IPB WARNING [2] preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead (Line: 781 of /sources/lib/post_parser.php)
Photoclub Boke -> პროგრამები ქართულად
ჩვენ ვართ მოხალისეთა არაკომერციული გაერთიანება. ჩვენი ძირითადი მიზანია თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქართული ენის სრულფასოვანი დანერგვა და ღია კოდების პრაგრამული უზრუნველყოფის თარგმნა. ჩვენ გაქართულების 20-წლიანი გამოცდილება გვაქვს.
გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ პროგრამების გაქართულებაში, ახალი პროგრამებისა და ტერმინოლოგიის შექმნასა და შემუშავებაში.
შეგიძლიათ ჩაერთოთ არსებულ პროექტებში, შემოგვთავაზოთ, განათავსოთ და გაუძღვეთ საკუთარ პროექტებს.
ყველა პროგრამა და კომპონენტი უფასოა და არ მოითხოვს არავითარ ლიცენზიას, ყველა პროექტი ღიაა და ყველა პროგრამა იწერება მოხალისეების მიერ.
შეიძლება სფერო დავყო ორ ნაწილად:
პირველი: 2 ძირითადი სამუშაო გარემო რომელიც განკუთვნილია ცალკე ოპერაციული სისტემის, ნუ, ალბათ გაგიგიათ "ლინუქსი" (აი გუჯას რომ აქვს აი ის). ამ გარემოებს აქვს თავისი პროგრამები რომლებიც პრინციპში ნათარგმნია, მაგრამ გრაფიკულ პროგრამებში ძირითადი ნაწილი როგორც "დაუზუსტებელი", "fuzzy" არის.
მეორე: ცალკეული გრაფიკული პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა სისტემებისათვის. მაგალითად GIMP: http://www.gimp.org
პროგრამებში გვხვდება ძალიან ბევრი გრაფიკული ტერმინი, რომლებიც კარგ განხილვას/გადახედვას საჭიროებენ.
Aperture, Focal, Exposure, Flash, Median, Thumbnail, Gamut, Solarize, Sheartool, Curves, Blur, Emboss... ათასობით რამე შეიძლება იყოს
Photo_amateur, ჰო, აი ჩვენი გუნდიც რომ მაგაზე "გაიჭედა" მერე გადავწყვიტე საქმესთან ახლო ხალხს გავესაუბრები მეთქი
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რამ. საბოლოო ჯამში ტერმინები ფართო მასშტაბში გავრცელდება და დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ტერმინები დამკვიდრდება ნამდვილად და ამ ენაზე ისაუბრებს 5-6 წლის შემდეგ ახალგაზრდობა. თითქოს არაფერი გავლენა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რეალურად ასეა პირადი გამოცდილებიდან. დიდ საქმეს ვაკეთებთ.
შევეცდები სპეციალურად ამისთვის მოვაწყო პრეზენტაცია/შეხვედრა სადმე სპეციალურად ბოკელებისთვის და ამ ტერმინებისთვის. + პროგრამბსაც განახებთ, ბევრი ძალიან საინტერესო რამ არსებობს