რატომღაც გუშინ დამაფიქრა და საშინლად გამაღიზიანა ამ ფაკტმა.
ეს ჭკვიან ჭკვიანი ფოტოგრაფები რომ გადმოდგებიან და ჭკუის სწავლებას რომ იწყებენ ან არა მარტო ფოტოგრაფები ზოგადად სხვა პროფესიებშიაც ასე ხდება მაგრამ ამ შემთხვევაში ფოტოგრაფები.
ხარისხზე ,განათლებაზე, და ასე შემდეგ... ერთი კითხვა მაქვს ახლა ბოკეზე მივხვდი რომ რამოდენიმე ადამიანი მართლაც ძალიან ნიჭიერია. და აშკარად მომავალი ფოტოგრაფიაში ეჭყანება თუ არ ჩავთვლით იმას რომ ფული არ აქვს. მე შეიძლება არ ვიყო ნიჭიერი ფოტოგრაფი და ჩემ პონტში ვიღებდე მაგრამ გემოვნება ვლამობ გამაჩნია და იმასაც ვატყობ ვინ არის შრომის მოყვარე და ნიჭიერი... ხოდა ნერვებს ვეღარ ვთოკავ ძაან ნერვოტული ვარ ძაან... ხოდა არ აქვს ფული იმისათვის რომ იყიდოს სერიოზული აპარატი და ვაბშე არ აქვს ფული არც ზენიტისთვის იმიტომ რომ ფირს დიდი ფული მიაქვს. სჭირდება სწავლა განათლება საფუძვლიანი აკადემიური. რა ქნას? ოჯახში რომ თქვას ფოტოგრაფი მინდა გავხდეო ვინ შეხედავს ამ გაჭირვების პერიოდში სერიოზულად? კაროჩე რა ქნას მითხარით თორემ დაიღუპა ბავშვი.
მოდი ასე ვთქვათ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა. ჩვენთან 100 კაცში თუ მოვიდა 2 კაცი ნიჭიერი, ამერიკაშიც 2 კაცი მოვა ნიჭიერი 100 კაცში, მაგრამ განსხვავება ისაა რომ ისინი ჩვენზე მილიონობით მეტნი არიან. ანუ ამ ორ კაცს არ უნდა ხელშეწყობა? შენ რომ არ იყო საცოდავი ქვეყანა,უნდა! ხოდა მოვიფიქროთ ახლა ერთად რამე. ოღOნდ ტრუხა საქველმოქმედო აქციები და ამდაგვარი იდეები არ გვინდა შარდენზე მოვაწყოთ და ვიგრიალოთ და ასეთი გრანტიჭამია იდეებისგან თავი შევიკავოთ: ) რამე რეალური. როგორ შევაგროვოთ ფული იმისათვის რომ ერთერთი ბოკელი სიტყვაზე გავუშვათ სასწავლებლად რომელიმე ევროპის სერიოზულ ფოტოგრაფიის სკოლაში. აი ასეთი იდეეები გუდ გუდ.
ორთავეს ბოდიშს გიხდით თემა რომ გავხსენი კარგი თემაა ეს.
ბატონო ლევან, ეგ ყველას ტკივა, მაგრამ ჩვენ ზოგადად ვერ ავამაღლებთ 1სულ მოსახლეზე შემოსავალს და ქართულ ეკონომიკაში რევოლუციას ვერ მოვახდენთ. თქვენ ბრძანეთ:
"რა შუაშია ქართველია და სულისკვეთება მამაცი გული და თავისუფლება...."
შუაში კიარა თავშია ჩემო ბატონო, თავში!!!!!!! მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა!!!!
ბევრს არ ვილაპარაკებ ამის ირგვლივ. ახლა ის მითხარი შენ თუ გეგულება მასეთი ნიჭიერი კაცი, რომელსაც ფული არააქ სწავლისთვის, სანამ საზღვარგარეტ გაუშვებთ და ბლა ბლა ბლა ეგებ ადგილზევე დავეხმაროთ სწავლაში. მომიყვანე მე და არანაირი ფული არ მჭირდება იმისთვის, რომ ფეხის ადგმაში დავეხმარო. დანარჩენს თვითონ მიხედავს მერწმუნე.
ეს დეიდო მაროიამაა, წლების მანძილზე დიდი ოსტატის დამლაგებელი, ფირების გამჯღავნებელი, შუქის მთრეველი იყო. იმდენად ღAრიბი იყო, რომ სულ ვადაგასულ ფირის გადანაჭრებზე იღებდა და უკვე ძალაგამოცლილ ქიმიით ამუშავებდა. მეტ წილად მუშაობდა არა ფულისთვის არამედ იმისთვის რომ ქონოდა შეხება ფოტოგრაფიასთან, შეძლებოდა ვადაგასული ფირის მოპოვება მაინც. ხელოვნების ნებისმმიერი დარგი უსაშველო ძვირი სიამოვნება. არაფრით არ ჩამოუვარდება სიძვირით ფოტოგრაფია არცერთ სხვა დარგს. ხოდა ახლა თQვენ თვითონ განსაჯეთ რაა ნიჭი, რაა მიზანსწრაფვა და რა არის შრომა იმისათვის, რომ ნიჭი გამოვლინდეს.