კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ფოტო მასალები ადამიანის უფლებებზე. განცხადებები მიიღება 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე.
ფოტო კონკურსის თემატიკა არის ადამიანის უფლებები საქართველოში, როგორიცაა:
ა) დემონსტრაციებისა და მანიფესტაციების უფლება;
ბ) გამოხატვის უფლება;
გ) საკუთრების უფლება;
დ) დევნილთა უფლებები;
ე) სამართლიანი არჩევნების უფლება;
ვ) ბავშვთა უფლებები;
ზ) უნარშეზღუდულთა უფლებები;
თ) გარემოს დაცვა/ეკოლოგია;
ი) ქალთა უფლებები და ა.შ.
ჯილდო დაწესებულია სამი ნომინაცისათვის:
1. საუკეთესო ფოტო-რეპორტაჟი;
2. პოსტერი ადამიანის უფლებებზე;
3. ერთი კადრი ადამიანის უფლებებზე.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა 300 ევრო ფულადი ჯილდო.
ციფრული ფოტოები და სარეგისტრაციო ფორმა გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე nino@hridc.org
დაწვრილებით: http://works.ge/index.php?a=morevacans&q=48dd2182831c4