კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ფოტო მასალები ადამიანის უფლებებზე. განცხადებები მიიღება 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე.
ფოტო კონკურსის თემატიკა არის ადამიანის უფლებები საქართველოში, როგორიცაა: ა) დემონსტრაციებისა და მანიფესტაციების უფლება; ბ) გამოხატვის უფლება; გ) საკუთრების უფლება; დ) დევნილთა უფლებები; ე) სამართლიანი არჩევნების უფლება; ვ) ბავშვთა უფლებები; ზ) უნარშეზღუდულთა უფლებები; თ) გარემოს დაცვა/ეკოლოგია; ი) ქალთა უფლებები და ა.შ.
ჯილდო დაწესებულია სამი ნომინაცისათვის: 1. საუკეთესო ფოტო-რეპორტაჟი; 2. პოსტერი ადამიანის უფლებებზე; 3. ერთი კადრი ადამიანის უფლებებზე.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 300 ევრო ფულადი ჯილდო.
ციფრული ფოტოები და სარეგისტრაციო ფორმა გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე nino@hridc.org