ჩვენ ვართ მოხალისეთა არაკომერციული გაერთიანება. ჩვენი ძირითადი მიზანია თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქართული ენის სრულფასოვანი დანერგვა და ღია კოდების პრაგრამული უზრუნველყოფის თარგმნა. ჩვენ გაქართულების 20-წლიანი გამოცდილება გვაქვს.
გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ პროგრამების გაქართულებაში, ახალი პროგრამებისა და ტერმინოლოგიის შექმნასა და შემუშავებაში.
შეგიძლიათ ჩაერთოთ არსებულ პროექტებში, შემოგვთავაზოთ, განათავსოთ და გაუძღვეთ საკუთარ პროექტებს.
ყველა პროგრამა და კომპონენტი უფასოა და არ მოითხოვს არავითარ ლიცენზიას, ყველა პროექტი ღიაა და ყველა პროგრამა იწერება მოხალისეების მიერ.
შეიძლება სფერო დავყო ორ ნაწილად:
პირველი: 2 ძირითადი სამუშაო გარემო რომელიც განკუთვნილია ცალკე ოპერაციული სისტემის, ნუ, ალბათ გაგიგიათ "ლინუქსი" (აი გუჯას რომ აქვს აი ის). ამ გარემოებს აქვს თავისი პროგრამები რომლებიც პრინციპში ნათარგმნია, მაგრამ გრაფიკულ პროგრამებში ძირითადი ნაწილი როგორც "დაუზუსტებელი", "fuzzy" არის.
მეორე: ცალკეული გრაფიკული პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა სისტემებისათვის. მაგალითად GIMP: http://www.gimp.org
პროგრამებში გვხვდება ძალიან ბევრი გრაფიკული ტერმინი, რომლებიც კარგ განხილვას/გადახედვას საჭიროებენ.
Aperture, Focal, Exposure, Flash, Median, Thumbnail, Gamut, Solarize, Sheartool, Curves, Blur, Emboss... ათასობით რამე შეიძლება იყოს
be_qa, ეგ დახურული და თანაც ფასიანი პროექტია, მაგას თუ გააკეთებს ვინმე, მაშინ პირატული გზით უნდა გაკეთდეს, ეს კიდევ ბევრ რამეს საჭიროებს. Adobe თავისი სურვილით ქართულ ვარიანტს არ გააკეთებს 2 მიზეზის გამო: 1. ქართულ ფოტოშოპს არავინ იყიდის 2. აქ ფოტოშოპს არავინ იყიდის და შესაბამისად არ უღირს
Photoshop თავიანთია, ფასიანია, ეს კიდევ უფასო და ღია პროგრამებია. მაგალითად ACDsee რომ მოგცენ ქართულად იგივე ვარიანტი იქნება. ძალიან კარგი საქმეა თუ მომეხმარებით, უფრო სწორად ამით ყველას ეხმარებით, საკუთარ თავსაც. ეს პროგრამები 1-2 წელიწადში ქართველი მომხმარებლების 30%-ს დაიკავებს თუ მეტს არა და სკოლების 100%-ს (სკოლებში ლინუქსებია).
შეხვედრის შემდეგ მოხდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება: ”ირმის ნახტომის” ფარგლებში სკოლებისთვის შეძენილ კომპიუტერებზე ღია კოდზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა დაინერგება.
უშუალოდ განათლების სამინისტროსთან და ირმის ნახტომთან კავშირი აღარ მაქვს ლამაზ-ლამაზი რაღაცეების გამო, მაგრამ არც მათი უშუალო საქმე არ არის იქნება რამე ქართულად თუ არა - ეს ღია, საერთაშორისო პროექტებია.
