BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> რეპორტაჟი: კლუბის გამოფენა რუსთაველზე, 7 აგვისტო, 2005 წელი

| |
Sopho Nadareishvili
post Aug 12 2005, 14:36
#1 
Club Founder

Administration Administration
14,588


დაგვიანებული რეპორტაჟი 7 აგვისტოს გამოფენიდან...

როგორც იცით, 7 აგვისტოს თბილისის მერიის სპორტისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით რუსთაველის გამზირზე, უკვე ტრადიციად ქცეულ საკვირაო მსვლელობისა და ღონისძიებების პარალელურად, ფოტო-კლუბმა "ბოკე"-მ გამართა ფოტოების გამოფენა-გაყიდვა.

გამოფენაზე გატანილი იყო 30-მდე პოსტერი (A3 ფორმატი), რომლებიც წარმოადგენდა კლუბის წევრთა სამდღიანი ექსპედიციის შედეგს "ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში" და სწორედ ამ პარკის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

გამოფენისთვის მზადება რამდენიმე დღე გაგრძელდა და ორგანიზების ძირითადი ნაწილი სოფო ნადარეიშვილმა იტვირთა.

დადგა 7 აგვისტოც.

18:00-ზე გამოფენა უნდა გახსნილიყო, ამიტომ, ჩვენ ადრე შევიკრიბეთ, "ბოკე"-ს მაისურებში გამოწყობილები. გოგამ სტენდებზე, წინასწარ გამზადებული, ექსპოზიციის ,,შპარგალკები" დაამაგრა და დავიწყეთ ფოტოების გაკვრა.





ამ საქმეში მთელი კლუბი ჩაერთო, ზოგი ფოტოებს ახარისხებდა, ზორი თოკს ჭიმავდა, ზოგიც ფოტოების სისწორეს ამოწმებდა........





ცოტა არ იყოს დაგვცხა, 40 გრადუსს ბევრი არაფერი უკლდა, და არც ნიავი გვანებივრებდა. მაგრამ ყველამ გაგრილების საკუთარი მეთოდი მოძებნა....




მაგდუს კი ისე დასცხა რომ ფოკუსს მარტო გამაგრილებელ საშუალებებზე იჭერდა biggrin.gif



მალე ტელევიზიაც გამოჩნდა და რეპორტაჟი კვირას რუსთაველის გამზირზე ჩატარებული კულტურული ღონისძიებების, მათ შორის ფოტოკლუბის გამოფენა-გაყიდვის შესახებ იმედის ღამის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.



ცნობისმოყვარე გამვლელებმა თავი მალევე მოიყარეს.





შეფასებები მრავალგვარი იყო: ზოგს მოსწონდა და აღფრთოვანებას გამოხატავდა, ზოგი იდეის მოპარვას გვაბრალებდა, ზოგმაც კიდევ დარწმუნებით და თავის ქნევით მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა, ეს ფოტოები ინტერნეტიდან მოუპარავთ და დაუბეჭდიათო

დამთვალიერებელთა რაოდენობამ ისე იმატა რომ სტენდების წინ ჯებირების დადგმა მოგვიწია......


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Closed TopicStart new topicStart Poll
Nika
post Aug 17 2005, 00:21
#2 
Club Founder

