BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> ფოტო-სემინარი, მეორე ნაკადის მიღება

| |
Sopho Nadareishvili
post May 25 2007, 12:56
#1 
Club Founder

Administration Administration
14,588


მათ საყურადღებოდ ვისაც სურს სემინარებზე ჩაწერა, განთავისუფლდა კვირაში სამი დღე

III-ე ჯგუფი (დღის ჯგუფი):
სამშაბათი - ხუთშაბათი: 15:00 - 18:00; კვირა: ჯგუფთან შეთანხმებით 11:00 - 15:00
IV-ე ჯგუფი (საღამოს ჯგუფი):
სამშაბათი - ხუთშაბათი: 19:15 - 22:15; კვირა: ჯგუფთან შეთანხმებით 16:00 - 20:00


მსურველთა რაოდენობის და სურვილის მიხედვით დაკომპლექტდება ერთი ჯგუფი, დილის ან საღამოს საათებში.

მსურველები გაეცანით დელატებს

ფოტო-სემინარის დეტალები:

1. ზოგად-საბაზისო ფოტო-სემინარი განკუთვნილია:
1.1. მათთვის, ვისი ასაკიც აღემატება 14 წელს.
1.2. დამწყებ ფოტომოყვარულთათვის, რომელთაც არ გააჩნიათ ამ დარგის თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა.
1.3. ფოტომოყვარულთათვის, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება და სურთ ამ უკანასკნელის სისტემატიზირება.
1.4. მათთვის, ვინც აკმაყოფილებს პუნქტ 1.1-ს და ვისი ინტერესიც მდგომარეობს ფოტოგრაფიაში.

2. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფურად. შესაძლებელია ინდივიდუალური მეცადინეობებიც.
2.1. ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს არაუმეტეს 10 ადამიანისაგან.
2.2. ჯფუფების შედგენა შეძლებისდაგვარად მოხდება მონაწილეთა ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინებით.
2.3. ინდივიდუალური მეცადინეობები შედგება მოლაპარაკების საფუძველზე, კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.

3. ძირითადი ფოტო-სემინარის მეცადინეობების სრული კურსის ხანგრძლივობა არის 35 საათი.
3.1. მოცემული 35 საათიდან 30 საათი არის თეორიული, ხოლო 5 პრაქტიკული მეცადინეობის საათია.
3.1.1. სემინარის ძირითადი კურსის განმავლობაში თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 2 საათი.
3.2. დამატებით, მსურველს შესაძლებლობა ექნება დაესწროს 5 თემატურ მასტერ-კლასს (ჯამში 10 საათი).
3.2.1. ყოველი მასტერ-კლასის ხანგრძლივობაა 2 საათი მსურველს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მხოლოდ მისთვის საინტერესო მეცადინეობებს.
3.2.2. მასტერ-კლასებზე დასწრება შესაძლებელია დამატებითი ღირებულების გადახდის შემდეგ (იხილეთ პუნქტი 7.5).
3.2.3. ორ-საათიანი მასტერ-კლასები ჩატარდება შემდეგ თემებზე:
3.2.3.1. სტუდიური პორტრეტი
3.2.3.2. სიუჟეტი, ჟანრი
3.2.3.3. პეიზაჟი
3.2.3.4. ნატიურმორტი, მაკრო
3.2.3.5. სარეპორტაჟო ფოტოგრაფია

4. ფოტოსემინარის პროგრამა (35 საათი):
4.1. თეორიული მეცადინეობების თემები:
- ფოტოგრაფიის ისტორია - 1 საათი
- რა არის ფოტოგრაფია:
- ფოტოს დანიშნულება, ფოტოხელოვნება - 1 საათი
- აღქმის ფსიქოლოგიური ასპექტები - 2 საათი
- კამერები და ფოტოტექნიკა:
- კამერები - 1 საათი
- ექსპონომეტრები - 0.5 საათი
- საბეჭდი მოწყობილობა - 0.5 საათი
- ფირის დასამუშავებელი მოწყობილობები - 0.5 საათი
- ქიმია - 1 საათი
- ფოტომასალა (ფირები, ქაღალდები) - 0.5 საათი
- ექსპონომეტრია - 4 საათი
- განათება და ფერი - 4 საათი
- კომპოზიცია და კონსტრუქცია - 4 საათი
- ზოგადად (თეორიულ-პრაქტიკული):
- პორტრეტი 2 საათი
- პეიზაჟი 2 საათი
- ნატიურმორტი 2 საათი
- ჟანრი 2 საათი
- მაკრო 2 საათი

