Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ფოტო-სემინარი
Photoclub Boke > ადმინისტრაციული ფორუმი > ფოტოკლუბი ბოკე > კლუბის გეგმები, პროექტები
Sopho Nadareishvili
მათ საყურადღებოდ ვისაც სურს სემინარებზე ჩაწერა, განთავისუფლდა კვირაში სამი დღე

III-ე ჯგუფი (დღის ჯგუფი):
სამშაბათი - ხუთშაბათი: 15:00 - 18:00; კვირა: ჯგუფთან შეთანხმებით 11:00 - 15:00
IV-ე ჯგუფი (საღამოს ჯგუფი):
სამშაბათი - ხუთშაბათი: 19:15 - 22:15; კვირა: ჯგუფთან შეთანხმებით 16:00 - 20:00


მსურველთა რაოდენობის და სურვილის მიხედვით დაკომპლექტდება ერთი ჯგუფი, დილის ან საღამოს საათებში.

მსურველები გაეცანით დელატებს

ფოტო-სემინარის დეტალები:

1. ზოგად-საბაზისო ფოტო-სემინარი განკუთვნილია:
1.1. მათთვის, ვისი ასაკიც აღემატება 14 წელს.
1.2. დამწყებ ფოტომოყვარულთათვის, რომელთაც არ გააჩნიათ ამ დარგის თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა.
1.3. ფოტომოყვარულთათვის, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება და სურთ ამ უკანასკნელის სისტემატიზირება.
1.4. მათთვის, ვინც აკმაყოფილებს პუნქტ 1.1-ს და ვისი ინტერესიც მდგომარეობს ფოტოგრაფიაში.

2. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება ჯგუფურად. შესაძლებელია ინდივიდუალური მეცადინეობებიც.
2.1. ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს არაუმეტეს 10 ადამიანისაგან.
2.2. ჯფუფების შედგენა შეძლებისდაგვარად მოხდება მონაწილეთა ცოდნის და გამოცდილების გათვალისწინებით.
2.3. ინდივიდუალური მეცადინეობები შედგება მოლაპარაკების საფუძველზე, კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.

3. ძირითადი ფოტო-სემინარის მეცადინეობების სრული კურსის ხანგრძლივობა არის 35 საათი.
3.1. მოცემული 35 საათიდან 30 საათი არის თეორიული, ხოლო 5 პრაქტიკული მეცადინეობის საათია.
3.1.1. სემინარის ძირითადი კურსის განმავლობაში თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 2 საათი.
3.2. დამატებით, მსურველს შესაძლებლობა ექნება დაესწროს 5 თემატურ მასტერ-კლასს (ჯამში 10 საათი).
3.2.1. ყოველი მასტერ-კლასის ხანგრძლივობაა 2 საათი მსურველს შესაძლებლობა ექნება დაესწროს მხოლოდ მისთვის საინტერესო მეცადინეობებს.
3.2.2. მასტერ-კლასებზე დასწრება შესაძლებელია დამატებითი ღირებულების გადახდის შემდეგ (იხილეთ პუნქტი 7.5).
3.2.3. ორ-საათიანი მასტერ-კლასები ჩატარდება შემდეგ თემებზე:
3.2.3.1. სტუდიური პორტრეტი
3.2.3.2. სიუჟეტი, ჟანრი
3.2.3.3. პეიზაჟი
3.2.3.4. ნატიურმორტი, მაკრო
3.2.3.5. სარეპორტაჟო ფოტოგრაფია

