BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

[ ] · ·

> სხვადასხვა Settings მონიტორებზე..., Brightness/Contrast/Temperature ....

| |
N67
post Dec 1 2006, 15:08
#1 

Amateur Amateur
2,298


ვფიქრობდი რომ ეს თემა დამედო "ითხოვე დახმარება კლუბისგან"-ზე მაგრამ ბოლოს მაინც აქ ვარჩიე, რადგან დახმარების, ანუ ამ სირთულეში გარკვევის თხოვნის გარდა, ასევე ყველას აზრიც მაინტერესებს ამაზე.

არ ვიცი, რამდენად გქონიათ შეხება ამასთან და რამდენად შეუწუხებიხართ.
ალბათ იცით, რომ ყველა მონიტორს აქვს გამოსახულების რეგულირების საკუთარი ფუნქციები: პირველ რიგში განათების და კონტრასტისა, და ასევე ფერთა ბალანსის და ტემპერატურის.
ცოტა შორს თუ წავალთ, ვნახავთ, რომ ყველა თანამედროვე ვიდეოკარტის დრაივერსაც აქვს იგივე ფუნქციები (ანუ ზემოთ ჩამოთვლილი იგივე სარეგულირებლები, ოღონდ პროგრამულად) და დამატებით შეუძლია ალბათ ყველასთვის ასე კარგად ნაცნობი Curves, ანუ ფერთა მრუდების რეგულირება.

ალბათ ხვდებით, რამხელა ალბათობაა იმისა, რომ თუნდაც ერთი და იგივე ფირმის ვიდეოკარტაზე მიერთებულმა ერთი და იმავე ფირმის ორმა მონიტორმა სხვადასხვანაირი გამოსახულება მოგვცეს.

მოვეშვები ახლა ამდენ თეორიებს და უბრალოდ ვიტყვი, რაში იჩენს თავს ეს ყველაფერი - როგორია როცა ერთ კომპიუტერზე დამუშავებულ სურათს სხვაგან წაიღებ და ამდენ ნაწველებ სურათს ვეღარ ცნობ და გიკვირს - გახმა ეს ოხერი თუ რა მოუვიდა smile.gif))
არა, ეს ცოტა გაზვიადებულია, ვერ ცნობ ნაკლებად, მაგრამ აშკარად როცა ხედავ რომ არაა ის რაც გინდოდა, უკვე ცუდია და არ იცი რა ქნა - სურათის დამუშავებისას შედეგს იმ მონიტორზე გამოტანილი გამოსახულების მიხედვით ვიგებთ, რომელთანაც ვმუშაობთ და არ ვიცით რა იქნება სხვა მონიტორზე.

რა თქმა უნდა, როგორც ვიდეოკარტებს, ასევე მონიტორებს გააჩნიათ თავიანთი ქარხნული სტანდარტები (დავაჭერთ Load Defaults, Reset ets...) მაგრამ მთელი უბედურება იმაშია რომ ეს სტანდარტები მთლად ბოლომდე არ ემთხვევიან ერთმანეთს; მართალია, ეს განსხვავება მთლად დიდი არაა მაგრამ მერე საქმეში უკვე მომხმარებელი ერევა, როცა ცდილობს, თავის გემოზე მოიწყოს დისპლეი...

შეიძლება რაზეც ამდენი მოვყევი, ძალიან ნიუანსური პრობლემაა, მაგრამ ფაქტია რომ არსებობს და ზოგჯერ, მეტნაკლებად, სირთულეებს ქმნის.


მე ეს მაინტერესებს - თუ არსებობს რამე საშუალება იმისა, რომ ყველა ეს Settings-ი ბუნებრივს დავუახლოვოთ? ანუ რის მიხედვით შეიძლება გავიგოთ, რამდენად ბუნებრივად გვაძლევს ვიდეოკარტა და, საბოლოო ჯამში, მონიტორი გამოსაულებას?

დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ ბოლომდე წაიკითხეთ. არ მეგონა ამდენი თუ გამომივიდოდა და ვერც ვამოკლებ, პირიქით, იმის შეგრძნება მაქვს რომ რაღაც მთლად კარგად ვერ ვთქვი... გამიხარდება თქვენ თუ გაიგებთ...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topicStart Poll
e.k.a.t.e.r.i.n.a
post Dec 1 2006, 16:07
#2 
Unregistered





be_qa,
blink.gif
ეგ როგორ?
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·

Posts in this topic
N67   სხვადასხვა Settings მონიტორებზე...   Dec 1 2006, 15:08
Tarkhan Gasviani   აუ ეხლა ვაპირებდი ამის დაწერას იმიტო...   Dec 1 2006, 15:09
e.k.a.t.e.r.i.n.a   ნაცნობი პრობლემაა მე მაგის გადაჭრის ...   Dec 1 2006, 15:24
Magdu   ადობე გამმა ლოადერი, მოყვება ფოტოშოპ...   Dec 1 2006, 15:27
N67   e.k.a.t.e.r.i.n.a, მესმის, მაგრამ ცუდია თუ მარტო ე...   Dec 1 2006, 15:32
e.k.a.t.e.r.i.n.a   Magdu, ლინკი რა პლზ   Dec 1 2006, 15:32
e.k.a.t.e.r.i.n.a   N67, არც ემთხვევა :D შედარებით გავს პროფო...   Dec 1 2006, 15:33
N67   e.k.a.t.e.r.i.n.a, პროფოტოზე ნამდვილად დაგეთანხ...   Dec 1 2006, 15:40
Barry   ჩემები, ზაზასთან ყოველთვის ბნელი ჩან...   Dec 1 2006, 15:42
be_qa   მსგავს პრობლემას არ შევუწუხებივარ ჯე...   Dec 1 2006, 16:00
e.k.a.t.e.r.i.n.a   be_qa, :blink: ეგ როგორ?   Dec 1 2006, 16:07
be_qa   e.k.a.t.e.r.i.n.a, რავი :gavcitldi: ჰო მეთვითონაც ვბეჭდ...   Dec 1 2006, 16:12
chaba   მე პროფოტოში არ მქონია ასეთი პრობლემ...   Dec 1 2006, 16:43
Elva   ფოტოსამყაროში მუქები დამიბეჭდეს   Dec 20 2006, 12:48


Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 18th June 2025 - 14:41

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'