4.2. პრაქტიკული მეცადინეობების თემები:
- სტუდიური განათება და ექსპონომეტრია
- ფოტოფირის გამჟღავნება და ბეჭდვა

5. სწავლების გრაფიკი.
5.1. თეორიული კურსის გრაფიკი:
სწავლების გრაფიკის საბოლოო შეთანხმება მოხდება ჯგუფთან მოლაპარაკების საფუძველზე.
I-ლი ჯგუფი (დღის ჯგუფი):
ორშაბათი - ოთხშაბათი - შაბათი
15:00 - 18:00
II -ე ჯგუფი (საღამოს ჯგუფი):
ორშაბათი - ოთხშაბათი - შაბათი
19:15-22:15
III-ე ჯგუფი (დღის ჯგუფი):
სამშაბათი - ხუთშაბათი: 15:00 - 18:00; კვირა: ჯგუფთან შეთანხმებით 11:00 - 15:00
IV-ე ჯგუფი (საღამოს ჯგუფი):
სამშაბათი - ხუთშაბათი: 19:15 - 22:15; კვირა: ჯგუფთან შეთანხმებით 16:00 - 20:00

5.2. პრაქტიკული კურსის და მასტერ-კლასების გრაფიკი: - შაბათ-კვირას: ჯგუფთან შეთანხმებით 11:00 - 19:00

5.3. მასტერ-კლასების (სპეციალიზაციის 10 საათი) ჩატარება იგეგმება ძირითადი სემინარის პირველი კურსდამთავრებულების გამოშვების შემდეგ.

6. სემინარის ხელმძღვანელი.
6.1. ზოგადი კურსის ძირითადი ხელმძღვანელი იქნება ბატონი გუჯა.
6.2. ზოგადი კურსის რიგი თემების წამყვანი-ასისტენტები შეიძლება იყვნენ ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაციის წევრები და მოწვეული სპეციალისტები.
6.3. მასტერ-კლასებს წაუძღვებიან მოწვეული სპეციალისტები (მათ შორის შეიძლება იყვნენ ფოტოკლუბი ბოკეს ოსტატები - ე.წ. "Master"-ები).

7. ფოტო-სემინარზე დასწრების ღირებულება.
7.1. სემინარზე დასწრების მსურველებთან ფორმდება კონტრაქტი;
7.1.1. სემინარზე დასწრების მსურველ სრულწლოვან პირსა და ფოტოკლუბ ბოკეს შორის ფორმდება საბაზისო კონტრაქრი, რომელიც მოიცავს სწავლების დეტალებს, ღირებულების გადახდის მექანიზმს და არეგულირებს რიგ სხვა საკითხებს;
7.1.2. კონტრაქტზე ხელის მოსაწერად, მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
7.1.3. თუ სემინარზე დასწრების მსურველი არ არის სრულწლოვანი, მაშინ კონტაქტი ფორმდება მის მშობელთან, ან მეურვე პირთან.
7.2. სემინარის ღირებულების გადახდა წარმოებს ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე ბანკში შესაბამის ანგარიშზე სრული თანხის შეტანის საშუალებით.
7.3. გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.
7.4. ძირითადი კურსის (35 საათის) ღირებულება შეადგენს:
7.4.1. 350 ლარს ფოტოკლუბი ბოკეს იმ წევრისათვის, რომელიც დარეგისტრირდა 2007 წლის 1 აპრილის შემდეგ.
7.4.2. სპეციალური წინადადება: 300 ლარს ფოტოკლუბი ბოკეს იმ წევრისათვის, რომელიც დარეგისტრირდა 2007 წლის 1 აპრილამდე.
7.5. მასტერ-კლასებზე დასწრების ღირებულება.
7.5.1. მასტერ-კლასზე დასწრების ღირებულება მათთვის, ვინც გაიარა ძირითადი კურსი შეადგენს 20 ლარს.
7.5.2. მასტერ-კლასზე დასწრების ღირებულება მათთვის, ვისაც არ გაუვლია ძირითადი კურსი, შეადგენს 30 ლარს.
7.5.2.1. მოცემულ შემთხვევაში, მასტერ-კლასზე დასწრების მსურველი გაივლის სავალდებულო გასაუბრებას.

