ალბათ გსმენიათ ამ ადამიანის შესახებ არა? ანრი კარტიე ბრესონი მაგნუმის ერთერთი დამაარსებელი, ფოტოგრაფიულ სამყაროში აღიარებული, როგორც "ფაზის დიდოსტატი", ერთი საინტერესო ინფორმაცია თუ იცით ვინმემ? კაცი ამბობდა,რომ ვერ იტანდა ვერანაირ ქიმიას, ქიმიურ ლაბორატორიებს, ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო ქიმიასთან, დაწყებული ნეგატივის გამჟღავნებიდან, დამთავრებული მზა ფოტოს ბეჭდვით. მოგეხსენებათ, აბტონი ბრესონის საყვარელი გამოთქმა, "გადამწყვეტი მომენტი,გადამწყვეტი ფაზა"... იცით თუ არა, რომ ის, ვიდეოკამერითაც კი იღებდა,საუკეთესო ფაზის დასაჭერად,მოსახელთებლად (1 წამში 16 კადრი,იმ დროისთვის თუ არ ვცდები),შემდეგ ფირს ჭრიდა და ფოტოებად ამჟღავნებდა....თვლით თუ არა ამ საქციელს გამართლებულად? ძალიან ნუ გააოფებთ რა ---------- ვფიქრობ საინტერესო თემაა, ავტორის დაცინვისგან თავი შეიკავეთ, მაინტერესებს პოლემიკა
რატომაც არა, ჩვენ გვინდა რეზულტატი არა? იმ რეზულტატს უნდა დანახვა. რამდენი 16 კადრიდან ექნებოდა ამოსარჩევი, წარმოიდგინეთ. და როგორ არჩევდა, მაგაშIა მთელი მუღამი სხვას იქნებ ვერ ამოერჩია ისეთი კადრი, როგორსაც ბრესონი დაინახავდა და ამოარჩევდა
თუ ბრესონს გავამტყუნებთ, მაშინ ნებისმიერი დღევანდელი ფოტოგრაფიც უნდა გავამტყუნოთ, ნავაროჩენი კამერებით წამში 8 კადრს რომ წერენ ცფ-ზე და მერე არჩევენ.
ფოტოგრაფის სიძლიერე ჩემი აზრით იმით მარტო არ იზომება, რამდენ სირთულეებს გადალახავს გადაღებისას, ეგრე ხეზე თავუკუღმა ჩამოკიდებულმა ნებისმიერი კადრი რომ გადაიღოს, დასაფასებელია თავისთავად, ან ფოტოშოპში 10 საათი რომ ეჩალიჩოს კაცი ფოტოს, მეტი წვალება რაღა გინდათ მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა მთავარია შედეგი ვინც უკეთესს შედეგს აჩვენებს მნახველს, მეტ ემოციას, მეტ ესთეტურობას, მეტ ორიგინალობას, ისაა მაგარი
მიღწევის ხერხს და ფორმას ვერავინ გაათანაბრებს
ტაკ ჩტო, ვივა ბრესონ!
