IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ტაკს ისევ მე ვაგრძელებ. რაღაც მომენტში ილიამ თქვა რომ ჯობია გამყოლებს ვუთხრათო რომ სადმე გავჩერდეთ და მტელ ჯგუფს დაველოდოთ. ამ მომენტისთვის ცხენებმა ისევ გაგვასწრეს და მთელი საჭმელი მაგათზე იყო აკიდებული. ეგებ ის ხალხი უკან შიმშილით კვდებაო? ცოტა ავუჩქარეთ ნაბიჯს და მალევე დავეწიეთ. გამყოლმა გვითხრა აქვე მთაზე მოსაცდელი ადგილიაო და იქ გავჩერდეთ. ჩვენც გავყევით და მალევე ავედით იქ.
15:26 (შეიძლება ცოტა ნაკლებიც) - ავედით მოსაცდელთან და ველოდებით ხალხს.
15:38 - ამოვიდა მეორე ჯგუფი და მათ შორის გოგა და გუჯა! არა და ყველაზე მეტად მაგათ დისკოზებზე ვნერვიულობდი.
ვინაიდან ხალხი აგვიანებდა გავშალეთ პარალონები და დავწექით.
ხალხი ამოდის ნე-ნელა
15:55 - როგორც იქნა შევიკრიბეთ და იმაზე ვსაუბრობთ თუ რა ვქნათ. გზაში უკვე თითქმის 5 საათი ვართ (გავიარეთ 7.5 კმ) და ჯერ ნახევარი გზა არც კი გაგვივლია (მერე გაირკვა რომ თურმე მეტიც გვქონდა გავლილი)
მოკლედ გუჯამ თქვა რომ მაგისი წელი აქ გაცივდებოდა (ქარი მართლაც მაგრა უბერავდა, ხუმრობა ხომ არაა 1750 მეტრი)
ჯგუფი წინ დაიძრა.
როგორც იქნა მეორე ჯგუფიც დაიძრა
ისევ აღმართებია.
16:56 - გზა მთის თხემს მიყვებოდა. რაღაც მომენტში მარჯვნივ გაუხვია და ასეთი სილამაზე გადაიშალა ჩვენს წინ
ხო დამავიწყდა დამემატებინა რომ ლიდერთა ჯგუფს (მე, ილია, მაკა) ამ გადასვლისას გოგა დაემატა
ისევ აღმართები იყო და აქ გოგა და მაკა ჩამოგვრჩნენ.
17:36 - GPS-მა მაქსიმალური სიმაღლე 2110 მეტრი დააფიქსირა. აქედან უკვე დაღმართები დაიწყო.