4. ფოტოსემინარის პროგრამა (35 საათი):
4.1. თეორიული მეცადინეობების თემები:
- ფოტოგრაფიის ისტორია - 1 საათი
- რა არის ფოტოგრაფია:
- ფოტოს დანიშნულება, ფოტოხელოვნება - 1 საათი
- აღქმის ფსიქოლოგიური ასპექტები - 2 საათი
- კამერები და ფოტოტექნიკა:
- კამერები - 1 საათი
- ექსპონომეტრები - 0.5 საათი
- საბეჭდი მოწყობილობა - 0.5 საათი
- ფირის დასამუშავებელი მოწყობილობები - 0.5 საათი
- ქიმია - 1 საათი
- ფოტომასალა (ფირები, ქაღალდები) - 0.5 საათი
- ექსპონომეტრია - 4 საათი
- განათება და ფერი - 4 საათი
- კომპოზიცია და კონსტრუქცია - 4 საათი
- ზოგადად (თეორიულ-პრაქტიკული):
- პორტრეტი 2 საათი
- პეიზაჟი 2 საათი
- ნატიურმორტი 2 საათი
- ჟანრი 2 საათი
- მაკრო 2 საათი

4.2. პრაქტიკული მეცადინეობების თემები:
- სტუდიური განათება და ექსპონომეტრია
- ფოტოფირის გამჟღავნება და ბეჭდვა

5. სწავლების გრაფიკი.
5.1. თეორიული კურსის გრაფიკი:
სწავლების გრაფიკის საბოლოო შეთანხმება მოხდება ჯგუფთან მოლაპარაკების საფუძველზე.
I-ლი ჯგუფი (დღის ჯგუფი):
ორშაბათი - ოთხშაბათი - შაბათი
15:00 - 18:00
II -ე ჯგუფი (საღამოს ჯგუფი):
ორშაბათი - ოთხშაბათი - შაბათი
19:15-22:15
III-ე ჯგუფი (დღის ჯგუფი):
სამშაბათი - ხუთშაბათი: 15:00 - 18:00; კვირა: ჯგუფთან შეთანხმებით 11:00 - 15:00
IV-ე ჯგუფი (საღამოს ჯგუფი):
სამშაბათი - ხუთშაბათი: 19:15 - 22:15; კვირა: ჯგუფთან შეთანხმებით 16:00 - 20:00

5.2. პრაქტიკული კურსის და მასტერ-კლასების გრაფიკი: - შაბათ-კვირას: ჯგუფთან შეთანხმებით 11:00 - 19:00

5.3. მასტერ-კლასების (სპეციალიზაციის 10 საათი) ჩატარება იგეგმება ძირითადი სემინარის პირველი კურსდამთავრებულების გამოშვების შემდეგ.

6. სემინარის ხელმძღვანელი.
6.1. ზოგადი კურსის ძირითადი ხელმძღვანელი იქნება ბატონი გუჯა.
6.2. ზოგადი კურსის რიგი თემების წამყვანი-ასისტენტები შეიძლება იყვნენ ფოტოკლუბი ბოკეს ადმინისტრაციის წევრები და მოწვეული სპეციალისტები.
6.3. მასტერ-კლასებს წაუძღვებიან მოწვეული სპეციალისტები (მათ შორის შეიძლება იყვნენ ფოტოკლუბი ბოკეს ოსტატები - ე.წ. "Master"-ები).

