Help - Search - Member List - Calendar
Full Version: რეპორტაჟი: კლუბის გამოფენა რუსთაველზე
Photoclub Boke > ადმინისტრაციული ფორუმი > ფოტოკლუბი ბოკე > ფოტო-რეპორტაჟები
Sopho Nadareishvili
დაგვიანებული რეპორტაჟი 7 აგვისტოს გამოფენიდან...

როგორც იცით, 7 აგვისტოს თბილისის მერიის სპორტისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით რუსთაველის გამზირზე, უკვე ტრადიციად ქცეულ საკვირაო მსვლელობისა და ღონისძიებების პარალელურად, ფოტო-კლუბმა "ბოკე"-მ გამართა ფოტოების გამოფენა-გაყიდვა.

გამოფენაზე გატანილი იყო 30-მდე პოსტერი (A3 ფორმატი), რომლებიც წარმოადგენდა კლუბის წევრთა სამდღიანი ექსპედიციის შედეგს "ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში" და სწორედ ამ პარკის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

გამოფენისთვის მზადება რამდენიმე დღე გაგრძელდა და ორგანიზების ძირითადი ნაწილი სოფო ნადარეიშვილმა იტვირთა.

დადგა 7 აგვისტოც.

18:00-ზე გამოფენა უნდა გახსნილიყო, ამიტომ, ჩვენ ადრე შევიკრიბეთ, "ბოკე"-ს მაისურებში გამოწყობილები. გოგამ სტენდებზე, წინასწარ გამზადებული, ექსპოზიციის ,,შპარგალკები" დაამაგრა და დავიწყეთ ფოტოების გაკვრა.

[attachmentid=4854]
[attachmentid=4856]
[attachmentid=4855]

ამ საქმეში მთელი კლუბი ჩაერთო, ზოგი ფოტოებს ახარისხებდა, ზორი თოკს ჭიმავდა, ზოგიც ფოტოების სისწორეს ამოწმებდა........

[attachmentid=4857]
[attachmentid=4858]
[attachmentid=4859]

ცოტა არ იყოს დაგვცხა, 40 გრადუსს ბევრი არაფერი უკლდა, და არც ნიავი გვანებივრებდა. მაგრამ ყველამ გაგრილების საკუთარი მეთოდი მოძებნა....

[attachmentid=4860]
[attachmentid=4861]

მაგდუს კი ისე დასცხა რომ ფოკუსს მარტო გამაგრილებელ საშუალებებზე იჭერდა biggrin.gif

[attachmentid=4862][attachmentid=4863]

მალე ტელევიზიაც გამოჩნდა და რეპორტაჟი კვირას რუსთაველის გამზირზე ჩატარებული კულტურული ღონისძიებების, მათ შორის ფოტოკლუბის გამოფენა-გაყიდვის შესახებ იმედის ღამის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.

[attachmentid=4887]

ცნობისმოყვარე გამვლელებმა თავი მალევე მოიყარეს.

[attachmentid=4864]
[attachmentid=4865]
[attachmentid=4866]

შეფასებები მრავალგვარი იყო: ზოგს მოსწონდა და აღფრთოვანებას გამოხატავდა, ზოგი იდეის მოპარვას გვაბრალებდა, ზოგმაც კიდევ დარწმუნებით და თავის ქნევით მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა, ეს ფოტოები ინტერნეტიდან მოუპარავთ და დაუბეჭდიათო

დამთვალიერებელთა რაოდენობამ ისე იმატა რომ სტენდების წინ ჯებირების დადგმა მოგვიწია......

[attachmentid=4867]
[attachmentid=4870]
Sopho Nadareishvili
[attachmentid=4872]

ძალიან ბევრი საინტერესო ხალხი გვესტუმრა...
პირველ რიგში ძალიან სასიხარულო იყო, რომ მოვიდნენ (ზოგი "ტიომნად";) , ზოგი კი აშკარად) Nini, Gottfried Lenz, Gogia,Uncas, David, Karllos.... იმედია არავინ გამომრჩა.

[attachmentid=4873]
[attachmentid=4874]
[attachmentid=4875]
[attachmentid=4876]

ასევე თითოეული ჩვენგანის მეგობრები და ოჯახის წევრები...
სტუმრებს შორის იყვნენ დიზაინერები, რომელთც შემოგვთავაზეს თანამშრომლობა, რის შესახებაც ალბათ მალე შეიტყობთ;
ჟურნალისტები გაზეთ "ნავიგატორიდან", რომელშიც სამშაბათს, 9 აგვისტოს დაიბეჭდა სტატია კლუბის შესახებ - ინტერვიუ კლუბის პრეზიდენტთან - შოთა მეგრელიშვილთან.

[attachmentid=4877]
[attachmentid=4878]
[attachmentid=4879]
[attachmentid=4880]
[attachmentid=4881]
[attachmentid=4882]

აღსანიშნავია რომ პუბლიკა საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო და ნანახი საკმაოდ განსხვავდებოდა იმ წარმოდგენისაგან, რაც ალბათ თითოეულ ჩვენგანს რუსთაველის საკვირაო მსვლელობის შესახებ მანამდე გააჩნდა.