Administration Administration
8,485


UncaS,
აინ მომენტ დავდებ ჩემ სერვერზე. საქართველოს მომხმარებლებისთვის სწრაფი იქნება.
http://drf.org.ge/files/rustaveli.avi
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Sopho Nadareishvili   რეპორტაჟი: კლუბის გამოფენა რუსთაველზე   Aug 12 2005, 14:36
Sopho Nadareishvili   [attachmentid=4872] ძალიან ბევრი საინტერესო ხალხ...   Aug 12 2005, 15:20
Sopho Nadareishvili   [attachmentid=4888] [attachmentid=4889] [attachmentid=4890] ამასობაში შებ...   Aug 12 2005, 16:26
nachkebia   მალაადეეც :D   Aug 12 2005, 17:18
apachi   ვახ ვახ!... და ვახ კიდე! ;(   Aug 12 2005, 17:26
e.k.a.t.e.r.i.n.a   apachi, ჰო შენ იფშლიკვინე და ფეხი არ ჩამოა...   Aug 12 2005, 17:30
lolski   ვააა, საკაიფო რეპორტაჟია :rolleyes: დაბნელე...   Aug 12 2005, 17:35
Sopho Nadareishvili   lolski, გლუვზე:)   Aug 12 2005, 17:47
apachi   e.k.a.t.e.r.i.n.a, მქონდა რაღაც მიზეზი და მიტო ვე...   Aug 12 2005, 18:40
Gogia   გოგას გადაღებული არ არის?   Aug 12 2005, 19:30
Sopho Nadareishvili   Gogia, ყველას სურათებია გაერთიანებული:)   Aug 12 2005, 19:39
Gottfried Lenz   ეეე, რატო არ მითხარით რომ საღამოს სლაი...   Aug 12 2005, 20:45
Raulito   ლუძიიიი! მიყვარხართ! :) :) :) ჯიგრები ხა...   Aug 12 2005, 21:52
apachi   Raulito, 10 ლარი ჩააბარე ნიკოლოზას   Aug 12 2005, 21:54
maka   :D გვიან მაგრამ მაინც გილოცავთ. ძაან მა...   Aug 15 2005, 00:35
SaNi   ძალიან ვწუხვარ რომ ვერ მოვახერხე მაგ ...   Aug 15 2005, 15:37
GJ.   SaNi, მართლაც დასანანია... :( გამოფენები წ...   Aug 15 2005, 15:42
Blakk   Imedshi ra iko? mteli sujeti amaze tu did sujetshi rame kadrebi? tu marto kadrebi- hval davauploadeb...   Aug 15 2005, 23:22
apachi   Blakk, გეიხარე!... მაინტერესებს მაგრატ   Aug 15 2005, 23:25
Blakk   dges rac vnahe- ramden camiani kadrebi did sujetshi Rustavelis Gamzirze... tu marto eg aris-hval ikn...   Aug 15 2005, 23:35
Barry   va magaria, mainteresebs :)   Aug 15 2005, 23:48
apachi   Blakk, ხვალ ტვ-ში იქნება?   Aug 15 2005, 23:59
Blakk   apachi, ara :) inetshi :) da aq ikneba linki AVI failze   Aug 16 2005, 00:01
chaba   ყოჩაღ !! ძალიან ვისიამოვნე ფოტო-რეპ...   Aug 16 2005, 09:37
Vanichkebi   magrad mindoda meccccccccccccc:):);) Added @ [mergetime]1124205321[/b] magrad mindoda mecccccccccc...   Aug 16 2005, 19:14
Sopho Nadareishvili   Blakk, ნამდვილად ეგაა;)   Aug 16 2005, 19:44
e.k.a.t.e.r.i.n.a   Vanichkebi, ვა, შენ აქ საიდან? :blink:   Aug 16 2005, 20:20
Blakk   ai....esec :) http://rapidshare.de/files/4050040/rustaveli.avi.html kvemod daachire FREE mere dael...   Aug 16 2005, 23:33
Nika   Blakk, ეგაა სულ? იმ ფოტოს ხედით მთავრდება?   Aug 16 2005, 23:42
Blakk   Nika ki...mere rahaca simherebi da cekvebi...   Aug 16 2005, 23:43
UncaS   file not found -ს მიწერს :huh:   Aug 16 2005, 23:48
Blakk   UncaS hmm...ar vici ar vici...normalurad unda ikos   Aug 16 2005, 23:50
Shota Megrelishvili   Blakk, გმადლობთ!   Aug 17 2005, 00:08
Sopho Nadareishvili   მე უპრობლემოდ გადმოვწერე.....   Aug 17 2005, 00:23
UncaS   Nika, მადლობა, გადმოვწერე შენგან :)   Aug 17 2005, 00:25
nachkebia   აი მეც მამააააქ :D   Aug 17 2005, 00:40
nachkebia   ეეეე რა პატარააა? 12 წამიანია?   Aug 17 2005, 00:55
UncaS   აჰა :D   Aug 17 2005, 00:56
bicycle   ხალხო როგორ ხართ? ჩამოვედი. თქვენს გვე...   Aug 22 2005, 12:43
GioMac   აი ხომ ხართ ახლა დასახოცები? :D არ უნდა ...   Aug 29 2005, 20:11
Sopho Nadareishvili   GioMac, ერთი თვეა ეს განცხადება გამოკიდებ...   Aug 29 2005, 22:49
GioMac   Sopho Nadareishvili, ;(   Sep 5 2005, 02:19
mussolini   საინტერესოა:)   Oct 25 2006, 12:26
Tamri   რა ვიცოდი მაშინ ვის ფოტოებს ვათვალიე...   Oct 25 2006, 13:22
e.k.a.t.e.r.i.n.a   Tamri, მართლაა :D აი მაგ გამოფენის მერე დაი...   Oct 25 2006, 14:21


Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 2nd August 2025 - 14:49

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'