ალბათ გსმენიათ ამ ადამიანის შესახებ არა? ანრი კარტიე ბრესონი მაგნუმის ერთერთი დამაარსებელი, ფოტოგრაფიულ სამყაროში აღიარებული, როგორც "ფაზის დიდოსტატი", ერთი საინტერესო ინფორმაცია თუ იცით ვინმემ? კაცი ამბობდა,რომ ვერ იტანდა ვერანაირ ქიმიას, ქიმიურ ლაბორატორიებს, ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო ქიმიასთან, დაწყებული ნეგატივის გამჟღავნებიდან, დამთავრებული მზა ფოტოს ბეჭდვით. მოგეხსენებათ, აბტონი ბრესონის საყვარელი გამოთქმა, "გადამწყვეტი მომენტი,გადამწყვეტი ფაზა"... იცით თუ არა, რომ ის, ვიდეოკამერითაც კი იღებდა,საუკეთესო ფაზის დასაჭერად,მოსახელთებლად (1 წამში 16 კადრი,იმ დროისთვის თუ არ ვცდები),შემდეგ ფირს ჭრიდა და ფოტოებად ამჟღავნებდა....თვლით თუ არა ამ საქციელს გამართლებულად? ძალიან ნუ გააოფებთ რა ---------- ვფიქრობ საინტერესო თემაა, ავტორის დაცინვისგან თავი შეიკავეთ, მაინტერესებს პოლემიკა
24 კინოკადრი შეადგენს 1 წამს... ანუ 10 წამში კონოკამერით 240 კადრს გადაიღებ...
აქ გამოდის ბევრი ბრაკი კადრი (თვალების დახუჭვა და ა.შ.) და ბევრი ისეთი ემოცია, რომელიც წამის მეასედში გაიელვებს ხოლმე და ძაან უნდა გაგიმართლოს, რომ ფოტოაპარატით ეს დაიჭირო.
ეს კაცი მუშაობდა და მუშაობისა და ნიჭის სინთეზი რომ 100%-იან შედეგს იძლევა ქე იცით ჩემზე უკეთ!
ამაზე მეტი შრომა რა გინდა. ერთსა და იმავე მომენტს 10 წუთი გადაუღო (10 წუთი = 600 წამი. 600X24=14400) და მერე თოთხმეტიათასოთხასი კადრი ზედმიწევნით კარგად დაათვალიერო და ერთი აარჩიო...
ხომ შეეძელო ეგლიჯა 3-4 კადრი და აქედან აერჩია, მაგრამ...
წვალობდა და მოიპოვა კიდევ აღიარება!
ჰემინგუეი გამსახსენდა... ბატონმა ერტნესტმა "მოხუცი და ზღვა" 5-ჯერ გადაწერა ხელით ფეხზე მდგომმა... თითოეულ გადაწერაზე ახალ რაღაცას ამატებდა, რაც არ მოწონდა შლიდა... და ბოლოს რა დარჩა? მსოფლიო ლიტერატურის შედევრი!
ეგაა... ხელოვანი ხალხი "ცოტა" ზარმაცია... ნიჭიერი ხელოვანი "ცოტა უფრო" ზარმაცი...
ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, როცა ნიჭიერი ხელოვანი შრომისმოყვარეა... და ზემოთ დავწერე ამ ყველაფრის შედეგი!
აი, კახურად ყურძენს რომ აყენებ... ჭაჭას არ გადაიღებ მანამ, სანამ... (გამგები გაიგებს )