Help - Search - Member List - Calendar
Full Version: ონლაინ ყიდვები ფაფუ
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფოტოტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, შეკეთება > ფოტო საქონელი
Gogia
15 აგვისტოდან ონლაინ ნაყიდი ნივთის ფასის ლიმიტი 1500 ლარიდან 300 ლარამდე იწევა sad.gif

დაერხა ფირის, ოპტიკის და აქსესუარების ყიდვას
Gubazi
სად აღარაა Look, რო ვაჭრობდა ჩვენს საიტზე :: ))))

ფასი დაედებოდა მის შრომას DDDD.gif DDDD.gif
rimanely
Gogia,
რაა? :O
მოიცა ყველა საიტზე??
ტანსაცმლის საიტებზეც? :O თუ მარტო ოპტიკის??

აღვშფოთიალდი...
Gogia
ნებისმიერ საქონელზე
climber
არადა ვფიქრობდი პატარა ბიზნებს ავაწყობ ar varga.gif
tavadi
პლოხო ar varga.gif angry.gif
DIKARKA
მორჩა კინოო
tsumbusha
ეგ ჯერ კიდევ განხილვის პერიოდშია ანუ ბოლომდე ჯერ არ დაგვ....ვია DDDD.gif ჯერ კიდევ არსებობს იმედი რო ძალაში არ შევა ეგ კანონი DDDD.gif
Magdu
ამწუთას გადავხედე (ჩემ ხელთ არსებული ბოლო ცვლილებებით) საგადასახადო კოდექს და ყველაფერი ჯერ ჯერობით ძველებურადაა.

Nika
შეიძლება პროექტია და ინფორმაცია გაჟონეს სპეციალურად. ხალხის აზრის ზონდირებას აკეთებენ.
Zaza Gabaidze
ძალიან ცუდი იქნება ეგ თუ კანონი თუ დამტკიცდება...
Gogia
Magdu,
QUOTE
15 აგვისტოდან

Zaza Gabaidze
Gogia

წყარო? ვინ მოგაწოდა ისე ეგ ინფორმაცია თუ საიდუმლო არაა smile.gif))
Magdu
Gogia,
კოდექსში იქნებოდა მითითება რომ ესა და ეს მუხლი (ან პუნქტი) ამოქმედდეს 15 აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით ეს მითითება არ არსებობს.
dave
ესეც წყარო

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=10100&ct=17

ეხ რას გაიგებ...
MaStErOFmAsTeRs
GSS კოდექსი არაფერს აჩვენებს DDDD.gif ცვლილება რო მიეღოთ უკვე, 100% იქნებოდა.
ე.ი ჯერ განხილვის საგანია ეგ კანონ პროექტი smile.gif
Gogia
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105200.html

საგადასახდო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან საქართველოში საფოსტო გზავნილების დაბეგვრის რეჟიმი შეიცვლება.
ცვლილებების თანახმად, 300 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილის ქვეყანაში შემოტანა განბაჟების გარეშე იქნება შესაძლებელი. 300 ლარზე მეტი ღირებულების გზავნილის მიღებისას კი, ჩვეულებრივ საბაჟო პროცედურების გავლაა საჭირო.
აქამდე არსებული წესის თანახმად, განბაჟებას მხოლოდ 1500 ლარზე მეტი ღირებულების საფოსტო გზავნილი ექვემდებარებოდა. შესაბამისად, გზავნილების გამოწერამ მასობრივი ხასიათი მიიღო. სავარაუდოდ, გზავნილით მიღებული საქონლით ვაჭრობაც მიმდინარეობდა, რაც ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება. გზავნილით საქონლის მიღება კი გაცილებით იაფი ჯდება, რადგან პირი ამ დროს მხოლოდ საქონლის ღირებულებასა და ტრანსპორტირების საფასურს იხდის.
ცვლილებების მიზანია, თანაბარ პირობებში ჩადგეს ყველა, ვინც ეკონომიკური საქმიანობისთვის სხვა ქვეყნიდან იმპორტს ახორციელებს.
Magdu
ძალიან მაინტერესებს თავად კოდექსში რა ფორმულირებით შევა ეს მუხლი.

QUOTE
ცვლილებების მიზანია, თანაბარ პირობებში ჩადგეს ყველა, ვინც ეკონომიკური საქმიანობისთვის სხვა ქვეყნიდან იმპორტს ახორციელებს.

