2008 წლის 14 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით სპეციალურ გალერეაში სურათების განთავსებისათვის საჭიროა: 1. იყო ბოკეს რეგისტრირებული წევრი და გქონდეს სტატუსი: Newbie, Amateur, Amateur+, Event Manager, Photographer, Moderator, Master 2. თითოეული ფოტოსურათის ასატვირთად გაგზავნო მაგთის ან ბალის ნომრიდან შემდეგი სახის SMS-ი:
CODE
LOVE
ნომერზე 5011(SMS-ის ღირებულება შეადგენს 2 ლარს) 3. პასუხად, მიღებული 8-ნიშნა კოდი ჩაწერო შესაბამის ველში: საკონკურსო გალერეაში "ფოტოსიყვარული" სურათის ატვირთვისას 4. კონკურსის გალერეაში ატვირთოთ ფოტო, რომელიც შეესაბამება კონკურსის თემატიკას: სიყვარული (წყვილის სიყვარული).
14 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით კონკურსის გალერეაში აკრძალულია კომენტირება და ფოტოების შეფასება. აგრეთვე, ამ პერიოდში ატვირთული ფოტოსურათები არ გამოჩნდება "ბოლო ატვირთულ ფოტოსურათებში".
31 მარტიდან 10 აპრილამდე კონკურსის გალერეაში ჩაირთვება კომენტირების და შეფასების შესაძლებლობა. შეფასების სისტემის აღწერა მოხდება მარტის დასაწყისში.
ცვლილება: საკონკურსო გალერეაში განთავსებული ყველა ფოტოს ავტორი ავტომატურად დაიფარება და ფოტოს ავტორი დარჩება ანონიმური დაჯილდოების შემდგომ დღემდე (14 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით). ფოტოსურათი, რომელიც სათაურით, ან აღწერით გამოავლენს ავტორის ვინაობას გარედაქტირდება ადმინისტრაციის მიერ.
გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება შედგება 14 აპრილს კონკურსის ყველაზე რეიტინგული ფოტოების გამოფენის ფონზე.
გიყვარს?.. უყვარხარ?.. დააფიქსირე სიყვარულის ყველაზე ლამაზი წამი ბოკეზე ატვირთულ ფოტოში და 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, მიიღე შანსი მოიგო უმაგრესი პრიზებიდან ერთ-ერთი:
მთავარი პრიზი (I-ლი ადგილი): შენ და შენი შეყვარებული იმოგზაურებთ საჰაერო ბუშტით, ერთად შეხვდებით განთიადს, გადაიღებთ ფოტოებს ფრენისას და 3 ცალ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!
II-ე ადგილი: შენ და შენი შეყვარებული დასაჩუქრდებით რომანტიული ვახშმით. ამასთან ერთად, 2 ცალ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!
III-ე ადგილი: აჩუქე შენს შეყვარებულს (ან შენს თავს) ლამაზი და ძალიან ორიგინალური თაიგული, რომელსაც გულის ფორმა ექნება. ამასთან ერთად, ერთ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!
მოიხიბლეთ? კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების დღეს მოეწყობა გამოფენა, სადაც წარდგენილი იქნება კონკურსის ყველაზე რეიტინგული 30-ეული.
ფოტოების განთავსება შეგიძლიათ 14 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით სპეციალურ გალერეაში: ფოტოსიყვარული
ფოტოკლუბის პარტნიორი "ფოტოცენტრი" უზრუნველყოფს პრიზებს I-ლი, მეორე და მესამე ადგილებისთვის: პენოპლასტზე დაკრული უმაღლესი ხარისხით ფოტოს ბეჭდვა 76cm X 114cm ზომაზე ფართეფორმატიანი საბეჭდი მანქანა "DURST"-ის მეშვეობით (სულ 6 ფოტოსურათი). აგრეთვე, "ფოტოცენტრი" უზრუნველყოფს გამოფენისათვის ყველაზე რეიტინგული ფოტოების ბეჭდვას.