რატომღაც გუშინ დამაფიქრა და საშინლად გამაღიზიანა ამ ფაკტმა.
ეს ჭკვიან ჭკვიანი ფოტოგრაფები რომ გადმოდგებიან და ჭკუის სწავლებას რომ იწყებენ ან არა მარტო ფოტოგრაფები ზოგადად სხვა პროფესიებშიაც ასე ხდება მაგრამ ამ შემთხვევაში ფოტოგრაფები.
ხარისხზე ,განათლებაზე, და ასე შემდეგ... ერთი კითხვა მაქვს ახლა ბოკეზე მივხვდი რომ რამოდენიმე ადამიანი მართლაც ძალიან ნიჭიერია. და აშკარად მომავალი ფოტოგრაფიაში ეჭყანება თუ არ ჩავთვლით იმას რომ ფული არ აქვს. მე შეიძლება არ ვიყო ნიჭიერი ფოტოგრაფი და ჩემ პონტში ვიღებდე მაგრამ გემოვნება ვლამობ გამაჩნია და იმასაც ვატყობ ვინ არის შრომის მოყვარე და ნიჭიერი... ხოდა ნერვებს ვეღარ ვთოკავ ძაან ნერვოტული ვარ ძაან... ხოდა არ აქვს ფული იმისათვის რომ იყიდოს სერიოზული აპარატი და ვაბშე არ აქვს ფული არც ზენიტისთვის იმიტომ რომ ფირს დიდი ფული მიაქვს. სჭირდება სწავლა განათლება საფუძვლიანი აკადემიური. რა ქნას? ოჯახში რომ თქვას ფოტოგრაფი მინდა გავხდეო ვინ შეხედავს ამ გაჭირვების პერიოდში სერიოზულად? კაროჩე რა ქნას მითხარით თორემ დაიღუპა ბავშვი.
მოდი ასე ვთქვათ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა. ჩვენთან 100 კაცში თუ მოვიდა 2 კაცი ნიჭიერი, ამერიკაშიც 2 კაცი მოვა ნიჭიერი 100 კაცში, მაგრამ განსხვავება ისაა რომ ისინი ჩვენზე მილიონობით მეტნი არიან. ანუ ამ ორ კაცს არ უნდა ხელშეწყობა? შენ რომ არ იყო საცოდავი ქვეყანა,უნდა! ხოდა მოვიფიქროთ ახლა ერთად რამე. ოღOნდ ტრუხა საქველმოქმედო აქციები და ამდაგვარი იდეები არ გვინდა შარდენზე მოვაწყოთ და ვიგრიალოთ და ასეთი გრანტიჭამია იდეებისგან თავი შევიკავოთ: ) რამე რეალური. როგორ შევაგროვოთ ფული იმისათვის რომ ერთერთი ბოკელი სიტყვაზე გავუშვათ სასწავლებლად რომელიმე ევროპის სერიოზულ ფოტოგრაფიის სკოლაში. აი ასეთი იდეეები გუდ გუდ.
Guja, ბატონო გუჯა გეთანხმებით ბსოლუტურდ ყველფერში. მე სულისკვეთებაში და თავისუფლებაში სხვა რამ ვიგულისხმე.... ანუ ეგ მაღიზიანებს სულ ამ სულისკვეთების და თვისუფლების იმედად რომ ვართ... თორემ მაგის გარეშე არაფერი რომ არ გამოდის ეგ ორჯერ ორი ოთხია. უცხოეთში სასწავლებლად იმიტომ ვიფიქრე მე ბტონო გუჯა რომ იქ უკეთესი სწავლებაა ასე მგონია მე... ერთადერთი რასაც არ ვეთანხმები გეგამ რაც თქვა და ანა რასაც ამბობს რომ ,,გამოიყენოს ნიჭი და იშოვისო'' აი ამ მიდგომაშია ჩვენი პრობლემა. ეგეთი ადამიანი არის მილიონში ერთი. ჩვენ ხომ შეგვიძლია რომ მილიონში ერთი კი არა მილიონში 100 კაცი იყოს ეგეთი. დეიდო მაროიამას გაუმართლა იმაში რომ იქ მუშაობდა და გამოიყენა შესაძლებლობები რაც მას მიეცა. მაგრამ ბევრი ვისაც არ ეძლევა ეს შესაძლებლობები. ნორმალური კინო რატომ ვერ გადავიღეთ ბოლო 15 წლის განმავლობაში? რატომ არ იყო ნიჭიერი არავინ ? დახმარება და სოლიდარობა ყველას ესაჭიროება ჰაერივით. მე ეკონომიკაზე და საქართველოს პოლიტიკურ წინსვლაზე არ ვწუწუნებ. მე იმას ვამბობ რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ხალხი ნებისმიერ დროს გაჭირვებაა თუ ლხინი. ხოდა ბატონო გუჯა თქვენ სიტყვაზე თუ მოახერხებთ იმას რომ ერთი მოსწავლე აიყვანოთ ფულის გარეშე უდიდეს საქმეს და სტიმულს მისცემთ ბავშვებს. შეიძლება სიტყვაზე რომ გამოცხადდეს ძალიან პატარა კონკურსი იმის თაობაზე თუ ვის აიყვანთ. მოიტანონ ფოტო მოთხრობები ვისაც სურვილი ექნება თემა თავისუფალი რომ იყოს. და თავად აარჩევთ თქვენ ვისაც ჩათვლით ნიჭიერად მე გენდობით პირადად. მანდ კიდევ დარწმუნებული ვარ ჩაწყობები ვერ გამოვა იმიტომ რომ მოტივაცია არ არის ჩაწყობის: ) პირველ რიგში თქვენი მხრიდან.