8. სხვა დეტალები.
8.1. სემინარის ღირებულებაში შედის:
8.1.1. გასამჟღავნებლად და დასაბეჭდათ საჭირო ქიმია და ფოტოქაღალდი.
8.1.2. გასვლითი თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობისათვის ტრანსპორტირების ხარჯები.
8.1.3. სტუდია-ოფისში ჩატარებული მეცადინეობების დროს 20 წუთიან შესვენებაზე ე.წ. Coffee-break-ი.
8.2. ფოტო-ტექნიკა, ფოტო-ფირები, რვეული და სხვა ნივთები სემინარის ღირებულებაში არ შედის.
8.3. ძირითადი სემინარის დასრულების შემდეგ, ის მოსწავლეები რომლებმაც წარმატებით გაიარეს სრული კურსი, მიიღებენ სემინარის მოსმენის დამადასტურებელ დიპლომს.
8.3.1. სემინარის ორგანიზატორი უფლებას იტოვებს არ გასცეს დიპლომი იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც გააცდინეს მეცადინეობები, ან ვერ აითვისეს სემინარის კურსის განმავლობაში მიწოდებული მასალა.
8.4. ფოტოკლუბი ბოკეს ახალდარეგისტრირებული წევრები (Newbie), რომლებიც წარმატებით გაივლიან სემინარის ძირითად კურსს და მიიღებენ დიპლომს, კლუბის კუთვნილ საიტზე http://www.boke.ge ავტომატურად მიიღებენ სტატუსს "დამწყები ფოტოგრაფი" (Amateur).
8.5. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში მისამართზე: ჭავჭავაძის I-ლი შესახვევი, II-კორპუსი, III სადარბააზო, პირველი სართული, ბინა N2 (მზიურის პარკთან, დუმბაძის სახლში, ბატონების გადაღმა მხარეს).
8.6. რეგისტრაციისათვის გთხოვთ დარეკოთ სამუშაო დღეებში 13:00-დან 16:00-მდე ნომერზე: (822) 29 25 78

_________________________________________
გადმოწერეთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნეთ დოკუმენტში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:

http://www.boke.ge/d/application.doc
________________________________________
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Closed TopicStart new topicStart Poll
keto
post Jun 25 2007, 12:28
#2 

