გამარჯობათ ხალხო: დამწყებებო, პროფესიონალებო, გურუ(ლ)ებო... მოკლედ ყველას სალამი..)
ერთი თემა მაინტერესებს ძალიან და თუ ეს თემა უკვე განხილული იყო აქ ადრე, გთხოვთ მითხრათ. მგონია, რომ ეს ძაან მნიშვნელოვანი ამბავია.
ძალიან ხშირად დევს ბოკეზე დამუშავებული ფოტოები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. დადებული ფერები, შეცვლილი ფონები, ფოტომონტაჟები და უამრავი სხვა... მარა ხალხო, როგორ გგონიათ ეს ფოტოხელოვნებაა?? გთავაზობთ ჩემ მოკრძალებულ აზრს ჩემის აზრით, ნამდვილი ფოტო არის ისეთი რეალობის ასახვა, როგორიც ის არის. და არა შეფერადებული და გალამაზებული. იმიტომ რომ ეს ფოტოგრაფიაა და არა რამე სხვა... ჩემი აზრით, თუ ფოტო განიცდის სერიოზულ დამუშავებას (არ ვგულისხმობ კონტრასტს და ა. შ. ) ის ფოტონამუშევარი აღარ არის იმიტომ რომ აღარ ასახავს იმ რეალობას, რაც რეალურად არსებობს. ის უკვე ავტორის გემოვნების და ფანტაზიის ნაყოფია, რასაც ცოტა ფოტოშოპის ცოდნა და ცოტა გემოვნება უნდა. და მეტი არაფერი....
დარწმუნებული ვარ ბევრი სხვანაირად ფიქრობს, მარა ამიტომაა ეს ამბავი საინტერესო. ასე რომ გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი.... GO ON.....
ჩემთვის კი ყველაფერი გაცილებით მარტივია - გამოცდილებასთან, შესაბამისი უნარ-ჩვევების და ტექნიკის დახვეწასთან ერთად ფოტოში ფოტოშოპით ჩარევის საჭიროება კლებულობს ანუ, რაც უფრო მაღალია პროფესიონალიზმის დონე, მით ნაკლებია ფოტოში უხეში ჩარევის შემთხვევები. ამას კი დრო და მონდომება სჭირდება. მიუხედავად ზევითმოყვანილისა - კონტრასტის, ფერის კორექციის და მასკებით მუშაობა (ანუ, ფოტოს ნაწილის ჩამუქება/გაღიავება) ჩემთვის ალბათ ყოველთვის მისაღები დარჩება. ჩემი აზრით, ეს გზა ყველა დამწყებმა ფოტოგრაფმა უნდა გაიაროს და დროთაგანმავლობაში მინიმუმამდე დაიყვანოს ფოტოშოპის მოხმარება

აი ეს მომწოონს, ტყუილა კი არ შეგარქვეს მისტერ პრეზიდენტი