არადა ყველაზე ცხელ პერიოდში სწორედ ის იყო ალბათ იმ უცნობილეს ფოტორეპორტიორთაგან რომლებიც საქართველოში მუშაობდნენ.
მოკლედ ბიოგრაფიასაც ბარემ ქართულად დავწერ :
ტომას დვორჟაკი დაიბადა 1972 წელს გერმანიაში, ბავარიის რეგიონის ერთ-ერთ პატარა ქალაქ Kötzting-ში (მიდით და გამოთქვით როგორც გენებოთ). ჯერ კიდევ სკოლის ასაკში პირველად მოგზაურობს აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
მოგვიანებით, ესპანეთ-ჩეხეთ-რუსეთში მიღებული განათლების შემდეგ აშუქებს ექს-იუგოსლავიის კონფლიქტს.
1993-ში ჩამოდის თბილისში (დიახაც თბილისში) და 5 წლის მანძილზე რჩება. ამ ხნის განმავლობაში ფარავს კავკასიის რეგიონის ყველაზე ცხელ წერტილებს და მუშაობს აფხაზეთის, ჩეჩნეთის და ყარაბახის კონფლიქტებზე.
1999-ში ჩადის პარიზში (რა კონტრასტი) და უკვე იქიდან ფარავს თითქმის ყველა კონფლიქტურ ზონას რაც ამ პერიოდისთვის არსებობს : კოსოვო, მაკედონია, ისრაელი, პაკისტანი, ავღანეთი და ისევ ჩეჩნეთი.
2000 წელს ხდება მაგნუმის ნომინირებული, ხოლო 2004-ში უკვე სრულფასოვანი (ასოცირებული) წევრი.
ამჟამად მუშაობს ისეთი გამოცემებისათვის როგორიცაა The New Yorker, Newsweek, U.S. News & World Report, Paris Match, The New York Times Magazine, Time და ა.შ.
აქვე გთავაზობთ მის რამოდენიმე ფოტოს და თუ რაიმეს მიმატება მოგესურვებათ ხელგაშლილი შევხვდები : )












ეს ბოლოM*A*S*H* პროექტის ფოტოა რომელზეც ცალკე გავხსნი თემას როცა მეცლება