BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor

· · [ ]

> Lumix G1, Micro Four Thirds ფორმატის პირველი კამერა

| |
Magdu
post Sep 12 2008, 16:19
#1 
Club Founder

Administration Administration
4,838


არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კომპანიებმა Panasonic და Olympus წარმოადგინეს სტანდარტ Four Thirds მოდიფიკაცია, რომელსაც დაერქვა Micro Four Thirds. აღნიშნული ფორმატი შეიცავს კომპაქტური ციფრული კამერების და DSLR-აპარატების ძირითად დადებით მხარეებს. მათ გააჩნიათ პატარა ზომები და ობიექტივების შეცვლის შესაძლებლობა.

ამჟამად კი განხორციელდა ოფიციალური მსოფლიოში პირველი ასეთი აპარატის Panasonic LUMIX DMC-G1 პრეზენტაცია






აღნიშნული სიახლეს ექნება სამი ფერის კორპუსი, მისი გაბარიტებია 83,6 х 124 х 45,2 მმ და იწონის 385 გ.
ასეთი გაბარიტები მირწეულ იქნა კონსტრუქციიდან სარკეების ბლოკის და ოპტიკური ვიზირის მოშორებით (ოპტიკური ვიზირი შეცვლილია ელექტრონულით – Live View Finder), აღნიშნულის გამო კი შესაძლებელი გახდა ობიექტივიდან სენსორამდე მანძილის 50% შემცირება (40 მმ–იდან 20 მმ–მდე).







რაც შეეხება სხვა ტექნიკურ მაჩვენებლებს:

* გამოსახულების დამუშავების პროცესორი Venus Engine HD;
* სესორი Live MOS Sensor ეფექტური გარჩევადობით 12,1 მეგაფიქსელი (ფორმ ფაქტორი 17,3 x 13,0 მმ);
* მგრძნობელობა 100 - 3200 ISO;
* მატრიცის მტვრისგან გაწმენდის სისტემა Supersonic Wave Filter Dust Reduction System;
* გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა MEGA O.I.S.;
* კომპლექტში მოყვება ობიექტივი LUMIX G VARIO 14-45mm/F3.5-5.6 ASPH/MEGA O.I.S.;
* ფოტოსურათის გამქსიმალური ზომებია 4000 x 3000 პიქსელი – ფორმატში 4:3, 4000 x 2672 პიქსელი ფორმატში 3:2 და 4000 x 2248 პიქსელი ფორმატში 16:9 (აქვს JPEG და RAW ფორმატები);
* სიუჟეტური პროგრამები SCN (Sunset/Party/Baby 1/ Baby 2/Pet), Portrait Mode (Normal/Soft Skin/Outdoor/Indoor/Creative), Scenery Mode (Normal/Nature/Architecture/Creative), Sports Mode (Normal/Outdoor/Indoor/Creative) და Night Portrait (Night Portrait/Night Scenery/Illuminations/Creative);
* თეთრის ბალანსის გასწორება – Auto/Daylight/Cloudy/Shade/Halogen/Flash/White Set 1/White Set 2/Color Temperature Setting;
* ხელით გამოსაწევი მაშუქი GN11 (ISO 100 მ), ასევე შესაძლებლობა FL360, FL500 და FL220 გარე მაშუქების გამოყენების;
* მოძრავი 3-დიუმიანი TFT-ეკრანი გარჩევადობით 460000 პიქსელი;
* თავსებადია SD და SDHC ტიპის მეხსიერების ბარათებთან;
* გააჩნია USB 2.0 High Speed, HDMI 1.3b და Composite (NTSC/PAL) ინტერფეისები;
* პირდაპირი ბეჭდვის ტექნოლოგიის PictBridge–ის მხარდაჭერა;
* ლითიუმ–იონური აკუმულატორი 1250 мАч.



ასევე აღსანიშნავია რომ Panasonic LUMIX DMC-G1 გააჩნია 23 ენოვანი მენიუ, და კომპლექტში მოყვება ისეთი პროგრამები, როგორიცაა PHOTOfunSTUDIO Viewer 2.1 E და SILKYPIX Developer Studio 3.0 SE.



