გამარჯობათ ხალხო: დამწყებებო, პროფესიონალებო, გურუ(ლ)ებო... მოკლედ ყველას სალამი..)
ერთი თემა მაინტერესებს ძალიან და თუ ეს თემა უკვე განხილული იყო აქ ადრე, გთხოვთ მითხრათ. მგონია, რომ ეს ძაან მნიშვნელოვანი ამბავია.
ძალიან ხშირად დევს ბოკეზე დამუშავებული ფოტოები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. დადებული ფერები, შეცვლილი ფონები, ფოტომონტაჟები და უამრავი სხვა... მარა ხალხო, როგორ გგონიათ ეს ფოტოხელოვნებაა?? გთავაზობთ ჩემ მოკრძალებულ აზრს ჩემის აზრით, ნამდვილი ფოტო არის ისეთი რეალობის ასახვა, როგორიც ის არის. და არა შეფერადებული და გალამაზებული. იმიტომ რომ ეს ფოტოგრაფიაა და არა რამე სხვა... ჩემი აზრით, თუ ფოტო განიცდის სერიოზულ დამუშავებას (არ ვგულისხმობ კონტრასტს და ა. შ. ) ის ფოტონამუშევარი აღარ არის იმიტომ რომ აღარ ასახავს იმ რეალობას, რაც რეალურად არსებობს. ის უკვე ავტორის გემოვნების და ფანტაზიის ნაყოფია, რასაც ცოტა ფოტოშოპის ცოდნა და ცოტა გემოვნება უნდა. და მეტი არაფერი....
დარწმუნებული ვარ ბევრი სხვანაირად ფიქრობს, მარა ამიტომაა ეს ამბავი საინტერესო. ასე რომ გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი.... GO ON.....
დღეს აპარატი და ფოტოშოპი განუყრელია,პასტორტის სურათსაც კი ამუშავებენ ფოტო-კრეატვიც ხელოვნებაა,ამასაც ცოდნა,კარგი კადრი და გემოვნება ჭირდება.ლეველების აწევაც უკვე არის დამუშავება,ასე რომ ბოკეზე მე არ მეგულება ფოტო რომელიც პირდაპიდ სკანირებიდან ან აპარატიდან მოხვდა და საერთოდ დღესდღეობით ყველა ხმარობს ფოტოშოპს და ამაში ცუდი არაფერია,პირიქით. iliko popkhadze და squee....რა არ გსიამოვნებთ მათი ფოტოების თვალიერება?მერე რა რომ პირდაპირ ლენტიდან არ არის ამოღებული.მოკლედ მე ესეც ხელოვნებად მიმაჩნია და ამათ შორის ზღვარის გავლება უაზრობაა,თუ ლამაზია და სასიამოვნო მაშინ ის ლამაზი და სასიამოვნო !ფოტოა!,მორჩა და გათავდა