BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> გურამ თიკანაძე, 1933-1963

| |
beshqena
post Nov 22 2007, 17:59
#1 

Amateur+ Amateur+
7,423


ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვე ბოკეზე გურამ თიკანაძეზე ინფორმაცა...


გურამ თიკანაძე, ფოტოგრაფი და ალპინისტი, დაიბადა 1933 წლის 12 სექტემბერს. ტრაგიკულად დაიღუპა 1963 წელს სვანეთში შხარადან დაშვების დროს.

30 წლის ასაკში მან ბევრის გაკეთება მოასწრო. მისი წარმატებები საყვარელ სფეროში აღმავალი ხაზით მიდიოდა. ფოტოგრაფიას ხელი მოჰკიდა მეშვიდე კლასიდან პიონერთა სასახვლეში ცნობილი ფოტოგრაფების ნიკო საღარაძისა და სერგო ახვლედიანის ხელმძღვანელობით. უნივერსიტეტში გაიტაცა ალპინიზმმა. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ “დროშის” ფოტოკორესპონდენტად. 1962 წელს გახდა საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თბილისის ორგანიზაციის ფოტოსექციის თავმჯდომარე. თავის შემოქმედებაში ათავსებდა პუბლიცისტურობას პოეტურ აზროვნებასთან. იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში.

მეგობრობდა ასევე ტრაგიკულად ნადრევ ასაკში დაღუპულ ცნობილ ქართველ მწერალთან, გურამ რჩეულიშვილთან.

გურამ თიკანაძის ნაადრევმა სიკვდილმა საზოგადოებას გამოაცალა შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდში შემავალი ფოტოგრაფი, რომლის გემოვნება და ოსტატობა საყოველთაოდ იყო მიღებული.

ნაწყვეტი გურამის დღიურიდნ:

"მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან: რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისთვის ზოგიერთი განცდა თუ მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალტა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერტოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან."

გურამ თიკანაძის ფოტოები

ქურმუხი
user posted image

თეთნულდზე
user posted image

ტკბილი ნესვი
user posted image

წვიმის პარადოქსი
user posted image

უტევს მესხი
user posted image

ხტუნაობა
user posted image

ძველი თბილისი
user posted image

ჯავახიშვილის ქუჩა
user posted image

ნონა გაფრინდაშვილი
user posted image

ოთარ ჭილაძე
user posted image
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
makuku
post Nov 24 2007, 21:13
#2 

Amateur Amateur
3,628


სხვათა შორის მურმან ლებანიძეს აქვს მაგარი ლექსი გურამზე, სათაურით "ვოი". ვფიქრობ, ამ თემაში უნდა იყოს ეს ლექსიც.

"- ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..

ვოი, კალა-უშგული შეკრებილა -
ყანას და სათიბს მომცდარა.
მთელი სვანეთი შეკრებილა,
მთლად საქართველო შეკრებილა,
შხარასთან ღრუბელივით მომდგარა...
ვოი, შხარა სისხლით შეღებილა -
კოხტა თიკანაძე მომკვდარა...

ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში.

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
საკუთარ ხელით პალო დაუგია,
საკუთარ პალოზე მომწყდარა...

ცოცხლისგან საყვედური აუგია -
თოკი ერთადერთი ჩაუბია -
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..

ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
გურამის ნეშტი
უპყრიათ ხელში,
ბექნუ ხერგიანს
და ბექნუს ლომებს
მშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში...

"ხოჩა საკაცე გამითალეთ,
დავაწყო ხორცი და ძვალი,
სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,
აღმართში კვნესით ამიტანეთ,
ვაკეზე მითხარით ზარი!.."

უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,
შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა;
ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი
საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:

"თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა?
შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!
ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა -
რამ დაგაპატარავა, შვილო?!"

ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და ბეჭზე მიდევს
შენი საკაცე...
შენ დაგეუფლა
ძილი და დაღლა,
შენ დასახარჯი
უკვე დახარჯე...
შენ გაიელვე
ღრუბლებზე მაღლა,
შენ საქართველოს
ღამე გახაზე...
ასი ცხენოსნით
უშგული გახლავს
და მიტივტივებს
შენი საკაცე...

ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!..

გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,
რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:
თავი სიმამაცით წაუგია,
ვოი-ვო, გურამი მომკვდარა...
ცოცხლისგან საყვედური აუგია,
ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია -
ვარსკვლავი
ვარსკვლავებს მომწყდარა."
1964წ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
beshqena   გურამ თიკანაძე   Nov 22 2007, 17:59
dathuna   ძალიან   Nov 22 2007, 18:10
MAMONT   გურამ თიკანაძე დაიღუბა მთაში. ზუსტად ...   Nov 22 2007, 18:45
beshqena   MAMONT, სვანეთში, შხარადან დაშვების დროს. :(...   Nov 22 2007, 18:57
marazmatik   საღოლ!!! ერთერთ ფოტოზე ნონა გაფრინ...   Nov 22 2007, 19:44
climber   "თეთნულეთზე" უძლიერესი კადრია!! ...   Nov 22 2007, 19:47
beshqena   marazmatik, კი, ნონა გაფრინდაშვილია. "წვიმი...   Nov 22 2007, 20:10
lama   beshqena, ძალიან ძლიერი ადამიანი იყო გურამ...   Nov 22 2007, 20:19
Levan Kipiani   !!!!!!!!!!!!!!!!!   Nov 22 2007, 21:00
Nata   დიდებული ადამიანი იყო და დიდებული ფო...   Nov 22 2007, 21:33
beshqena   lama, 100% და კიდევ გურამ რჩეულიშვილი და მთე...   Nov 22 2007, 23:08
marazmatik   უშბაზე "სარკიდანაა" ნამყოფი კაცი,ძ...   Nov 22 2007, 23:10
GeGa Chumburidze   ძალიანნ. ,,წვიმის პარადოქსი'' ბრესონ...   Nov 22 2007, 23:16
beshqena   "წვიმის პარადოქსი" გადაღებულია 50 წ...   Nov 23 2007, 00:26
Tato   ბრესონს მაგდაგვარი კადრი 1932-ში აქვს გ...   Nov 24 2007, 16:43
beshqena   :(   Nov 24 2007, 17:30
DIKARKA   beshqena, გამახარე ამ თემის გახსნით : ) ნება მ...   Nov 23 2007, 00:27
beshqena   DIKARKA, ჯიგარი ხარ! აუ, ხალხო, გურამ თიკან...   Nov 23 2007, 16:22
beshqena   თვითონ გურამი http://forum.ge/uploads/post-59-1189614231.jpg ეს გუ...   Nov 23 2007, 16:33
Hot Chocolate   beshqena- ს დიდი მადლობა ასეთი თემისთვის და ...   Nov 23 2007, 16:59
beshqena   Hot Chocolate, :madloba:   Nov 23 2007, 17:02
anika-zeppelin   კაიია ბეექ.. მომწონს Fოტოები.. განსაკუთ...   Nov 23 2007, 19:07
fani   ვაა!   Nov 23 2007, 19:20
Nika Pkhakadze   ყველა მომწონს, წიგნიც მაქ და იმაშიც ყვ...   Nov 23 2007, 19:27
beshqena   გურამ რჩეულიშვილი http://img508.imageshack.us/img508/5749/guramiky3....   Nov 24 2007, 15:29
NaNN   : bravo : :(   Jul 29 2008, 16:30
beshqena   makuku, :bravo: :bravo: :bravo:   Nov 27 2007, 11:09
Linda   makuku beshqena :bravo::bravo::bravo:   Nov 27 2007, 11:42
beshqena   გურამ თიკანაძის ფერადი ფოტოები არავი...   Nov 28 2007, 20:26
Tourist   გურამ თიკანაძის ფერადი ფოტოები არავ...   Dec 12 2007, 14:55
Tourist   პატარა შესწორება - დაიბადა 1932 წლის 12 სე...   Dec 14 2007, 00:16
sarke   :) გურამის საფლავზე როო აბრეშუმის აკაც...   Dec 13 2007, 23:56
Tourist   გურამ თიკანაძის 2 ფერადი ფოტო   Dec 20 2007, 17:59
otta   http://123.ge/uploads/1/84972.gif 1965 წელი. ირინა არხანგელსკ...   Dec 24 2007, 12:05
Blow Up   სამოცდასამში თუ გარდაიცვალა სამოცდა...   Jul 29 2008, 13:21
hey sexy   ისტორიული ფოტოებია :) დიდი მადლობა თემ...   Dec 24 2007, 17:48
beshqena   Tourist, სადმე ატვირთე (მაგ radikal.ru) და ფოტოს URL ჩ...   May 28 2008, 11:01
sali barret   ჩEმი ერთ-ერთი საყვარელი ფოტოგრაფი...   May 28 2008, 18:47
Ever Dream   რა კარგი სურათებია :)   Jun 15 2008, 18:28
Kapo   გაიხარეთ   Jun 29 2008, 21:05
keke_keke   ჩამწყდა გული ... :( რა სევდიანია და რა მშ...   Jun 29 2008, 21:27
niciko   ბ რ ა ვ ო ლექსმა ამატირა   Jul 29 2008, 14:28
just me   ლექსი რა მაგარია, ცრემლები წამომივიდ...   Oct 28 2008, 02:27
Gela Kipiani   კარგია, ზალიან მაგარი იყოო, წიგნი მაქვ...   Oct 28 2008, 02:49
ModiIi   ვაიმე, ჩემი უუსაყვარლესი ფოტოგრაფი :wub...   Sep 29 2009, 17:04


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 21st June 2025 - 01:47

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'