7. ფოტო-სემინარზე დასწრების ღირებულება.
7.1. სემინარზე დასწრების მსურველებთან ფორმდება კონტრაქტი;
7.1.1. სემინარზე დასწრების მსურველ სრულწლოვან პირსა და ფოტოკლუბ ბოკეს შორის ფორმდება საბაზისო კონტრაქრი, რომელიც მოიცავს სწავლების დეტალებს, ღირებულების გადახდის მექანიზმს და არეგულირებს რიგ სხვა საკითხებს;
7.1.2. კონტრაქტზე ხელის მოსაწერად, მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
7.1.3. თუ სემინარზე დასწრების მსურველი არ არის სრულწლოვანი, მაშინ კონტაქტი ფორმდება მის მშობელთან, ან მეურვე პირთან.
7.2. სემინარის ღირებულების გადახდა წარმოებს ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძველზე ბანკში შესაბამის ანგარიშზე სრული თანხის შეტანის საშუალებით.
7.3. გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.
7.4. ძირითადი კურსის (35 საათის) ღირებულება შეადგენს:
7.4.1. 350 ლარს ფოტოკლუბი ბოკეს იმ წევრისათვის, რომელიც დარეგისტრირდა 2007 წლის 1 აპრილის შემდეგ.
7.4.2. სპეციალური წინადადება: 300 ლარს ფოტოკლუბი ბოკეს იმ წევრისათვის, რომელიც დარეგისტრირდა 2007 წლის 1 აპრილამდე.
7.5. მასტერ-კლასებზე დასწრების ღირებულება.
7.5.1. მასტერ-კლასზე დასწრების ღირებულება მათთვის, ვინც გაიარა ძირითადი კურსი შეადგენს 20 ლარს.
7.5.2. მასტერ-კლასზე დასწრების ღირებულება მათთვის, ვისაც არ გაუვლია ძირითადი კურსი, შეადგენს 30 ლარს.
7.5.2.1. მოცემულ შემთხვევაში, მასტერ-კლასზე დასწრების მსურველი გაივლის სავალდებულო გასაუბრებას.

8. სხვა დეტალები.
8.1. სემინარის ღირებულებაში შედის:
8.1.1. გასამჟღავნებლად და დასაბეჭდათ საჭირო ქიმია და ფოტოქაღალდი.
8.1.2. გასვლითი თეორიულ-პრაქტიკული მეცადინეობისათვის ტრანსპორტირების ხარჯები.
8.1.3. სტუდია-ოფისში ჩატარებული მეცადინეობების დროს 20 წუთიან შესვენებაზე ე.წ. Coffee-break-ი.
8.2. ფოტო-ტექნიკა, ფოტო-ფირები, რვეული და სხვა ნივთები სემინარის ღირებულებაში არ შედის.
8.3. ძირითადი სემინარის დასრულების შემდეგ, ის მოსწავლეები რომლებმაც წარმატებით გაიარეს სრული კურსი, მიიღებენ სემინარის მოსმენის დამადასტურებელ დიპლომს.
8.3.1. სემინარის ორგანიზატორი უფლებას იტოვებს არ გასცეს დიპლომი იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც გააცდინეს მეცადინეობები, ან ვერ აითვისეს სემინარის კურსის განმავლობაში მიწოდებული მასალა.
8.4. ფოტოკლუბი ბოკეს ახალდარეგისტრირებული წევრები (Newbie), რომლებიც წარმატებით გაივლიან სემინარის ძირითად კურსს და მიიღებენ დიპლომს, კლუბის კუთვნილ საიტზე http://www.boke.ge ავტომატურად მიიღებენ სტატუსს "დამწყები ფოტოგრაფი" (Amateur).
8.5. სემინარის მეცადინეობები ჩატარდება "ბოკე"-ს სტუდია-ოფისში მისამართზე: ჭავჭავაძის I-ლი შესახვევი, II-კორპუსი, III სადარბააზო, პირველი სართული, ბინა N2 (მზიურის პარკთან, დუმბაძის სახლში, ბატონების გადაღმა მხარეს).
8.6. რეგისტრაციისათვის გთხოვთ დარეკოთ სამუშაო დღეებში 13:00-დან 16:00-მდე ნომერზე: (822) 29 25 78

_________________________________________
გადმოწერეთ სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნეთ დოკუმენტში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:

http://www.boke.ge/d/application.doc
________________________________________
Nina Minzoni
ხალხოოო, ჩაეწერეთ, ძალიან საინტერესო კურსებია smile.gif გირჩევთ სულით და გულით smile.gif
Sopho Nadareishvili
განთავისუფლდა I და II ჯგუფები. აპლიკაციების მიღება დაიწყება 4 ივნისიდან და ერთ კვირაში დაიწყება სემინარები.