პ.ს. რა რეჩი დავარტყი სპელინგში შეცდომები მაპატიეთ, მეზარება გადაკითხვა
ჩემი აზრით, მთავარია რამე ღირებული დააფიქსირო, თორემ ერთი კადრით გამოგივა ეგ თუ 16 არა აქვს მნისვნელობა, მთავარია რამდენ ძალას და ენერგიას ჩადებ ამ საქმეში, თითოული ფოტო ხომ ფოტოგრაფის სულის ნაწილია
ვახ, მეც პირველად გავიგე კინოკამერით რომ იღებდა, გული დამწყდა და არ ვამართლებ, ისევე როგორც იმ ციფრულით დაჭერილ კადრებს, 238746 ფოტოდან ერთს რო აარჩევ ბოლოს. ჩემი აზრით, მთავარია ის ერთი და განუმეორებელი მომენტი დაინახო და ჩხაკ. სწორედ ამ სიტყვებისთვის მიყვარს ბრესონი.. ხოდა ერთი ორჯერ თუ კინოკამერით გადაიღო,არ ნიშნავს რო ყველა მისი შედევრი ასეა გადაღებული. ასე რომ არ ღირს ამის გამო დიდი ამბების აწევა
ბანძი ყოფილა, ვეღარ ვიტან, გოიმია, ვსიო ისე რა მაგარი ლაბისტი ყავდა ალბათ? ფოტოგრაფია როცა ფულს აკეთებს და კლიენტი პრინტში ფულს იხდის, 99% სულ კიდია როგორ გადაიღო. დანარჩენი 1% თავისით ჩალიჩობს და ეგრე არ გამოსდის და ამბობს რომ ეგ ფოტოგრაფია არ არისო
LilacWine იქნებ 238746 კადრიდან 238745-ს ვარჩევთ ვინც ციფრულს ვიყენებთ? რა ვიცით,იქნებ უამრავი კადრი აქვს ასე გადაღებული ბატონ ბრესონს? არა უდაოდ გენიოსი იქნებოდა, რა თქმა უნდა მარა კაცი ამბობდა,ვერ ვიტან ვერანაირ ქიმიასო ამაზე რას იტყვით?
ციფრულს მეც ვიყენებ დ 394874 კადრიდან ერთი თუ ავარჩიე, ძალიან მიხარია ხოლმე.. მაგრამ ამ ერთი კადრის მიმართ დამოკიდებულებაა სხვა. რაც მეტი შრომის ფასად იღებ კადრს, მით უფრო აფასებ..თორემ სხვებს სულ კიდიათ მე როგორ გადავიღე ის ერთი კადრი. და ქიმიას ვერ ვიტანო, რა მერე..იქნება ალერგია აქვს?
LilacWine ვერ ვიტან ვერანაირ ქიმიასო, ასე ამბობდა ადამიანი ასე გამიგია თუ ვერ იტანდა,შეხებაც არ ექნებოდა,ეგრე არაა? რა შრომის ფასად? კინოკამერით ფაზის დაჭერა რთულია?
მაგრამ ამ ერთი კადრის მიმართ დამოკიდებულებაა სხვა. რაც მეტი შრომის ფასად იღებ კადრს, მით უფრო აფასებ..თორემ სხვებს სულ კიდიათ მე როგორ გადავიღე ის ერთი კადრი. და ქიმიას ვერ ვიტანო, რა მერე..იქნება ალერგია აქვს?
შრომა კი არა ნიჭი უფასდებოდა ბრესონს, ისევე როგორც პიკასოს ერთი ტონა აგურის ზურგით გადაზედვა დღეს 6-8 ლარი ღირს. შრომა ეგ არის ხაჩიკა ატელიეში კიდე დღეში 50 ფორს ამჟღავნებდა და ბეჭდავდა, ფოტოგრაბი იყო მაგარი მაგრამ ფოტოს ფასი 3 მანეთზე ზევით არასდროს ასულა
ოოო, ხოდა მაგას ვამბობ რომ კინოკამერის დაჭერა არაა რთული, გადაიღებ ბავშვების თამაშს ეზოში 15 წუთი და მიიღებ 29447992 კადრს, აქედან 3 შედევრი იქნება. ხოდა არაა ეგრე საინტერესო ..
ქიმიას თუ ვერ იტანდა, აქედან დასკვნა რომ არც შეხება ქონდა, რაღაც არასერიოზული მიდგომაა... ძალიან ბევრ რამეს შეიძლება გულისხმობდეს ამით, მე უფრო მგონია რომ უბრალოდ ლაბორატორიაში და უშუალოდ კადრების ძიების პროცესის შედარების კონტექსტში თქვა, ანუ გადაღების და "ჩხაკ" პროცესი მირჩევნია, ლაბორატორიის ოთხ კედელში გამჟღავნება-ბეჭდვასო და კიდე ათასი რამე შეიძლება იგულისხმა .. მათ შორის ისიც რაც შენ თქვი.. ვიმარჩიელოთ ეხლა ნეტა რა იგულისხმა ბრესონმა ამ სიტყვებით