ვა მლადში, სოფო და შოთა მეუბნებოდა ამასწინათ ბევრი რამე გვაქ ბოკეზე გასაქართულებელიო და ჟორჟიკა სად არისო. შენი უნდა დაგვეხმარო მაგ საქმეში
ისე ხალხო დავაი ამოუდგეთ ამ პროექტს მხარში. კარგი იქნება ბავშვებს თუ ქართულად ექნებათ ყველაფერი თAნ მე აღAრ ვიჩალიჩებ ქართული შრიფტით წერეთთქო
არადა მე პირადად ჰელპებს თუ მოუთარგმნით ბოვშებს თავიდან ძაან მოხარული ვიქნები. კი მესმის რომ ასე მეტი საშრომი იქნება მარა მაინც
როდესღაც ხომ უნდა მოისპოს ქურდობა კაცო. აქ ვიღAცას ფოტოს სადმე ნახავენ თან სულაც არ არის შედევრი და საავტორო უფლებები ირღვევაო და ამასობაში დღისით მზისით ვქურდობთ ურცხვად. ვერ არის კაი საქმე. მე თუ მკითხავთ თუ ყიდვის საშუალება არ არის მაშინ ოპენ სურსი გამოსავალია, თან ძაან კარგი გამოსავალი.
თვითონ მასკის აღნიშვნა ვერ ვნახე, ალბათ როგორც "შრე" ესე უნდა აღინიშნოს. Quick Mask Shadow Mask Unsharp Mask px (pixels)-პიქსელი (საზომი ერთეულია და სახელის შეცვლა არ შეიძლება ) Blend-ფერმკრთალობა
წინა ხედი და უკანა ხედი რა უბედურებაა ბლარი გადღაბნაა თუ გადღლაბნა მემგონი, რავი ფოტოგრაფები გადღაბნილს ეძახიან, ერთხელ ვიღაცამ გამაზვაო dissolve შეიძლება გაზავება/შეზავებაც იყოს ალბათ კაია, მაგრამ მე არ მომწონს ეს საქმე ვინც ინგლისური არ იცის კიდე ხო, მაგრამ მე ქართული ვარიანტი რომ მოგეცა 80% სანამ კალკს არ ვთარგმნიდი ვერ მივხვდებოდი რავიცი რავიცი
და კიდე მემგონი ზოგი ტერმინი რაც არანაირად არ ითარგმნება, შეიძლება დარჩეს როგორცაა
[quote]Canvas - ტილო (გააჩნია კონტექსტს)[/quote Resize Canvas - ეგ არის მგონი, ტილო რომ იყოს არა უშავს
[quoteBlur - გაბუნდოვანება - კი არის ესეთი სიტყვა ლექსიკონში, მაგრამ მე პირადად რაღაც არ მომქონს. ტაბასკოს შემოთავაზება კარგია. ოღონდ, დაბურვა სხვანაირი ეფექტიც არის, მაგრამ ალბათ უფრო დაბურვა სჯობს გაბუნდოვანებას.
[quote]Selection - შEრჩევა[/quote კონტექსტი: Resize Selection, Selection Area
quote]Overlay - გადაფარება[/quote არის ასეთი ვერსია - ზედდება, overlay mode - ზედდების რეჟიმი ზედდება მგონი უკეთესია, უბრალოდ არ ვიცი გამართული ქართულია თუ არა მაგრამ აშკარად უკეთ ჟღეს ამგვარი ტერმინისთვის.
[quoteBlend - შეზავება , მგონის სჯობს ეს გამოიყენო.
quote]Luminance - სიკაშკაშე[/quote - brightness-ზეც შEგიძლია თქვა სიკაშკაშე, მაგრამ Luminance არის, როცა ძალიან ბრწყინავს, bright კიდე ნათელს ნიშნავს უფრო...
foreground- წინა პლანი/წინა ხედი, სხვა შესატყვისი არ აქვს ქართულად foreground color - ხო, ამას სჭირდება შEსატყვისის მოძებნა..ვიფიქრებ მაგაზეც
Smooth-დაბინდვა - ესეც სხვა არის მოსაფიქრებელი. (დარბილება, მოგლუვება (ესეც ლექსიკონიდან, მარა არ მომწონს რაღაც ეს სიტყვა), გაშალაშინება არამგონია აქ გამოგადგეს...)
Photo_amateur, ჰო, აი ჩვენი გუნდიც რომ მაგაზე "გაიჭედა" მერე გადავწყვიტე საქმესთან ახლო ხალხს გავესაუბრები მეთქი
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რამ. საბოლოო ჯამში ტერმინები ფართო მასშტაბში გავრცელდება და დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ტერმინები დამკვიდრდება ნამდვილად და ამ ენაზე ისაუბრებს 5-6 წლის შემდეგ ახალგაზრდობა. თითქოს არაფერი გავლენა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ რეალურად ასეა პირადი გამოცდილებიდან. დიდ საქმეს ვაკეთებთ.
