1. იყო ბოკეს რეგისტრირებული წევრი და გქონდეს სტატუსი: Newbie, Amateur, Amateur+, Event Manager, Photographer, Moderator, Master
2. თითოეული ფოტოსურათის ასატვირთად გაგზავნო მაგთის ან ბალის ნომრიდან შემდეგი სახის SMS-ი:
CODE
LOVE
ნომერზე 5011 (SMS-ის ღირებულება შეადგენს 2 ლარს)
3. პასუხად, მიღებული 8-ნიშნა კოდი ჩაწერო შესაბამის ველში:
საკონკურსო გალერეაში "ფოტოსიყვარული" სურათის ატვირთვისას
4. კონკურსის გალერეაში ატვირთოთ ფოტო, რომელიც შეესაბამება კონკურსის თემატიკას: სიყვარული (წყვილის სიყვარული).
14 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით კონკურსის გალერეაში აკრძალულია კომენტირება და ფოტოების შეფასება. აგრეთვე, ამ პერიოდში ატვირთული ფოტოსურათები არ გამოჩნდება "ბოლო ატვირთულ ფოტოსურათებში".
31 მარტიდან 10 აპრილამდე კონკურსის გალერეაში ჩაირთვება კომენტირების და შეფასების შესაძლებლობა. შეფასების სისტემის აღწერა მოხდება მარტის დასაწყისში.
ცვლილება: საკონკურსო გალერეაში განთავსებული ყველა ფოტოს ავტორი ავტომატურად დაიფარება და ფოტოს ავტორი დარჩება ანონიმური დაჯილდოების შემდგომ დღემდე (14 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით).
ფოტოსურათი, რომელიც სათაურით, ან აღწერით გამოავლენს ავტორის ვინაობას გარედაქტირდება ადმინისტრაციის მიერ.
გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება შედგება 14 აპრილს კონკურსის ყველაზე რეიტინგული ფოტოების გამოფენის ფონზე.