ახალი კამერის ანონსის გარდა, მწარმოებელმა გამოცხადა LUMIX G VARIO 14-45mm/F3.5-5.6 ASPH/MEGA O.I.S. და LUMIX G VARIO 45-200mm/F4.0-5.6/MEGA O.I.S. ობიექტივების, DMW-FL220 გარე მაშუქის, DMW-LPL52 PL-ფილტრის, DMW-MA1 ადაპტერის, DMW-BLB13 ელემენტების გლოკის, DMW-DCC3 DC-კაბელის , DMW-CG1 და DMW-BAG1 რბილი ჩანთების,DMW-SSTG1-A/C/R, DMW-SSTG2-W და DMW-SSTG3-T მხარის ხონრების გამოშვების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 4/3 სტანდარტის ობიექტივები თავსებადი იქნება ახალ კამერესთან სპეციალური ადაპტერის საშუალებით.



ზ/აღნიშნული საქონლის ფასები გამოცხადდება ოქტომბრისთვის

ავტორი: Руслан Цап
წყარო: http://www.3dnews.ru/


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
 
Reply to this topicStart new topic
(1 - 19)
Nika Pkhakadze
post Sep 12 2008, 21:47
#2 

Photographer Photographer
8,492


მატრიცა ალბათ სარკული ოლიმპუსები რომაა იმის აქვს 13X18 თუ რაღაცა...
და "ზატვორი" როგორი აქვს და სად აქვს?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Sep 13 2008, 03:46
#3 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


ქენონის მილნიცას გავს
რა უბედურად ჭირდებოდათ ეს
ლინზები ეღირება აპარატის ფასი ალბათ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
HocusPocus
post Sep 14 2008, 21:47
#4 

Amateur Amateur
1,440


Panasonic FZ-18-ით ვიღებ და კმაყოფილი ვარ smile.gif

ჩემი ამბავი რომ ვიცი M42-ზე გადავიყვან ამასაც lol.gif


10X ავტორს : )

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
HocusPocus
post Sep 14 2008, 21:59
#5 

Amateur Amateur
1,440


Nika Pkhakadze

17.3 X 13 (225 კვადრატული სმ)

მაგრამ აქ ცოტა სხვნაირად არის smile.gif

ლინზაზე 14mm რომ უწრია .... Asphericals-ს ეგ არის Full Frame-ის ექვივალენტი 14mm da 77 გრადუსი აქვს ხედვის კუთხე....

ასე რომ ოჯახში კარგი ვეშია.... ოჯახს გარეთაც..... :P
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Magdu
post Oct 20 2008, 15:20
#6 
Club Founder

Administration Administration
4,838


დღეს ოფიციალურად გამოცხადდა რეკომენდირებული ფასი აღნიშნული აპარეტებისთვის, რაც შეადგენს 800$. აპარატები გაყიდვაში იქნება ნოემბრის შუა რიცხვებიდან.

ტელეობიექტივის Lumix G VARIO 45-200m/F4.0-5.6/MEGA O.I.S. ფასი კი იქნება 350$
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dave
post Oct 20 2008, 17:41
#7 

Amateur+ Amateur+
1,182


800$-ად ნორმალური SLR-ის ყიდვა შეიძლება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
iverski
post Dec 7 2008, 21:44
#8 

Validating
33


ბოლო-ბოლო, დიდი ძებნისა და დავიდარების მერე, რჩევებისა და მკითხაობის, ფორუმებში ძრომიალისა და ტესტების კითხვის... ვიყიდე ეს აპარატი და თუ ვინმე ქრისტიანი ხართ გამომეხმაურეთ და შემაგულიანეთ, თორემ მეძვირება და თან მევასება smile.gif

ვნახოთ თუ გაამართლებს იმედებს... ჯერ ხელში ვატიალებ smile.gif

700 ევრო თავისი აქსესუარებით და ჩათიანად, ნუ 1 გბ კარტაც მომაყოლეს თან...


ჰა, რას იტყვით, მივქარე? ლეიკაა ბოლო ბოლო...

პს. პირველი პოსტია, თუმცა ხშირად ვიხედები აქეთ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
HocusPocus
post Dec 7 2008, 21:49
#9 

Amateur Amateur
1,440


iverski


Canon 450D-ეს ბევრად მეტი გარჩევადობა აქვს კიტ ლინზაზე!!!

