ალბათ გსმენიათ ამ ადამიანის შესახებ არა? ანრი კარტიე ბრესონი მაგნუმის ერთერთი დამაარსებელი, ფოტოგრაფიულ სამყაროში აღიარებული, როგორც "ფაზის დიდოსტატი", ერთი საინტერესო ინფორმაცია თუ იცით ვინმემ? კაცი ამბობდა,რომ ვერ იტანდა ვერანაირ ქიმიას, ქიმიურ ლაბორატორიებს, ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო ქიმიასთან, დაწყებული ნეგატივის გამჟღავნებიდან, დამთავრებული მზა ფოტოს ბეჭდვით. მოგეხსენებათ, აბტონი ბრესონის საყვარელი გამოთქმა, "გადამწყვეტი მომენტი,გადამწყვეტი ფაზა"... იცით თუ არა, რომ ის, ვიდეოკამერითაც კი იღებდა,საუკეთესო ფაზის დასაჭერად,მოსახელთებლად (1 წამში 16 კადრი,იმ დროისთვის თუ არ ვცდები),შემდეგ ფირს ჭრიდა და ფოტოებად ამჟღავნებდა....თვლით თუ არა ამ საქციელს გამართლებულად? ძალიან ნუ გააოფებთ რა ---------- ვფიქრობ საინტერესო თემაა, ავტორის დაცინვისგან თავი შეიკავეთ, მაინტერესებს პოლემიკა
ოოო, ხოდა მაგას ვამბობ რომ კინოკამერის დაჭერა არაა რთული, გადაიღებ ბავშვების თამაშს ეზოში 15 წუთი და მიიღებ 29447992 კადრს, აქედან 3 შედევრი იქნება. ხოდა არაა ეგრე საინტერესო ..
ქიმიას თუ ვერ იტანდა, აქედან დასკვნა რომ არც შეხება ქონდა, რაღაც არასერიოზული მიდგომაა... ძალიან ბევრ რამეს შეიძლება გულისხმობდეს ამით, მე უფრო მგონია რომ უბრალოდ ლაბორატორიაში და უშუალოდ კადრების ძიების პროცესის შედარების კონტექსტში თქვა, ანუ გადაღების და "ჩხაკ" პროცესი მირჩევნია, ლაბორატორიის ოთხ კედელში გამჟღავნება-ბეჭდვასო და კიდე ათასი რამე შეიძლება იგულისხმა .. მათ შორის ისიც რაც შენ თქვი.. ვიმარჩიელოთ ეხლა ნეტა რა იგულისხმა ბრესონმა ამ სიტყვებით