გადავავლე თვალი ცნობილ ფოტოგრაფთა განყოფილებას, ვინ არ ვნახე და გამიკვირდა ეს ფოტოგრაფი არავის რომ არ გახსენებია. არადა ყველაზე ცხელ პერიოდში სწორედ ის იყო ალბათ იმ უცნობილეს ფოტორეპორტიორთაგან რომლებიც საქართველოში მუშაობდნენ.
მოკლედ ბიოგრაფიასაც ბარემ ქართულად დავწერ : ტომას დვორჟაკი დაიბადა 1972 წელს გერმანიაში, ბავარიის რეგიონის ერთ-ერთ პატარა ქალაქ Kötzting-ში (მიდით და გამოთქვით როგორც გენებოთ). ჯერ კიდევ სკოლის ასაკში პირველად მოგზაურობს აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მოგვიანებით, ესპანეთ-ჩეხეთ-რუსეთში მიღებული განათლების შემდეგ აშუქებს ექს-იუგოსლავიის კონფლიქტს. 1993-ში ჩამოდის თბილისში (დიახაც თბილისში) და 5 წლის მანძილზე რჩება. ამ ხნის განმავლობაში ფარავს კავკასიის რეგიონის ყველაზე ცხელ წერტილებს და მუშაობს აფხაზეთის, ჩეჩნეთის და ყარაბახის კონფლიქტებზე. 1999-ში ჩადის პარიზში (რა კონტრასტი) და უკვე იქიდან ფარავს თითქმის ყველა კონფლიქტურ ზონას რაც ამ პერიოდისთვის არსებობს : კოსოვო, მაკედონია, ისრაელი, პაკისტანი, ავღანეთი და ისევ ჩეჩნეთი.
2000 წელს ხდება მაგნუმის ნომინირებული, ხოლო 2004-ში უკვე სრულფასოვანი (ასოცირებული) წევრი. ამჟამად მუშაობს ისეთი გამოცემებისათვის როგორიცაა The New Yorker, Newsweek, U.S. News & World Report, Paris Match, The New York Times Magazine, Time და ა.შ.
აქვე გთავაზობთ მის რამოდენიმე ფოტოს და თუ რაიმეს მიმატება მოგესურვებათ ხელგაშლილი შევხვდები : )
ეს ბოლოM*A*S*H* პროექტის ფოტოა რომელზეც ცალკე გავხსნი თემას როცა მეცლება
შემოგეშველებით ცოტა მეც აფხაზეთის თემა 11/1993. Reburial of around 120 Abkhaz soldiers, killed 6 months earlier in a Georgian ambush. After the takeover of Abkhazia by the Abkhaz forces, they exhumed the bodies and famillies came to try and indentify the bodies.
10-11-1993. Gudauta. Georgian POW interrogated by Abkhaz soldiers.
10-11-1993. Gali region, southern Abkhazia. Ethnic Georgians are bused by Abkhaz military to the Enguri river ceasfire line with Georgia in order to be expelled.