2009 წელში კარგ ოპტიკას გვპირდება ლეიკა/პანასონიკი და ვნახოთ რა გამოვა...
ეხლა რა ობიეტქვიებიც არის micro 3/4-ზე ძალიან სუსტია smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika Pkhakadze
post Dec 7 2008, 22:01
#10 

Photographer Photographer
8,492


iverski,
აპარატიშენ გაქ და ჩევნე გვეკითხები? lol.gif გადაიღე და სანამ კმაყოფილი იქნები არ დაუჯერო რომ გითხრან ცუდიაო smile.gif

და ცუდი რატო უნდა იყოს ვერ ვხდები... მატრიცა საკმაოდ სოლიდური ზომისაა, იდეაში თუ იგივენაირი ოპტიკა აქვს რაც ოლიმპუსის სარკულებს რაც მე რატომღაც ეგრე მგონია არაფრით ნაკლები არ უნდა იყოს მაგ სარკულ ოლიმპუსებზე...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
iverski
post Dec 7 2008, 22:40
#11 

Validating
33


QUOTE(Nika Pkhakadze @ Dec 7 2008, 19:01)
iverski,
აპარატიშენ გაქ და ჩევნე გვეკითხები?  lol.gif  გადაიღე და სანამ კმაყოფილი იქნები არ დაუჯერო რომ გითხრან ცუდიაო smile.gif

და ცუდი რატო უნდა იყოს ვერ ვხდები... მატრიცა საკმაოდ სოლიდური ზომისაა, იდეაში თუ იგივენაირი ოპტიკა აქვს რაც ოლიმპუსის სარკულებს რაც მე რატომღაც ეგრე მგონია არაფრით ნაკლები არ უნდა იყოს მაგ სარკულ ოლიმპუსებზე...
*



მეიცა ბოშო, ეგრე ნუ ამაჩქარებ ქვეშენიჭირიმე თვარა რაცხას მაკვარანცხს მევიწევ და წამიხდება გუნება. ამ სიბნელეში და ისიც ოთახში რეიზა შვიქციო თავი და სად გამოვავლინო ჩვენი შესაძლებლობები? თან გავეკვე რა უნდა, სად როდის და როგორ-ჯერ ბევრია სამუშაო სანამ თითს ჩახმახს გამოვკრავ wick.gif

პს. მეც მაგ აზრზე ვარ. რამოდენიმე დღეში გეტყვით რას ვფიქრობ smile.gif

ისე პაწა გავაჩხაკუნე სიბნელეში და მოძრაობაში. სასიამოვნო სიურპრიზი იყო. smile.gif




QUOTE
Canon 450D-ეს ბევრად მეტი გარჩევადობა აქვს კიტ ლინზაზე!!!

2009 წელში კარგ ოპტიკას გვპირდება ლეიკა/პანასონიკი და ვნახოთ რა გამოვა...
ეხლა რა ობიეტქვიებიც არის micro 3/4-ზე ძალიან სუსტია



სხვათაშორის სწორედ მაგ აპარატს და ჩემს პანასონიკს ვადექი კაი ხანი თავზე არჩევანში.

მღაზიაში წავედი დღეს და ვაჩხაკუნე... ფრანგულ ფორუმებზე გამოხმაურებები ვნახე და მართლა კარგი რამე ჩანს. ნუ ბოლო ბოლო მაინც ეს მირჩიეს და მეც რატომღაც ამისკენ მიმიწევს გული... ლეიკამ ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იმედია გაამართლებს ფასს და რაც მთავარია იმედს smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Dec 7 2008, 23:08
#12 
Club Founder

Master Master
14,574


iverski,
კაცო რამდენს ლაპარაკობ, გადაიღე დალოცვილი ფოტო და გვანახე DDDD.gif
ეგებ ამოხვიდე ჩემთან და მანახო ერთი ეგ მამაძაღლობა

წესით ციფრული ტექნოლოგია იმისთვის არის რომ რამენაირად ზომები შემცირდეს კამერების და ლინზების აბა კი ვიღEბდით კარდანებით და ხარისხიც გვქონდა შესანიშნავი, აბა რა აზრი აქ D3ს ან Mარკ IIIს ყუმბარმტყორცნივით რომ არიან DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif


არადა არ მჯერა რო სუსტი ლინზა ქონდეს მაგას და არ ჯობდეს ქენონის დეგენერატ კიტს,
წარმოუდგენელია ეგ
ოლიმპუსი ძირითადად და პანასონიკი 3:4 ფორმატის მატრიცას სწორედ რომ მაღალხარისხიანი ლინზების ხარჯზე აწვებიან და ვფიქრობ შესანიშნავი ლინზა იქნება ეგაც

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
HocusPocus
post Dec 7 2008, 23:13
#13 

Amateur Amateur
1,440


iverski,
დამიჯერე ძალიან დიდი განსხვავებაა wick.gif

ფოტოს რომ გადაიღებ 100%-ზე უნდა შეხედო და არა 19"-იან მონიტორზე როგორი ხარისხი ჩანს smile.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Dec 7 2008, 23:18
#14 
Club Founder

