IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php) IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> ღია წერილი მოდერატორებს
ხალხო ერთი თხოვნა მაქ, მარა თუ რამე გამომრჩა და არ ვიცი ბოდიში, პასუხსაც ნუ გამცემთ და მივხვდები მაგით.
ძალიან გთხოვთ, ვინც წერს ლათინური ასოებით ბანი დაადეთ რა. არ გაგიკვირდეთ, მე ყოველთვის ბანის ვორნის და ასეთი სახის დასჯის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ კიდევაც, მარა ახლა განსაკუთრებული შემთხვევაა. ბანი დაადეთ იმდენი ხნით რამდენ ხანსაც მოანდომებენ ქართული კლავიატურის დრაივერის დაყენებას. გამონაკლისი არ უნდა იყოს არავისთვის. თუ რაღაც ავარი აქ ადამიანს კომპში და სასწრაფოთ ვერ შეძლებს გამოსწორებას იმასაც დაადეთ, დაისვენოს ბოკედან პაწა ხანი არაფერი მოუვა, უფრო მეტ დროს ფოტოების გადაღებას დაუთმობს და სასარგებლოთ გამოიყენებს დროს ავარიის პერიოდში.( ზოგი ჭირი მარგებელიაო )
ბანი დაადეთ წესების დარღვევის დროსაც თუ ეს უხეში დარღვევაა, ვფიქრობ ყველამ უნდა წაიკითხოს
ეს ყველაფერი გაფრთხილების გარეშე, არ ვიცოდი და რატო არ მითხარით არგუმენტებად არ უნდა იყოს მიღებული.
მე ვიცი, რო თქვენ მუშაობთ, ბევრს აკეთებთ და შესაძლოა გამოგრჩეთ რამე მაგი არაფერი.
ამას დამატებით მიტო გთხოვთ, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
მოკლედ მე ვთვლი, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა გადაგვარების გზაზეა, აღარავინ იბადება პოეტად და აღარავის უნდა ფრენა.
ამ სიტყვებისტვის ძალიან ბევრთან და ძალიან ბევრჯერ მიჩხუბია და არც ახლა ვაპირებ გაჩუმებას
1. დედამიწაზე ყველა ლამაზი ჭკვიანი და ნიჭირი ახალგაზრდობა ზუსტად რომ აქ იბადება და ჩემი თAვი შემოგევლოთ ყველას (ეს არ არი უბრალოდ პატრიოტის სიტყვები, თქვენ რა ბებრუხუნები ხართ? აი თქვენ ორთავე ახალგაზრდები არ ახართ?) 2. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში უფალმა დაგვაყარა იმოდენა ბუმბერაზი, რომ ძნელია ასე მოკლე მონაკვეთში ობიექტურად მოითხოვო კიდე ერთი აფეთქება. არ არის ისე მარტივად საქმე როგორც შენ ამბობ. ახლა შენაგროვების გააზრების დროა. არაფერს არ აკეთებს უფალი უაზროდ. 3. ფრენა არ უნდა? ეეე აბა თქვენცა ყოფილხართ რა. ფრენა უნდა, დაფრინავენ კიდევაც. შედეგებს სულ რაღაც 10 წლის მერე მივიმკით. მე თუ ვერა თქვენ ნახავთ და გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები. 4. და თუ რაიმე მასე მაინც ხდება ეგ ჩემი და ცოტა კიდე უფროსი თაობის ხალხის ბრალია. სულ რაღაც 20 წლის წინ თბილისში თითქმის არც ლაპაროკბდენ ქართულად მე ქუთაისელ კაცს ძალიან მტკიოდა ის რომ რუსულად უფრო მესმოდა აქ საუბარი ქუჩაში თუ დაწესებულებებში. იმ ხალხის შვილებია ზუსტად ახლა რომ ახალგაზრდობაზე ვლაპარაკობთ ისინი. ხოდა იმ მატრაკვეცა ვაი მშობლების ნათესს ვიმკით ახლა და არა მარტო ენის თვალსაზრისით, ყველაფერში.
QUOTE
ქართული სული მკვდარია. ჩვენ ის ფეხთ გავთელეთ. ქართველს ქართველობის რო ცხვენოდეს, ეს არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიაში.
მე მგონი ამაზე უკვე გავეცი პასუხი , მხოლოდ ერთს ვიტყვი წყალი წავა- ქვიშანი დარჩებიან!!!
რაც შეეხება ფოტოს ცოდნას ან არცოდნას ეს გაცილებით მარტივია. ღმერთმა დაგვიფაროს რომ საჯარო ფორუმზე სადაც 8000 კაცსე მეტია ყველა ყველაფერში ერკვეოდეს და პროფესიონალურ კომენარებს იძლეოდეს. არ მოხდება ეს, არ უნდა მოხდეს და არც ხდება . მტერს მაგდენი ხელოვანი. არა ბატონო, ეგ არც მიზანია და არც სურვილი. უბედურ კოშმარშიც არ მინდა მასეთი რამე გავიფიქრო.
თქვენს ხელთაა ყველაფერი, თქვენ ხართ ყველაფერი, მიდით და აკეთეთ გაუზიარეთ, ასწავლეტ, ისწავლეთ!!!! იმხიარულეთ და სხვაც ამხიარულეთ, ცხოვრებაში ზუსტად მოძებნეთ ის დროს როდი უნდა იხალისოთ და როდის სერიოზულები იყვეთ.
სათქმელი ბევრი მაქ , მაგრამ ვგონებ ჯერ ესეც საკმარისია.