გამარჯობათ ხალხო: დამწყებებო, პროფესიონალებო, გურუ(ლ)ებო... მოკლედ ყველას სალამი..)
ერთი თემა მაინტერესებს ძალიან და თუ ეს თემა უკვე განხილული იყო აქ ადრე, გთხოვთ მითხრათ. მგონია, რომ ეს ძაან მნიშვნელოვანი ამბავია.
ძალიან ხშირად დევს ბოკეზე დამუშავებული ფოტოები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. დადებული ფერები, შეცვლილი ფონები, ფოტომონტაჟები და უამრავი სხვა... მარა ხალხო, როგორ გგონიათ ეს ფოტოხელოვნებაა?? გთავაზობთ ჩემ მოკრძალებულ აზრს ჩემის აზრით, ნამდვილი ფოტო არის ისეთი რეალობის ასახვა, როგორიც ის არის. და არა შეფერადებული და გალამაზებული. იმიტომ რომ ეს ფოტოგრაფიაა და არა რამე სხვა... ჩემი აზრით, თუ ფოტო განიცდის სერიოზულ დამუშავებას (არ ვგულისხმობ კონტრასტს და ა. შ. ) ის ფოტონამუშევარი აღარ არის იმიტომ რომ აღარ ასახავს იმ რეალობას, რაც რეალურად არსებობს. ის უკვე ავტორის გემოვნების და ფანტაზიის ნაყოფია, რასაც ცოტა ფოტოშოპის ცოდნა და ცოტა გემოვნება უნდა. და მეტი არაფერი....
დარწმუნებული ვარ ბევრი სხვანაირად ფიქრობს, მარა ამიტომაა ეს ამბავი საინტერესო. ასე რომ გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი.... GO ON.....
მე ვთვლი რომ, ჟანრს გააჩნია. რეპორტაჟს არ ჭირდება დამუშავება, თუ მანდამაინც კროპი შეიძლება. პეიზაჟი და პორტრეტი კი განსხვავებული ჟანრებია და უხდება დამუშავება მეტი ესთეტიკისთვის და ამ ხერხს პროფესიონალებიც მიმართავენ. მითუმეტეს ციფრულ ფოტოგრაფიაში. პირადათ მე ვცდილობ გადავიღო ის რაც არის და ზუსტად ისე როგორც არის, იმიტომ კიარა რომ დადგმული ან დამუშავებული ფოტო არ მომწონს, უბრალოდ იმიტომ , რომ ნამდვილს ვანიჭებ უპირატესობას.