ალბათ გსმენიათ ამ ადამიანის შესახებ არა? ანრი კარტიე ბრესონი მაგნუმის ერთერთი დამაარსებელი, ფოტოგრაფიულ სამყაროში აღიარებული, როგორც "ფაზის დიდოსტატი", ერთი საინტერესო ინფორმაცია თუ იცით ვინმემ? კაცი ამბობდა,რომ ვერ იტანდა ვერანაირ ქიმიას, ქიმიურ ლაბორატორიებს, ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო ქიმიასთან, დაწყებული ნეგატივის გამჟღავნებიდან, დამთავრებული მზა ფოტოს ბეჭდვით. მოგეხსენებათ, აბტონი ბრესონის საყვარელი გამოთქმა, "გადამწყვეტი მომენტი,გადამწყვეტი ფაზა"... იცით თუ არა, რომ ის, ვიდეოკამერითაც კი იღებდა,საუკეთესო ფაზის დასაჭერად,მოსახელთებლად (1 წამში 16 კადრი,იმ დროისთვის თუ არ ვცდები),შემდეგ ფირს ჭრიდა და ფოტოებად ამჟღავნებდა....თვლით თუ არა ამ საქციელს გამართლებულად? ძალიან ნუ გააოფებთ რა ---------- ვფიქრობ საინტერესო თემაა, ავტორის დაცინვისგან თავი შეიკავეთ, მაინტერესებს პოლემიკა
კარტიე-ბრესონი ამბობდა რომ მისი საქმე იყო ფოტოგრაფია და არა ფირების გამჟღავნება. როდესაც აზიაში, აფრიკაში თუ ჩრდილოეთ ამერიკაში იყო ფირებს ისე აგზავნიდა "სამშვიდობოს რომ ხშირ შემთხვევაში არც იცოდა როგორი ფოტო გამოვიდა.
კიდევ კინოკამერაზე და კარტიე-ბრესონზე იმის დამატება შემიძლია რომ ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად შეუმჩნევლად უყვარდა მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა რაც იმდროინდელი კინოკამერით ცოტა სირთულეს წარმოადგენდა თუნდაც გაბარიტებიდან გამომდინარე.
ისიც ცნობილია, რომ თავისი ლაიკასი და 50მმიანის ერთგული დარჩა სანამ მხატვრობაში გადავიდა.
სხვათა შორის ისეთი ნიჭიერი მეგობრები ყავდა, რომ ზოგი მეგობრის ფოტოც მას მიაწერეს, რადგან მის ფირზე იყო გადაღებული, რაც შემდგომში თავადვე დაადასტურა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ მისი წიგნებიდან ამოღებულიყო.
დუბლებს რაც შეეხება, ბევრი ისეთი ფოტო აქვს გადაღებული, რომელსაც ტექნიკურად კინოკამერით ვერ გადაიღებდი (ძირითადად შედევრებზე მაქვს საუბარი) ის ფაქტი რომ ზოგი ფოტო 50-70 დუბლად აქვს გადაღებული მხოლოდ იმას ნიშნავს რომ იდეალისტი იყო და დაწყებულ მოქმედებას ბოლომდე მიყვებოდა (გინდა "ფაზა" დაარქვით ამას და გინდა "ნული")
ისე ამდენ მკითხაობას და მახათობანას ცოტა მეტი წაიკითხოთ აჯობებს. ანაც თუ გეზარებათ იოსელიანის ფილმს მაინც უყურეთ კარტიე-ბრესონზე. ვოტ