ძალიან უსუსური მიზეზია.

ვინმე თუ ეწეოდა ამით ეკონომიკურ საქმიანობას - ეწეოდა ფარულად და ფარულადვე გააგრძელებს, უბრალოდ წვრილმანებზე გადავა.

და იმის მდგომარეობა ვინც არ ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას გაუარესდა.

ჯერ-ჯერობით მოქმედი რედაქციით
"ლ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–96 ჯგუფების შესაბამისი 1500 ლარამდე ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;"

300 ლარამდე შემცირებამ თანაბარ პირობებში კი არ ჩააყენა, არამედ საკმაოდ დაამძიმა ჩვეულებრივი მომხმარებლის მდგომარეობა.

ელემენტარულად იმაზეც ხომ შეიძლება დაფიქრება, რომ ზოგიერთი ნივთი, რომლის ყიდვა მინდა 300 ლარზე ძვირია.

თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ 300 ლარი გამოითვლება ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით.

ამ ყველაფერს ჯობდა კონტროლი გამკაცრებულიყო ეკონომიკური საქმიანობისთვის ხორციელდებოდა ჩამოტანა თუ არა. მაგრამ მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც რაღაც გაუკუღმართებულ ფორმებს მიიღებდა ეს ყველაფერი.

Хотелось как лучше, а получилось как всегда.

თუმცა აღარც იმის მჯერა უკვე, რომ "Хотелось как лучше".

პ.ს.
ამის წინ შეიცვალა წესები საზღვრის პეხით გადმოკვეთისას პირადი ნივთების განბაჟებასთან დაკავშირებით. თუმცა არ მომხდარა კოდექსში ცვლილებების შეტანა. უბრალოდ ჩაითვალა, რომ მხოლოდ თვეში ერთხელ რაღაც რაოდენობის ნივთების შემოტანა არ არის ეკონომიკური საქმიანობა.
Added @ [mergetime]1248892737[/mergetime]
ერთსაც დავამეტებ.
რა თქმა უნდა არა სასიამოვნო ცვლილებაა და პირადად ჩემი აზრით უსამართლო.

თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული რეალობის და ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით, მაღაზიაში ყიდვაზე იაფი მაინც დაჯდება.
Nika
Magdu,
ალბათ კოდექსში არც ამჯერად შევა და უბრალოდ 300 ლარზე მეტს ავტომატურად ეკონომიკურ საქმიანობად ჩათვლიან.
Nismo
არ მესმის
მაქვს ელექტრონული კარტა
შევდივარ იბეიზე, ვყიდულობ ნივთს, ვუთითებ რომელიმე სატრანსპორტო კომპანიის მისამართს და ა.შ.
ანუ ასეთი რამის გაკეთება 300$ მაღლა აღარ შეიძლება ? blink.gif

ამათი დედა მოვტ**ნ blink.gif
Nika
Nismo,
300 ლარის. მარა აკრძალვით არავინ კრძალავს. უბრალოდ განბაჯება (უფრო სწორად კი დღგ-ს 18% გადახდა) მოგიწევს
Added @ [mergetime]1249067672[/mergetime]
ხო და კიდე გინებისთვის შენ 1 თვიანი ბანი წესების შესაბამისად.
Tamri
ar varga.gif
Nika
თავდაპირველად თურმე 500 ლარზე იყო პროექტი. მერე 300-ზე შეამცირეს. თან 2 მოსმენით უკვე მიღებული ჰქონია პარლამენტს. მგონი ამ დღეებში მესამე მოსემნითაც მიიღებენ და ეგაა. თუმცა გადამზიდავი ფირმები ამბობენ რომ განბაჟების პროცედურებს ჩვენ თავზე ავიღებთო (ბარამი ეგრე ამბობს).
Levan Sikharulidze
ეუუუუუFF

aსეთი რaმ aრსaდ გaმიგიa...
beshqena
მართლა შედის ცვლილება sad.gif

ალბათ აქაური ტექნიკის მაღაზიებს გაუჭირდათ, წინასაარჩევნოდ ფულს ვეღარ ჩამოვლენ და...

ფუ, ბლიად!
Gogia
Magdu,
https://www.usa2georgia.com/support/index.p...icleid=97&nav=0

ხომ არ იცი, ეს სიმართლეა?
ანუ 10 აგვისტოს მაგივრად 7-შიო?
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.