I-ლი ჯგუფი (დღის ჯგუფი):
ორშაბათი - ოთხშაბათი - შაბათი
15:00 - 18:00
II -ე ჯგუფი (საღამოს ჯგუფი):
ორშაბათი - ოთხშაბათი - შაბათი
19:15-22:15

აპლიკაციები გამოგზავნეთ მისამართზე: contact@boke.ge
keto
ჩემს მეგობარს უნდა ახლა დაწყება, აქ რეგისტრირებული არაა, იმედია არაა პრობლემა ხო? DDDD.gif
Guja
keto,

არანაირი პრობლემა ქეტუშ
keto
ოკი, აბა მაშინ გამოგზავნის ანკეტას smile.gif
devil
აუ მე ყველაფერს როგორ ვმაზავ, აქ მოხვედრა კიდევ მოსულა?
Guja
devil,
ახლა იკრიბება ახალი ჯგუფი და გამოუშვი აპლიკაცია
BEKO
ურაააა, დზალიან გამიხარდა, როგორც იქნა ვიპოვე სად ვისწავლო bravo.gif

რომ გამოვგზავნო აპლიკაცია გვიანი ხომ არ არის? unsure.gif

shom
BEKO,
არა არ არის გვიანი, გამოაგზავნე smile.gif
keto
ზემოთხსენებულ ჩემს მეგობარს, ანუ ელი ელისაშვილს ნებისმიერი დღე აწყობს საღამოს საათებში (ანუ არა მარტო ის დღეები, რომელიც ანკეტაში უწერია) DDDD.gif რომელი დღეების ჯგუფიც ადრე შეიკრიბება იმაში ჩაეწერება
Sopho Nadareishvili
keto,
გამოგზავნოს აპლიკაცია smile.gif
keto
გამოგზავნილი აქვს უკვე. ივნისის დასაწყისში გამოუშვა. wick.gif
Tatia Narsia
და ეხლა გამოცდები რომ მაააქქქ???sad.gif((((((( ნე ვიზოტ მნე
Guja
tatulia,
არ იდარდო სექტემბრიდან შეუდგები wick.gif
Nina Minzoni
კიდევ მინდა სემინარებზე cry.gif cry.gif cry.gif
სექტემბერში ჩავეწერები DDDD.gif
Luichka
ვეწერები DDDD.gif tongue.gif
Sopho Nadareishvili
Nina Minzoni,
Luichka,
სიამოვნებით მიგიღებთ კიდევ ერთხელ DDDD.gif
ველოდები აპლიკაციებს lol.gif
Nata
Sopho Nadareishvili

ხო რაიყო?! .. ამათ ბაკალავრიატი დაამთავრეს. ახლა მაგისტრატურა უნდათ DDDD.gif
Nina Minzoni
Nata,
lol.gif lol.gif ჩაგეთვალა smile.gif სექტემბერში მართლა მოვალ კიდევ smile.gif არ მოგეშვებით აი ნახავთ DDDD.gif მაწონი ხომ გიყვართ ? თან ჯანმრთელობისთვისაც კარგიაო ამბობენ tongue.gif tongue.gif
Nina Minzoni
ისე ჩვენი დიპლომები როდის იქნება? unsure.gif თუ წარმატებულად ვერ გავიარეთ ? DDDD.gif
Nata
ჯერ უდიპლომო სასიძ... კიარა და ფოტოგრაფები ხართ! tongue.gif
emanuel-kanti
მაინტერესებს როდის იწყება ახალი სემინარი
რომელ თვეში.
სექტემბერში თუ იქნება დიდი სიამოვნებით ჩავეწერები
Sopho Nadareishvili
emanuel-kanti,
ეხლაც იქნება სემინარები და მერე სექტემბერშიც იქნება აუცილებლადsmile.gif


