IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი
12:37 - ცოტა ვერთობით ფოტოების გადაღებით და ვაგრძელებთ გზას.
ეს უცნაური დანადგარი ვერ გავარკვიეთ რა ფუნქციას ატარებდა.
ნელ-ნელა გამოიკვეთა ლიდერთა ჯგუფი. მე, ილია და მაკა.
13:21 - აქ გზა ორად იყოფოდა და ასეთი ნიშნები იყო რომ ვინმე უცხოელი არ დაიკარგოს და დათვებმა არ შეჭამონ მერე.
საკმაოდ ნელა მოვდივართ უკვე 2 საათია გზაში ვართ მაგრამ ჯერ სულ 3.3 კმ. გავიარეთ. წინ კიდე 12.7 კილომეტრია და პროგნოზით ასე დაღამებამდე ვერ მივალთ ამარატის თავშესაფარში. ლიდერთა ჯგუფი ისევ დავიძარით. სხვანაირად კუნთები გაგვეთიშება.