[attachmentid=4885]
[attachmentid=4886]

ამ მოხუცმა კი ყველას ყურადღება მიიპყრო.....

[attachmentid=4884]
[attachmentid=4883]

ნელნელა გამოჩნდნენ პოსტერების ყიდვით დაინტერესებული გამვლელები, მართალია ზოგიერთს ფასი ეძვირა (25 ლარი), თუმცა 4 ფოტოს მყიდველი მაინც გამოუჩნდა , რაც პირველი გამოფენა-გაყიდვისათვის არცთუ ურიგო შედეგია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფოტოები დამზადებული იყო პოსტერების სახით.
Sopho Nadareishvili
[attachmentid=4888]
[attachmentid=4889]
[attachmentid=4890]

ამასობაში შებინდდა, დამთვალიერებლები არ გვაკლდებოდა.....

[attachmentid=4891]
[attachmentid=4892]

მერიის წარმომადგენლებმა პროექტორი და სპეციალური ეკრანი მოიტანეს, რომელზეც სტუდია პილიგრიმის მიერ მომზადებული ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში "ბოკე"-ლების ლაშქრობის ამსახველი 15 წუთიანი ფილმი უნდა გაგვეშვა.

მცირე გაუგებრობების შემდეგ, რაც ტექნიკასთან ურთიერთობისას წარმოიშვა, კონტაქტი შედგა

[attachmentid=4893]

და მოთმინებით მომლოდინე ხალხმაც რამდენჯერმე იხილა ფილმი ჩვენი ექსპედიციის შესახებ, ასევე ინფორმაციული ფილმი ეროვნული პარკის შესახებ.

[attachmentid=4894]
[attachmentid=4895]
[attachmentid=4896]
[attachmentid=4897]
[attachmentid=4898]

ბოლოს, ძალიან დაღლილებმა, ძალიან დასიცხულებმა და საინტერესო საღამოთი მაინც ძალიან კმაყოფილებმა ნელ-ნელა დასაშლელად დავიწყეთ მზადება, ფოტოები ჩამოვხსენით, ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს და სტუმრად მოსულ მეგობრებს ვუსახსოვრეთ და გავუდეგით გზას სახლისაკენ.

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამჯერად შეხვედრა არც რესტორნით და არც სახინკლით არ დასრულებულა...ამის თავი არავის არ ჰქონდაsmile.gif

ჰოდა ეს დაგვიანებული რეპორტაჟიც, ცოტა არ იყოს და მშრალი კი გამოგვივიდა, რისთვისაც მკითხველებს ბოდიშს ვუხდით, მაგრამ ალბათ მეტნაკლებად მაინც შევძელით თქვენთვისაც გვეჩვენებინა ის, რასაც "ბოკეს" მიერ მოწყობილი პირველი გამოფენა-გაყიდვა ერქვა

დროებით, მომავალ გამოფენამდე


nachkebia
მალაადეეც biggrin.gif
apachi
ვახ ვახ!... და ვახ კიდე! smile_053.gif
e.k.a.t.e.r.i.n.a
apachi,
ჰო შენ იფშლიკვინე და ფეხი არ ჩამოადგა აქეთ! smile_038.gif
ზღვაზეც არ გადაუხვიო შემთხვევით! smile_047.gif


ხალხო, წავედი ეხლა მე ოფიციალურ შვებულებაში...
მართალია, თბილისიდან როდის და სად გავაღწევ არ ვიცი, მაგრამ მაინც დაგემშვიდობებით, სახლიდან დაიალ-აფ-ით შეიძლება ვერ გესტუმროთ ხშირადsmile.gif))

უპს, ბოდიშით ოფ-ტოპიკისთვისsmile.gif
lolski
ვააა, საკაიფო რეპორტაჟია rolleyes.gif
დაბნელებისას განათება არ გქონდათ ფოტოებზე? huh.gif ფოტოები პრიალა ქაღალდზე იყო დაბეჭდილი? rolleyes.gif
Sopho Nadareishvili
lolski,
გლუვზეsmile.gif
apachi
e.k.a.t.e.r.i.n.a,
QUOTE
ჰო შენ იფშლიკვინე და ფეხი არ ჩამოადგა აქეთ!

მქონდა რაღაც მიზეზი და მიტო ვერ გესტუმრეთ მანდ თორე თბილისში ვიყავბი მე და დარჩენას ვაპირებდი კვირამდე!..
მარა ორშაბათს ჩამოვედი მანდ და სამშაბათს უკან გამომითხოვეს
Gogia
გოგას გადაღებული არ არის?
Sopho Nadareishvili
Gogia,
ყველას სურათებია გაერთიანებულიsmile.gif
Gottfried Lenz
ეეე, რატო არ მითხარით რომ საღამოს სლაიდ შოუც იქნებოდა??? biggrin.gif
Added @ [mergetime]1123865299[/mergetime]
ეეე, ისე მართლა გავმხდარვარ თურმე biggrin.gif თიიი თიიი თიიიიი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Raulito
ლუძიიიი! მიყვარხართ! smile.gif smile.gif smile.gif ჯიგრები ხართ! მაგრები ხართ!

