საგადასახდო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან საქართველოში საფოსტო გზავნილების დაბეგვრის რეჟიმი შეიცვლება. ცვლილებების თანახმად, 300 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილის ქვეყანაში შემოტანა განბაჟების გარეშე იქნება შესაძლებელი. 300 ლარზე მეტი ღირებულების გზავნილის მიღებისას კი, ჩვეულებრივ საბაჟო პროცედურების გავლაა საჭირო. აქამდე არსებული წესის თანახმად, განბაჟებას მხოლოდ 1500 ლარზე მეტი ღირებულების საფოსტო გზავნილი ექვემდებარებოდა. შესაბამისად, გზავნილების გამოწერამ მასობრივი ხასიათი მიიღო. სავარაუდოდ, გზავნილით მიღებული საქონლით ვაჭრობაც მიმდინარეობდა, რაც ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება. გზავნილით საქონლის მიღება კი გაცილებით იაფი ჯდება, რადგან პირი ამ დროს მხოლოდ საქონლის ღირებულებასა და ტრანსპორტირების საფასურს იხდის. ცვლილებების მიზანია, თანაბარ პირობებში ჩადგეს ყველა, ვინც ეკონომიკური საქმიანობისთვის სხვა ქვეყნიდან იმპორტს ახორციელებს.
ძალიან მაინტერესებს თავად კოდექსში რა ფორმულირებით შევა ეს მუხლი.
QUOTE
ცვლილებების მიზანია, თანაბარ პირობებში ჩადგეს ყველა, ვინც ეკონომიკური საქმიანობისთვის სხვა ქვეყნიდან იმპორტს ახორციელებს.
ძალიან უსუსური მიზეზია.
ვინმე თუ ეწეოდა ამით ეკონომიკურ საქმიანობას - ეწეოდა ფარულად და ფარულადვე გააგრძელებს, უბრალოდ წვრილმანებზე გადავა.
და იმის მდგომარეობა ვინც არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გაუარესდა.
ჯერ-ჯერობით მოქმედი რედაქციით "ლ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 1500 ლარამდე ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;"
300 ლარამდე შემცირებამ თანაბარ პირობებში კი არ ჩააყენა, არამედ საკმაოდ დაამძიმა ჩვეულებრივი მომხმარებლის მდგომარეობა.
ელემენტარულად იმაზეც ხომ შეიძლება დაფიქრება, რომ ზოგიერთი ნივთი, რომლის ყიდვა მინდა 300 ლარზე ძვირია.
თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ 300 ლარი გამოითვლება ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით.
ამ ყველაფერს ჯობდა კონტროლი გამკაცრებულიყო ეკონომიკური საქმიანობისთვის ხორციელდებოდა ჩამოტანა თუ არა. მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც რაღაც გაუკუღმართებულ ფორმებს მიიღებდა ეს ყველაფერი.
Хотелось как лучше, а получилось как всегда.
თუმცა აღარც იმის მჯერა უკვე, რომ "Хотелось как лучше".
პ.ს. ამის წინ შეიცვალა წესები საზღვრის პეხით გადმოკვეთისას პირადი ნივთების განბაჟებასთან დაკავშირებით. თუმცა არ მომხდარა კოდექსში ცვლილებების შეტანა. უბრალოდ ჩაითვალა, რომ მხოლოდ თვეში ერთხელ რაღაც რაოდენობის ნივთების შემოტანა არ არის ეკონომიკური საქმიანობა. Added @ ერთსაც დავამეტებ. რა თქმა უნდა არა სასიამოვნო ცვლილებაა და პირადად ჩემი აზრით უსამართლო.
თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული რეალობის და ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით, მაღაზიაში ყიდვაზე იაფი მაინც დაჯდება.
არ მესმის მაქვს ელექტრონული კარტა შევდივარ იბეიზე, ვყიდულობ ნივთს, ვუთითებ რომელიმე სატრანსპორტო კომპანიის მისამართს და ა.შ. ანუ ასეთი რამის გაკეთება 300$ მაღლა აღარ შეიძლება ?
Nismo, 300 ლარის. მარა აკრძალვით არავინ კრძალავს. უბრალოდ განბაჯება (უფრო სწორად კი დღგ-ს 18% გადახდა) მოგიწევს Added @ ხო და კიდე გინებისთვის შენ 1 თვიანი ბანი წესების შესაბამისად.
თავდაპირველად თურმე 500 ლარზე იყო პროექტი. მერე 300-ზე შეამცირეს. თან 2 მოსმენით უკვე მიღებული ჰქონია პარლამენტს. მგონი ამ დღეებში მესამე მოსემნითაც მიიღებენ და ეგაა. თუმცა გადამზიდავი ფირმები ამბობენ რომ განბაჟების პროცედურებს ჩვენ თავზე ავიღებთო (ბარამი ეგრე ამბობს).