Help - Search - Member List - Calendar
Full Version: სხვადასხვა Settings მონიტორებზე...
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო
N67
ვფიქრობდი რომ ეს თემა დამედო "ითხოვე დახმარება კლუბისგან"-ზე მაგრამ ბოლოს მაინც აქ ვარჩიე, რადგან დახმარების, ანუ ამ სირთულეში გარკვევის თხოვნის გარდა, ასევე ყველას აზრიც მაინტერესებს ამაზე.

არ ვიცი, რამდენად გქონიათ შეხება ამასთან და რამდენად შეუწუხებიხართ.
ალბათ იცით, რომ ყველა მონიტორს აქვს გამოსახულების რეგულირების საკუთარი ფუნქციები: პირველ რიგში განათების და კონტრასტისა, და ასევე ფერთა ბალანსის და ტემპერატურის.
ცოტა შორს თუ წავალთ, ვნახავთ, რომ ყველა თანამედროვე ვიდეოკარტის დრაივერსაც აქვს იგივე ფუნქციები (ანუ ზემოთ ჩამოთვლილი იგივე სარეგულირებლები, ოღონდ პროგრამულად) და დამატებით შეუძლია ალბათ ყველასთვის ასე კარგად ნაცნობი Curves, ანუ ფერთა მრუდების რეგულირება.

ალბათ ხვდებით, რამხელა ალბათობაა იმისა, რომ თუნდაც ერთი და იგივე ფირმის ვიდეოკარტაზე მიერთებულმა ერთი და იმავე ფირმის ორმა მონიტორმა სხვადასხვანაირი გამოსახულება მოგვცეს.

მოვეშვები ახლა ამდენ თეორიებს და უბრალოდ ვიტყვი, რაში იჩენს თავს ეს ყველაფერი - როგორია როცა ერთ კომპიუტერზე დამუშავებულ სურათს სხვაგან წაიღებ და ამდენ ნაწველებ სურათს ვეღარ ცნობ და გიკვირს - გახმა ეს ოხერი თუ რა მოუვიდა smile.gif))
არა, ეს ცოტა გაზვიადებულია, ვერ ცნობ ნაკლებად, მაგრამ აშკარად როცა ხედავ რომ არაა ის რაც გინდოდა, უკვე ცუდია და არ იცი რა ქნა - სურათის დამუშავებისას შედეგს იმ მონიტორზე გამოტანილი გამოსახულების მიხედვით ვიგებთ, რომელთანაც ვმუშაობთ და არ ვიცით რა იქნება სხვა მონიტორზე.

რა თქმა უნდა, როგორც ვიდეოკარტებს, ასევე მონიტორებს გააჩნიათ თავიანთი ქარხნული სტანდარტები (დავაჭერთ Load Defaults, Reset ets...) მაგრამ მთელი უბედურება იმაშია რომ ეს სტანდარტები მთლად ბოლომდე არ ემთხვევიან ერთმანეთს; მართალია, ეს განსხვავება მთლად დიდი არაა მაგრამ მერე საქმეში უკვე მომხმარებელი ერევა, როცა ცდილობს, თავის გემოზე მოიწყოს დისპლეი...

შეიძლება რაზეც ამდენი მოვყევი, ძალიან ნიუანსური პრობლემაა, მაგრამ ფაქტია რომ არსებობს და ზოგჯერ, მეტნაკლებად, სირთულეებს ქმნის.


მე ეს მაინტერესებს - თუ არსებობს რამე საშუალება იმისა, რომ ყველა ეს Settings-ი ბუნებრივს დავუახლოვოთ? ანუ რის მიხედვით შეიძლება გავიგოთ, რამდენად ბუნებრივად გვაძლევს ვიდეოკარტა და, საბოლოო ჯამში, მონიტორი გამოსაულებას?