Master Master
14,574


HocusPocus,
DDDD.gif მაინც არ მჯერა, იმიტო რო 18-55ზე დაბალი ხარისხის და პირდაპირ ვთქვათ ცუდი ლინზა მე არ მინახია

ეგ მე მითხარი? DDDD.gif
მონიტორზე მინიმუმ სინემაზე თუ ვნახავ ფოტოს, დანარჩენი ქაღალდზრ თან 20X30
wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
HocusPocus
post Dec 8 2008, 13:45
#15 

Amateur Amateur
1,440


Guja,
თქვეთვის არ მითქვამს smile.gif iverski მიწერია პოსტში smile.gif



iverski,

user posted image user posted image user posted image

კროპზე....

(Pana G1 vs Canon 450D vs Olympus E-420)

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
kakha kakhiani
post Dec 8 2008, 16:24
#16 
Unregistered





რო მომკლა ამას არ ვიყიდი DDDD.gif

  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post Dec 8 2008, 19:36
#17 

Amateur+ Amateur+
3,330


ამასი შვიდასი ევრო მემგონი ძალიან ბევრი მიგიცია მაგ ფასად 40დ-ს იყიდიდი კაცო ქენინისას DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
iverski
post Dec 9 2008, 23:36
#18 

Validating
33


QUOTE(Guja @ Dec 7 2008, 20:08)
iverski,
კაცო რამდენს ლაპარაკობ, გადაიღე დალოცვილი ფოტო და გვანახე DDDD.gif
ეგებ ამოხვიდე ჩემთან და მანახო ერთი ეგ მამაძაღლობა

წესით ციფრული ტექნოლოგია იმისთვის არის რომ რამენაირად ზომები შემცირდეს კამერების და ლინზების აბა კი ვიღEბდით კარდანებით და ხარისხიც გვქონდა შესანიშნავი, აბა რა აზრი აქ D3ს ან Mარკ IIIს ყუმბარმტყორცნივით რომ არიან DDDD.gif DDDD.gif DDDD.gif
არადა არ მჯერა რო სუსტი ლინზა ქონდეს მაგას და არ ჯობდეს ქენონის დეგენერატ კიტს,
წარმოუდგენელია ეგ
ოლიმპუსი  ძირითადად და პანასონიკი 3:4 ფორმატის მატრიცას სწორედ რომ მაღალხარისხიანი ლინზების ხარჯზე აწვებიან და ვფიქრობ შესანიშნავი ლინზა იქნება ეგაც
*




ძლივს მოვიცალე smile.gif

შენთან ვერ ამოვალ, სორს ვცხოვრობ.
ეს ეს არის გადავიღე, პირველი გაჩხაკუნებაა. ავტომატურ რეჟიმში.
ხელით გადაღებული, არ ვიცი იმ სამფეხა სადგარს რა ჰქვია ქართულად, ფრანგულად "ტხიპიე"-ამის გარეშე.

user posted image

user posted image


პს. ალბა აქ ვაოფებ და მოდერის მოთმინებით ვსარგებლობ, smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
HocusPocus
post Dec 12 2008, 10:53
#19 

Amateur Amateur
1,440


iverski
ეს ნოიზე ტესტადაც არ გამოდგება (შტატივის, ტრიპოდის) გარეშე..

დღე გადაიღე რა smile.gif

რა ორიგინალი ფაილი ატვირთე - ის 3-4მბ-იანი smile.gif
მაგ რაზრეშენიაზე ვერაფერს გაიგებ smile.gif


 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
iverski
post Dec 14 2008, 18:17
#20 

Validating
33


QUOTE(HocusPocus @ Dec 12 2008, 07:53)
iverski
ეს ნოიზე ტესტადაც არ გამოდგება (შტატივის, ტრიპოდის) გარეშე.. 

დღე გადაიღე რა smile.gif

რა ორიგინალი ფაილი ატვირთე - ის 3-4მბ-იანი smile.gif
მაგ რაზრეშენიაზე ვერაფერს გაიგებ smile.gif
*



http://rapidshare.com/files/173273677/iverski-G1.rar.html

აქ ნახეთ, საშინელი ნისლი იყო და რაც გამოვიდა და არის - ეგ არის... გარკვეული შთაბეჭდილება იმედია შეგექმნებათ აპარატზე.
საინტერეოა პროფესიონლი ბოკინისტების აზრი smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 3rd August 2025 - 08:18

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'