Amateur+ Amateur+
4,157


ზემოთხსენებულ ჩემს მეგობარს, ანუ ელი ელისაშვილს ნებისმიერი დღე აწყობს საღამოს საათებში (ანუ არა მარტო ის დღეები, რომელიც ანკეტაში უწერია) DDDD.gif რომელი დღეების ჯგუფიც ადრე შეიკრიბება იმაში ჩაეწერება
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
Sopho Nadareishvili   ფოტო-სემინარი   May 25 2007, 12:56
Nina Minzoni   ხალხოოო, ჩაეწერეთ, ძალიან საინტერესო ...   May 25 2007, 17:52
Sopho Nadareishvili   განთავისუფლდა I და II ჯგუფები. აპლიკაცი...   May 30 2007, 23:36
keto   ჩემს მეგობარს უნდა ახლა დაწყება, აქ რე...   Jun 5 2007, 11:26
Guja   keto, არანაირი პრობლემა ქეტუშ   Jun 5 2007, 11:42
keto   ოკი, აბა მაშინ გამოგზავნის ანკეტას :)   Jun 5 2007, 11:45
devil   აუ მე ყველაფერს როგორ ვმაზავ, აქ მოხვე...   Jun 6 2007, 14:26
Guja   devil, ახლა იკრიბება ახალი ჯგუფი და გამოუ...   Jun 6 2007, 14:43
BEKO   ურაააა, დზალიან გამიხარდა, როგორც იქნ...   Jun 25 2007, 11:40
shom   BEKO, არა არ არის გვიანი, გამოაგზავნე :)   Jun 25 2007, 11:42
Sopho Nadareishvili   keto, გამოგზავნოს აპლიკაცია :)   Jun 25 2007, 13:00
keto   გამოგზავნილი აქვს უკვე. ივნისის დასა...   Jun 25 2007, 13:12
Tatia Narsia   და ეხლა გამოცდები რომ მაააქქქ???:(((((((( ნე ...   Jun 25 2007, 14:31
Guja   tatulia, არ იდარდო სექტემბრიდან შეუდგები ;)   Jun 28 2007, 09:21
Nina Minzoni   კიდევ მინდა სემინარებზე ;( ;( ;( სექტემბე...   Jun 28 2007, 22:34
Luichka   ვეწერები :D :tongue:   Jun 28 2007, 23:31
Sopho Nadareishvili   Nina Minzoni, Luichka, სიამოვნებით მიგიღებთ კიდევ ...   Jun 29 2007, 10:02
Nata   Sopho Nadareishvili ხო რაიყო?! .. ამათ ბაკალავრიატ...   Jun 29 2007, 12:00
Nina Minzoni   Nata, :lol: :lol: ჩაგეთვალა :) სექტემბერში მართლ...   Jun 29 2007, 12:31
Nina Minzoni   ისე ჩვენი დიპლომები როდის იქნება? :unsure: ...   Jun 29 2007, 12:44
Nata   ჯერ უდიპლომო სასიძ... კიარა და ფოტოგრა...   Jun 29 2007, 18:50
emanuel-kanti   მაინტერესებს როდის იწყება ახალი სემი...   Jul 1 2007, 13:06
Sopho Nadareishvili   emanuel-kanti, ეხლაც იქნება სემინარები და მერე...   Jul 2 2007, 10:35
Nina Minzoni   Sopho Nadareishvili, ნუ ჩადგები ჩვენს ცოდვაში, მოგ...   Jul 2 2007, 17:03
xatunia   აუ რა კარგიააა   Jul 11 2007, 22:50
Irakli Medoshvili   თუ ვინმეს ოდნავ მაინც შეგიღიტინათ სუ...   Jul 12 2007, 16:32
Kamikadze   Irakli Medoshvili, ეჰ მე კი ძაან მინდა მაგრამ.... :unsu...   Jul 12 2007, 16:33
Shota Megrelishvili   Kamikadze, რა გიშლის ხელს?   Jul 12 2007, 16:44
Kamikadze   Shota Megrelishvili, ფინანსური მდგომარეობა... ასე...   Jul 12 2007, 16:51
Shota Megrelishvili   Kamikadze, ეხლა თუ ჩაეწერები, სექტემბრამდე დ...   Jul 12 2007, 16:57
Kamikadze   Shota Megrelishvili, ეხლა როდის იწყება? და დაახლო...   Jul 12 2007, 16:59
Guja   გაცდენები არ მოსულა ხალხოოო   Aug 12 2007, 17:44
dathuna   ოხ მე ლომაიას და სკოლას და ანიცეტს რა ...   Aug 12 2007, 19:02
Guja   dathuna, ჰა ჰა, ან მინისტრი რაში გიშლის ხელს...   Aug 12 2007, 22:19
dathuna   Guja, იმაში რომ მაგ კურსებზე სიამოვნებით...   Aug 12 2007, 23:16
Guja   dathuna, მთEლი ზაფხული თბილისში ხარ და დრო ა...   Aug 12 2007, 23:28
dathuna   Guja, არა თბილისში არ ვარ ხვალ მივდივარ :( ...   Aug 12 2007, 23:36
Guja   dathuna, ვეკუას რაღას ერჩი, კაცი აკადემიკო...   Aug 12 2007, 23:49
dathuna   Guja, ადამიანს კი არა სკოლა როა მთაწმინდ...   Aug 12 2007, 23:53
Guja   dathuna, გგონია ვერ მივხვდი :) ეს შენ ვერ მიხ...   Aug 13 2007, 00:42
dathuna   Guja, :lol: :lol: :lol:   Aug 13 2007, 12:58
emoticon   სექტემბერში იქნება?   Aug 15 2007, 15:11
Guja   emoticon, აუცილებლად   Aug 16 2007, 01:09
Lasha Ghughunishvili   სექტემბერში როდის იწყებთ? მეც მინდა   Aug 16 2007, 09:48


Closed TopicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 2nd August 2025 - 20:55

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'