ალბათ გსმენიათ ამ ადამიანის შესახებ არა? ანრი კარტიე ბრესონი მაგნუმის ერთერთი დამაარსებელი, ფოტოგრაფიულ სამყაროში აღიარებული, როგორც "ფაზის დიდოსტატი", ერთი საინტერესო ინფორმაცია თუ იცით ვინმემ? კაცი ამბობდა,რომ ვერ იტანდა ვერანაირ ქიმიას, ქიმიურ ლაბორატორიებს, ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო ქიმიასთან, დაწყებული ნეგატივის გამჟღავნებიდან, დამთავრებული მზა ფოტოს ბეჭდვით. მოგეხსენებათ, აბტონი ბრესონის საყვარელი გამოთქმა, "გადამწყვეტი მომენტი,გადამწყვეტი ფაზა"... იცით თუ არა, რომ ის, ვიდეოკამერითაც კი იღებდა,საუკეთესო ფაზის დასაჭერად,მოსახელთებლად (1 წამში 16 კადრი,იმ დროისთვის თუ არ ვცდები),შემდეგ ფირს ჭრიდა და ფოტოებად ამჟღავნებდა....თვლით თუ არა ამ საქციელს გამართლებულად? ძალიან ნუ გააოფებთ რა ---------- ვფიქრობ საინტერესო თემაა, ავტორის დაცინვისგან თავი შეიკავეთ, მაინტერესებს პოლემიკა
ვახ, მეც პირველად გავიგე კინოკამერით რომ იღებდა, გული დამწყდა და არ ვამართლებ, ისევე როგორც იმ ციფრულით დაჭერილ კადრებს, 238746 ფოტოდან ერთს რო აარჩევ ბოლოს. ჩემი აზრით, მთავარია ის ერთი და განუმეორებელი მომენტი დაინახო და ჩხაკ. სწორედ ამ სიტყვებისთვის მიყვარს ბრესონი.. ხოდა ერთი ორჯერ თუ კინოკამერით გადაიღო,არ ნიშნავს რო ყველა მისი შედევრი ასეა გადაღებული. ასე რომ არ ღირს ამის გამო დიდი ამბების აწევა