Nina Minzoni,
Nata,
აი ესე უდიპლომოდ უნდა დაგტოვოთ ყველა DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
მერე დედამთილებმა რომ დაგიწუნონ DDDD.gif DDDD.gif
Nina Minzoni
Sopho Nadareishvili,
ნუ ჩადგები ჩვენს ცოდვაში, მოგვეცი დიპლომი თორე დავუღუპედ lol.gif lol.gif lol.gif
xatunia
აუ რა კარგიააა
Irakli Medoshvili
თუ ვინმეს ოდნავ მაინც შეგიღიტინათ სურვილმა, გადალახეთ ყველა ფხუკუნა წინააღმდეგობა და გაიარეთ ეს სემინარები... გარდა იმისა, რომ გაიცნობთ არაჩვეულებრივ ადამიანებს და მეგობრებს შეიძენთ, ფოტოგრაფიაში ფასდაუდებელ სივრცეს აღმოაჩენთ, სადაც უნდა ილივლივოთ მერე... smile.gif
Kamikadze
Irakli Medoshvili,


ეჰ მე კი ძაან მინდა მაგრამ.... unsure.gif
Shota Megrelishvili
Kamikadze,
რა გიშლის ხელს?
Kamikadze
Shota Megrelishvili,


ფინანსური მდგომარეობა... ასევე მემგონი სექტემბრამდე არ დასრულდება მე კი აღარ ვიქნები სექტემბერში აქ
Shota Megrelishvili
Kamikadze,
ეხლა თუ ჩაეწერები, სექტემბრამდე დასრულდება smile.gif
Kamikadze
Shota Megrelishvili,


ეხლა როდის იწყება? და დაახლოებით როდემდეა?
Guja
გაცდენები არ მოსულა ხალხოოო
dathuna
ოხ მე ლომაიას და სკოლას და ანიცეტს რა ვუთხარი რააა...
Guja
dathuna,
ჰა ჰა, ან მინისტრი რაში გიშლის ხელს ან სკოლა?
dathuna
Guja,
იმაში რომ მაგ კურსებზე სიამოვნებით ვივლიდი მაგრამ დრო აღარ მრჩება სამწუხაროდ... მინისტრი იმაში მიშლის როომ შეამციროს გაკვეთილების დრო რო სხვა რამეებიც მოვასწროთ... აი ასე... სკოლაში სიარულს სიამოვნებით ვივლიდი მაგ სემინარებზე...
Guja
dathuna,
მთEლი ზაფხული თბილისში ხარ და დრო არ გაქ? DDDD.gif
სემინარები ახლაც მიმდინარეობს wick.gif

სკოლა არ გალანძღო არასდროს wick.gif

dathuna
Guja,
არა თბილისში არ ვარ ხვალ მივდივარ sad.gif

სკოლა? სკოლასაც გააჩნია smile.gif ვეკუა გასალანძღია ანიცეტი ჯერ არ ვიცი lol.gif
Guja
dathuna,
ვეკუას რაღას ერჩი, კაცი აკადემიკოსი იყო, უდიდესი მათEმატიკოსი, მისი სახელობის უზარმაზარი უნივერსიტეტია ეკატერინბურგში, რომელიც თვითონ დაარსა და მათEმატიკის ერთერთი მიმართულების სკოლა ჩამოაყალიბა კაცმა
ძალიან მაგარი იყო და მარტლა მაგარი.

რა აქ მაგ კაცს შენი მოუწონარი angry.gif
dathuna
Guja,
ადამიანს კი არა სკოლა როა მთაწმინდაზე ვეკუა იმაზე ვამბობ... ადამიანს რას უნდა ვერჩოდე ეგ თავში აზრადაც არ მომივა smile.gif
აი სკოლას ადრე არ ქონდა დასაწუნი არაფერი ეხა ყველაფერი lol.gif ოღონდ ეხა მოყოლა რო დავიწყო ვორნ გარანტირებული მაქვს lol.gif
Guja
dathuna,
გგონია ვერ მივხვდი smile.gif
ეს შენ ვერ მიხვდი wick.gif
dathuna
Guja,
lol.gif lol.gif lol.gif
emoticon
სექტემბერში იქნება?
Guja
emoticon,
აუცილებლად
Lasha Ghughunishvili
სექტემბერში როდის იწყებთ? მეც მინდა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.