პ.ს. დესერტად: ამ მთავრობის დედა *&^%$#!!! biggrin.gif არ მკითხოთ რატომ: ძალიან გაბრაზული ვარ!

პ.პ.ს. შევიძენ ბოკე-ს მაისურს. გინდა ფარად, გინდა ნატურით ანუ ხინკლით biggrin.gif
apachi
Raulito,
10 ლარი ჩააბარე ნიკოლოზას
maka
biggrin.gif გვიან მაგრამ მაინც გილოცავთ. ძაან მაგრები ხართ smile_080.gif wink.gif
SaNi
ძალიან ვწუხვარ რომ ვერ მოვახერხე მაგ გამოფენაზე მოსვლა და შემთხვევით უახლოეს ხანებში კიდევ ხომ არ გეგმავთ ანალოგიურ ღონისძიებას?
GJ.
SaNi,
QUOTE
ძალიან ვწუხვარ რომ ვერ მოვახერხე მაგ გამოფენაზე მოსვლა

მართლაც დასანანია... sad.gif

QUOTE
შემთხვევით უახლოეს ხანებში კიდევ ხომ არ გეგმავთ ანალოგიურ ღონისძიებას?

გამოფენები წესით სექტემბრიდან გაგრძელდება....
Blakk
Imedshi ra iko? mteli sujeti amaze tu did sujetshi rame kadrebi?
tu marto kadrebi- hval davauploadeb AVi file smile.gif
apachi
Blakk,
გეიხარე!...
მაინტერესებს მაგრატ
Blakk
dges rac vnahe- ramden camiani kadrebi did sujetshi Rustavelis Gamzirze...
tu marto eg aris-hval ikneba sujeti smile.gif
Barry
va magaria, mainteresebs smile.gif
apachi
Blakk,
ხვალ ტვ-ში იქნება?
Blakk
apachi, ara smile.gif inetshi smile.gif da aq ikneba linki AVI failze
chaba
ყოჩაღ !! ძალიან ვისიამოვნე ფოტო-რეპორტაჟით...შემდეგ გამოფენაზე აუცილებლად მოვალ !!! როდისთვის არის დაგეგმილი?
Vanichkebi
magrad mindoda meccccccccccccc:)smile.gifsmile_116.gif
Added @ [mergetime]1124205321[/mergetime]
magrad mindoda meccccccccccccc:)smile.gifsmile_116.gif
Sopho Nadareishvili
Blakk,
QUOTE
dges rac vnahe- ramden camiani kadrebi did sujetshi Rustavelis Gamzirze...
tu marto eg aris-hval ikneba sujeti

ნამდვილად ეგააsmile_116.gif
e.k.a.t.e.r.i.n.a
Vanichkebi,
ვა, შენ აქ საიდან? blink.gif
Blakk
ai....esec smile.gif

http://rapidshare.de/files/4050040/rustaveli.avi.html

kvemod daachire FREE
mere daelode 20 cami da gaichiteba linki
Nika
Blakk,
ეგაა სულ? იმ ფოტოს ხედით მთავრდება?
Blakk
Nika ki...mere rahaca simherebi da cekvebi...
UncaS
file not found -ს მიწერს huh.gif
Blakk
UncaS

hmm...ar vici ar vici...normalurad unda ikos
Shota Megrelishvili
Blakk,
გმადლობთ!
Nika
UncaS,
აინ მომენტ დავდებ ჩემ სერვერზე. საქართველოს მომხმარებლებისთვის სწრაფი იქნება.
http://drf.org.ge/files/rustaveli.avi
Sopho Nadareishvili
მე უპრობლემოდ გადმოვწერე.....
UncaS
Nika,
მადლობა, გადმოვწერე შენგან smile.gif
nachkebia
აი მეც მამააააქ biggrin.gif
nachkebia
ეეეე რა პატარააა? 12 წამიანია?
UncaS
აჰა biggrin.gif
bicycle
ხალხო როგორ ხართ? ჩამოვედი. თქვენს გვერდით მიგულეთ.
GioMac
აი ხომ ხართ ახლა დასახოცები? biggrin.gif
არ უნდა დამიძახოთ? smile_038.gif

smile_053.gif
Sopho Nadareishvili
GioMac,
ერთი თვეა ეს განცხადება გამოკიდებულია. უფრო ხშირად რომ შემოდიოდე ჩვენთან გაიგებდიsmile_116.gif
სექტემბერში კიდევ იქნებაsmile.gif
GioMac
Sopho Nadareishvili,
smile_053.gif
mussolini
საინტერესოაsmile.gif
Tamri
რა ვიცოდი მაშინ ვის ფოტოებს ვათვალიერებდი..ერთი თვის შემდეგ გავწევრიანდი ბოკეზე smile.gif
მაგარია!!!!!!!!!!!!!!!!!
bravo.gif bravo.gif bravo.gif
e.k.a.t.e.r.i.n.a
Tamri,
მართლაა DDDD.gif
აი მაგ გამოფენის მერე დაიწყო ბოკეს აღმავლობა, ცოტა ხანში ისე გაიზარდა იუზერების რაოდენობაააა wick.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.