დიდი მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ ბოლომდე წაიკითხეთ. არ მეგონა ამდენი თუ გამომივიდოდა და ვერც ვამოკლებ, პირიქით, იმის შეგრძნება მაქვს რომ რაღაც მთლად კარგად ვერ ვთქვი... გამიხარდება თქვენ თუ გაიგებთ...
Tarkhan Gasviani
აუ ეხლა ვაპირებდი ამის დაწერას იმიტომ რომ მონიტორზე აუწიე რაღაცა აკლდა smile.gif
e.k.a.t.e.r.i.n.a
ნაცნობი პრობლემაა

მე მაგის გადაჭრის ყველაზე რეალური გზა ასე მოვძებნე:

ვბეჭდავ იქ, სადაც მოინტორი მაქსიმალურად გავს ჩემსას, რომელზეც ვამუშავებ

მაგალითად რუსთაველის კონიკის მონიტორის კონტრასტები და განათება კატეგორიულად არ ემთხვევა ჩემსას, მაგრამ მათი საბეჭდი მოწყობილობა როგორც ვხვდები ზუსტად მონიტორის შესაბამისად ბეჭდავს,
ამიტომ ჩემი დამუშავებული სურათის იქ დაბეჭდვას ფაქტიურად არანაირი აზრი არა აქვს.
თუ ხელუხლებლად დაბეჭდეს, საშინლად მუქი გამოდის
და თუ გამიღიავეს, მაშინ საერთოდ სხვა რაღაც გამოდის, curve-ბი ად ლეველები საერთოდ ირევა unsure.gif
Magdu
ადობე გამმა ლოადერი, მოყვება ფოტოშოპს და იქ შეგიძლია ნორმალურად (იდეალურად არა) მოახდინოთ მონიტორის დაკალიბრება.
N67
e.k.a.t.e.r.i.n.a, მესმის, მაგრამ ცუდია თუ მარტო ეგ არის რეალური გზა - ვთქვათ და არ დამთხვეოდა ანდა ერთ მზიან დღესაც გადააყენეს Windows... მერე საქმე ალალბედზე სამარჩიელოდ გახდება...

შეიძლება რომ მონიტორზე გამოსახულება რამე ორიგინალ ნაბეჭდს შეადარო მაგრამ მოდი და გაიგე იმ ნაბეჭდმა რა ფილტრი გაიარა სანამ დაიბეჭდებოდა...
მოკლედ შეკრული წრეა თუ არ გვიშველა ვინმემ...
smile.gif))
e.k.a.t.e.r.i.n.a
Magdu,
ლინკი რა პლზ
e.k.a.t.e.r.i.n.a
N67,
არც ემთხვევა DDDD.gif
შედარებით გავს პროფოტოში და დეგაპრინტში დაბეჭდილები იმას რაც მინდოდა
თუ რა თქმა უნდა გაითვალისწინეს და არ დამიკადრირეს და მიმიფერადეს თვითნებურად DDDD.gif
N67
e.k.a.t.e.r.i.n.a,
პროფოტოზე ნამდვილად დაგეთანხმაბი... თუ უთხარი რომ ხელები სხვაგან, ოღონდ შენს სურათზე არ მოიქავონ, მაშინ მართლა ნორმალურადაა smile.gif)))))))
Barry
ჩემები, ზაზასთან ყოველთვის ბნელი ჩანს ხოლმე/
be_qa
მსგავს პრობლემას არ შევუწუხებივარ ჯერ, სადაც ვბეჭდავ იქვე ვამუშავებ ჩემ ფოტოებს მეთვითონვე smile.gif
e.k.a.t.e.r.i.n.a
be_qa,
blink.gif
ეგ როგორ?
be_qa
e.k.a.t.e.r.i.n.a,
რავი gavcitldi2.gif ჰო მეთვითონაც ვბეჭდავ ხოლმე კიდე ჩემებს gavcitldi2.gif რავიცი ადრინდელი გამოცდილება გამომყვა რა angel.gif
chaba
მე პროფოტოში არ მქონია ასეთი პრობლემა. მონიტორიც, ფოტოშოპიც და ყველაფერი მაქვს AdobeRGB-ში. დასაბეჭდადაც რომ მიაქვს იქ ვეუბნები რომ adobeRGB გამოიყენონ და ისე ასეივებენ. რადგან მათი პრინტერი (და საბეჭდი მოწყობილობა) ალბათ პროფესიონალურად არის დაკალიბრებული შესაბამისად შედეგი ისეთივეა როგორიც მე ვხედავ მონიტორზე. თუმცა მე პრინტერზე არ დამიბეჭდია და არ დამიკალიბრებია, შესაბამისად ამაზე ვერაფერს ვიტყვი.
Elva
ფოტოსამყაროში მუქები დამიბეჭდეს
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.