გამარჯობათ ხალხო: დამწყებებო, პროფესიონალებო, გურუ(ლ)ებო... მოკლედ ყველას სალამი..)
ერთი თემა მაინტერესებს ძალიან და თუ ეს თემა უკვე განხილული იყო აქ ადრე, გთხოვთ მითხრათ. მგონია, რომ ეს ძაან მნიშვნელოვანი ამბავია.
ძალიან ხშირად დევს ბოკეზე დამუშავებული ფოტოები, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. დადებული ფერები, შეცვლილი ფონები, ფოტომონტაჟები და უამრავი სხვა... მარა ხალხო, როგორ გგონიათ ეს ფოტოხელოვნებაა?? გთავაზობთ ჩემ მოკრძალებულ აზრს ჩემის აზრით, ნამდვილი ფოტო არის ისეთი რეალობის ასახვა, როგორიც ის არის. და არა შეფერადებული და გალამაზებული. იმიტომ რომ ეს ფოტოგრაფიაა და არა რამე სხვა... ჩემი აზრით, თუ ფოტო განიცდის სერიოზულ დამუშავებას (არ ვგულისხმობ კონტრასტს და ა. შ. ) ის ფოტონამუშევარი აღარ არის იმიტომ რომ აღარ ასახავს იმ რეალობას, რაც რეალურად არსებობს. ის უკვე ავტორის გემოვნების და ფანტაზიის ნაყოფია, რასაც ცოტა ფოტოშოპის ცოდნა და ცოტა გემოვნება უნდა. და მეტი არაფერი....
დარწმუნებული ვარ ბევრი სხვანაირად ფიქრობს, მარა ამიტომაა ეს ამბავი საინტერესო. ასე რომ გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი.... GO ON.....
საინტერესო დისკუსიაა! იცით რა გამახსენდა?.. "არაჩვეულებრივი გამოფენა" გახსოვთ ყველას და ბევრს ძალიან გიყვართ, ხომ ასეა? ჰოდა გამიგებთ... აი ეს ფრაზა: "- მაინც არაა ეს ჩემი სიდედრი!"
აქაც ესეა. თუ პური უნდა მოიპოვო, მაშინ ის რეალობა უნდა ასახო რომელსაც შენგან ითხოვენ და ისე, როგორც ითხოვენ. თუ სული გინდა გაახარო, მაშინ რაც შენშია ის უნდა ასახო და ისე როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ. ხოლო თუ ორივეს ერთდროულად ახერხებ, მაშინ ან ხელოსანი ხარ, ან მაესტრო. და აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა რა გიჭირავს ამ დროს ხელში - ფუნჯი, საჭრეთელი, ფოტოკამერა, თუ "თაგუნია"...
თქვენ კიდევ "დამუშავება-არდამუშავებაზე" კამათობთ.
არ იყენებდე შენი მიზნისათვის თანამედროვე შესაძლებლობათა მთელ სპექტრს ხელმისაწვდომობის ფარგლებში, თუკი ეს მოგეხმარებოდა შენი იდეის რეალიზაციაში, ჩემი აზრით უკულტურობაა. მე არ ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, როდესაც ასეთი უგულებელყოფა სწორედ მიზნის შემადგენელი ნაწილია.