კარამუსტაფა, აივორ პრიკეტი და სელია კამერიჩი.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაიზიარონ თავიანთი მოსაზრება კითხვარების მეშვეობით და ასევე შეხვდნენ გამოფენაში მონაწლე ფოტოხელოვანებს.

გამოფენა გაიხსნება დღეს, 12 ნოემბერს 18:00 საათზე ქარვასლაში


angel.gif საინტერესო იქნება
makuku
და რამდენი ხანი იქნება გამოფენა?
Nikusha23
აეტ მაგარია
Tamri
makuku,


ვკითხავ smile.gif
Nina Minzoni
გმადლობ თამრი, ვეცდები მოვიდეეეე smile.gif
Mamarda
მე ვიყავი

ძააან მაგარია
MRme
აუუ ავად ვარ არადა მინდოდა :/
Liza Niniashvili
რამდენ დღეს გასტანს ეს გამოფენა ?
dave
სანამ დავათვალიერე ფოტოები ტარტალეტკები დამთავრდა
FOTINE
მადლობა თამრი smile.gif

მომეწონა იდეა და ფოტოებიც შესაბამისად კარგი იყო..რამდენიმე განსაკუთრებით..
Tamri
კარგია რომ მოგეწონათ

რისი მადლობა, არაფერია angel.gif

ორგანიზატორს დავუკავშირდი
გამოფენა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება

დღეს არ მუშაობს მუზეუმი, და ორშაბათობით დაკეტილია

smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.