შევეცდები სპეციალურად ამისთვის მოვაწყო პრეზენტაცია/შეხვედრა სადმე სპეციალურად ბოკელებისთვის და ამ ტერმინებისთვის. + პროგრამბსაც განახებთ, ბევრი ძალიან საინტერესო რამ არსებობს
GioMac, საჭიროა, რომ ერთად შეყარო ქართული ენის მცოდნე და იმ პროგრამებში გათვითცნობიერებული ხალხი. სიმართლე გითხრა, მე არც ერთი ვარ და არც მეორე, მარა ქართულ ენაში კიდე შემიძლია რაღაც წაგეხმაროთ
საერთოდ, გრაფიკული პროგრამების ტერმინოლოგია არის მბეჭდავების ტერმინოლოგია და ძველი მბეჭდავები არის მოსაძებნი ვისაც ჯერ კიდე ახსოვს, მარა ეჭვი მაქ მაგენი რუსულათ იქნებიენ "განათლებულები"
Photo_amateur, მე კიდევ Blur-თან დაკავშირებით შენი ტერმინი უფრო მომწონს :-) დაბურვა უფრო ჩამობნელებას ნიშნავს.
GioMac, დიზერინგის ნუ გრცხვნია, იმიტომ რომ მართლა არსებობს ეგ ტერმინი ყველა ენაში7 გერმანული, რუსული და ა.შ. მაშინ სანტიმეტრი და კილოგრამიც უნდა ვთარგმნოთ, ან კიდევ სკანირება.
ასე რომ რენდერი, სკანირება, დიზერინგი - ასეთი ტიპის სიტყვები, ჩემის აზრით, დასაშვებია რომ არ ითარგმნოს!
TABASCO, სკანირებაზე დაგეთანხმები, მაგრამ "დიზერინგი" ძალიან ცუდად გამოდის, მაგას მირჩევნია რამე ქართული სიტყვა მოვარგო ან კიდევ საერთოდ 0-დან ახალი შევქმნათ.
QUOTE
Selection - ნიშნული <-- ამაზე რას იტყვით?
Mark არის ნიშნული, მაგ selection-ს სხვა დატვირთვა აქვს, შეიძლება როგორც "არჩეული არე" ჩავსვა Selection = Selected Area
Photo_amateur, Guja, ზუსტად ეგრეა, მაგრამ ეგეთი ხალხის მოძებნა ძაილან ძნელია და ვინც არის იმის ნახევარი OpenSource-ის გაგონებაზე გარბის, უფასოდ რატომ უნდა ვთარგმნოო. აი ეგეთი ხალხი უნდა დაიჭირო და სულ ფასიან პროგრამებზე ამუშაო ვენახში.
მგონი შეხვედრა კვირას დღისით იქნება, ხვალ მოველაპარაები ერთგან ამაზე ხალხს Added @ dither:
I
добавлять псевдослучайный сигнал (для уменьшения нежелательных эффектов процесса квантования) II
размывать, сглаживать (контур изображения или форму аудиосигнала)
მოკლედ, შეხვედრა/პრეზენტაცია იქნება (ვგეგმავ) კვირას, 27 აგვისტოს
მიმოხილვაში მექნება ქართული პროგრამები, გარემო, ლოკალიზაციის პროცესი, გუნდის მუშაობის პრინციპი, მიზნები. წარმოგიდგენთ იმ პროგრამებს რომლებიც მზადების პროცესშია. დღეს გადავთვალე და დაახლოებით 200 საინტერესო გრაფიკული პროგრამა იყო. თავისთავად მხოლოდ რამოდენიმე ხანმოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები.
საკმაოდ საინტერესო რამ იქნება, ბევრი პირს დააღებს, ეს გარანტირებულია
წინასწარ უნდა შემატყობინოთ თუ ვის შეუძლია მოსვლა. თუ ვინმე დაინტერესებული პიროვნება გყავთ ახლოს - შეგიძლიათ და სასურველიცაა წამოიყვანოთ.