ალბათ გსმენიათ ამ ადამიანის შესახებ არა? ანრი კარტიე ბრესონი მაგნუმის ერთერთი დამაარსებელი, ფოტოგრაფიულ სამყაროში აღიარებული, როგორც "ფაზის დიდოსტატი", ერთი საინტერესო ინფორმაცია თუ იცით ვინმემ? კაცი ამბობდა,რომ ვერ იტანდა ვერანაირ ქიმიას, ქიმიურ ლაბორატორიებს, ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო ქიმიასთან, დაწყებული ნეგატივის გამჟღავნებიდან, დამთავრებული მზა ფოტოს ბეჭდვით. მოგეხსენებათ, აბტონი ბრესონის საყვარელი გამოთქმა, "გადამწყვეტი მომენტი,გადამწყვეტი ფაზა"... იცით თუ არა, რომ ის, ვიდეოკამერითაც კი იღებდა,საუკეთესო ფაზის დასაჭერად,მოსახელთებლად (1 წამში 16 კადრი,იმ დროისთვის თუ არ ვცდები),შემდეგ ფირს ჭრიდა და ფოტოებად ამჟღავნებდა....თვლით თუ არა ამ საქციელს გამართლებულად? ძალიან ნუ გააოფებთ რა ---------- ვფიქრობ საინტერესო თემაა, ავტორის დაცინვისგან თავი შეიკავეთ, მაინტერესებს პოლემიკა
ოოო, ხოდა მაგას ვამბობ რომ კინოკამერის დაჭერა არაა რთული, გადაიღებ ბავშვების თამაშს ეზოში 15 წუთი და მიიღებ 29447992 კადრს, აქედან 3 შედევრი იქნება. ხოდა არაა ეგრე საინტერესო
აბსოლიტურად არარეალურია რომ 29447992 კადრი დაათვალიეროს ადამიანმა. მაგასაც ხედვა სჭირდება და იმ კადრს კიდევ ამორჩევა და ეგ იმათ შეუძლიათ, ვინც კადრებს ხედავს, მაგრამ ტექნიკურად დაჭერის მომენტი არ გაუშვას ხელიდან, იმის ეშინია.
ანალოგიური მსჯელობით, დადგმული კადრების ავტორები შეგვიძლია ჩამოვწეროთ, რადგა იქ არაფერი წამი არაა დასაჭერი, ყველაფერს წინასწა გაამზადებ, გააშეშებ, კამერასთან მიხვალ და ჩხაკ!
ვითომ ასეა? არა მგონია
კადრი ფოტოგრაფმა უნდა დაინახოს! და დაფიქსირების საშუალება მეორეხარისხოვანია