რატომღაც გუშინ დამაფიქრა და საშინლად გამაღიზიანა ამ ფაკტმა.
ეს ჭკვიან ჭკვიანი ფოტოგრაფები რომ გადმოდგებიან და ჭკუის სწავლებას რომ იწყებენ ან არა მარტო ფოტოგრაფები ზოგადად სხვა პროფესიებშიაც ასე ხდება მაგრამ ამ შემთხვევაში ფოტოგრაფები.
ხარისხზე ,განათლებაზე, და ასე შემდეგ... ერთი კითხვა მაქვს ახლა ბოკეზე მივხვდი რომ რამოდენიმე ადამიანი მართლაც ძალიან ნიჭიერია. და აშკარად მომავალი ფოტოგრაფიაში ეჭყანება თუ არ ჩავთვლით იმას რომ ფული არ აქვს. მე შეიძლება არ ვიყო ნიჭიერი ფოტოგრაფი და ჩემ პონტში ვიღებდე მაგრამ გემოვნება ვლამობ გამაჩნია და იმასაც ვატყობ ვინ არის შრომის მოყვარე და ნიჭიერი... ხოდა ნერვებს ვეღარ ვთოკავ ძაან ნერვოტული ვარ ძაან... ხოდა არ აქვს ფული იმისათვის რომ იყიდოს სერიოზული აპარატი და ვაბშე არ აქვს ფული არც ზენიტისთვის იმიტომ რომ ფირს დიდი ფული მიაქვს. სჭირდება სწავლა განათლება საფუძვლიანი აკადემიური. რა ქნას? ოჯახში რომ თქვას ფოტოგრაფი მინდა გავხდეო ვინ შეხედავს ამ გაჭირვების პერიოდში სერიოზულად? კაროჩე რა ქნას მითხარით თორემ დაიღუპა ბავშვი.
მოდი ასე ვთქვათ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა. ჩვენთან 100 კაცში თუ მოვიდა 2 კაცი ნიჭიერი, ამერიკაშიც 2 კაცი მოვა ნიჭიერი 100 კაცში, მაგრამ განსხვავება ისაა რომ ისინი ჩვენზე მილიონობით მეტნი არიან. ანუ ამ ორ კაცს არ უნდა ხელშეწყობა? შენ რომ არ იყო საცოდავი ქვეყანა,უნდა! ხოდა მოვიფიქროთ ახლა ერთად რამე. ოღOნდ ტრუხა საქველმოქმედო აქციები და ამდაგვარი იდეები არ გვინდა შარდენზე მოვაწყოთ და ვიგრიალოთ და ასეთი გრანტიჭამია იდეებისგან თავი შევიკავოთ: ) რამე რეალური. როგორ შევაგროვოთ ფული იმისათვის რომ ერთერთი ბოკელი სიტყვაზე გავუშვათ სასწავლებლად რომელიმე ევროპის სერიოზულ ფოტოგრაფიის სკოლაში. აი ასეთი იდეეები გუდ გუდ.
რ ინერვიულო ლევან არაფერზე შენ აქ ვინაც რა დაწერა ყველა მართლია კატასტროფა არ ხდება, ყველა დროში და ყველა ერს ანალოგიური პრობლემა აქ ეს კაცობრიობის პრობლემაა და ალბათ ბუნებრივი გადარჩევა გადარცენის პირობებში იბადება და ვლინდება ჭეშმარიტი ნიჭი, იქმნება შედევრები.
ახლა ანალოგიურად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე თუ რამდენი აინშტაინი ჩააკლეს აბორტების დროს, იმაზე რამდენი საერთოდ ვერ დაიბაიდა იმის გამო რომ ახალგაზარდა ბიჭები ომში დაიხოცენ და შთამომავლობა არ დაუტოვებიათ და ა.შ.
მე მესმის შენი წუხილი, მესმი რისი თქმაც გინდოდა და რაც გამოძრავებდა კარგია ეგ ძალიან. ღმერთმა დაგვიფაროს გულგრილობისგან, მაგრამ უფრო გლობალურად თუ შევხედავთ თნ უკან გავიხედავთ ეგ პრობლემა სულ იყო და ალბათ სულ იქნება. აი დანამდვილებით მე პირადად ვერ ვიტყვი საშინელებაა ეგ თუ არა. მართლა ვერ ვიტყვი, რადგან ნამეტანი ეჭვი მეპარება იმაში, რომ ნიკალა ფუფუნებაში შეძლებდა თავის შედევრების შექმნას. მარტო ნიკალა? აბა გადახედეთ გენიოსებს ხელოვნებიდან?
ახლა კი მართლა ამოიწურა ეს თემა ვგონებ და თქვენის ნებართვით მივხურავ. არ ინერვიულოთ, სანთელ საკმეველი თავის გზას გაიკვლევს და იქ დაიდებს ბინას სადაც უფალი მიუთითებს.