გამარჯობათ ხალხო: დამწყებებო, პროფესიონალებო, გურუ(ლ)ებო... მოკლედ ყველას სალამი..)
ერთი თემა მაინტერესებს ძალიან და თუ ეს თემა უკვე განხილული იყო აქ ადრე, გთხოვთ მითხრათ. მგონია, რომ ეს ძაან მნიშვნელოვანი ამბავია.
ძალიან ხშირად დევს ბოკეზე დამუშავებული ფოტოები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. დადებული ფერები, შეცვლილი ფონები, ფოტომონტაჟები და უამრავი სხვა... მარა ხალხო, როგორ გგონიათ ეს ფოტოხელოვნებაა?? გთავაზობთ ჩემ მოკრძალებულ აზრს ჩემის აზრით, ნამდვილი ფოტო არის ისეთი რეალობის ასახვა, როგორიც ის არის. და არა შეფერადებული და გალამაზებული. იმიტომ რომ ეს ფოტოგრაფიაა და არა რამე სხვა... ჩემი აზრით, თუ ფოტო განიცდის სერიოზულ დამუშავებას (არ ვგულისხმობ კონტრასტს და ა. შ. ) ის ფოტონამუშევარი აღარ არის იმიტომ რომ აღარ ასახავს იმ რეალობას, რაც რეალურად არსებობს. ის უკვე ავტორის გემოვნების და ფანტაზიის ნაყოფია, რასაც ცოტა ფოტოშოპის ცოდნა და ცოტა გემოვნება უნდა. და მეტი არაფერი....
დარწმუნებული ვარ ბევრი სხვანაირად ფიქრობს, მარა ამიტომაა ეს ამბავი საინტერესო. ასე რომ გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი.... GO ON.....
არ ვიცი რამდენად კორექტული და სწორი ვარ, მაგრამ ჩემი აზრით ნებისმიერი ადამიანი ყოველდღიურად აკეთებს თავის თავის მარკეტინგს... ფუთავს მას რაღაც რაღაც მახასიათებლებით და წარადგენს სხვებთან....
ფოტოს დამუშავებაც მარკეტინგული ელემენტია, რომლის შედეგადაც ხდება ფოტოგრაფის მიერ ნამუშევრის შელამაზება. რათა იგი აუდიტორიას (თავისი აზრით) საუკეთესო სახით შესთავაზოს...
და ვინ თქვა მერე რომ ეს ყველაფერი ცუდია? უკეთესის ქმნისკენ მისწრაფება უბრალოდ ბუნების მიერ ადამიანისათვის მინიჭებული თვისებაა და მგონი ყველანი ვემორჩილებით...
ჩემი აზრით თითოეული წევრი როდესაც სურათს ამუშავებს, ცდილობს რომ თავისი აზრი და განწყობა უკეთესად გამოხატოს, რითაც ის თავისი თავის მარკეტინგს აკეთებს... ამის შედეგად ხდება შემდგომ და შემდგომ მისი აღიარება... თორემ ფიროსმანი თავისი სიცოცხლის მანძილზე მედუქნე მხატვარი იყო და შემდეგ მოხდა მისი აღიარება....
ხოდა იმის შემდეგ რაც გაღიარებენ თანდათან აღარ ხდება საჭირო ხელოვნური დანამატები, რადგანაც შენ შენი ბრენდი შექმენი - უკვე გაღიარა საზოგადოებამ და შესაბამისად აღარცაა საჭირო რაიმე განსაკუთრებული ქმედებების ჩადენა...
სწორედ ამიტომ აღარ სჭირდებათ ფოტოგრაფებსა და მასტერებს ფოტოშოპი... ისინი სახალხოდ აღიარებულნი არიან, შესაბამისად აღიარებულნი არიან მათი ყველა ნამუშევარი...
P.S. ნუ ეს იყო ჩემი კუთხიდან დანახული საჭიროება ფოტოს დამუშავების....