BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> რატომ ვიღებთ ხელში კამერას?, ფოტოკამერა - მიზანი თუ საშუალება? :)

| |
Bidzia Babua
post Mar 8 2006, 00:15
#1 

Photographer Photographer
1,559


ფორუმში - "ციფრული ფოტოგრაფია" - "სტატია გაფრთხილება" ასე დავამთავრე:


"-მგონი ძალიან გავცდით თემას, მითუმეტეს რომ თემაც კი არ იყო. იყო მხოლოდ გაფრხილება ციფრული აპარათების მფლობელთათვის, რომ ბრმად არ შეეძინათ ფართეკუთხიანი ოპტიკა თავიანთი "სუპერ ბოლიდებისათვის". დამიჯერეთ ეს არ არის ბოღმიანი კაცის სარკაზმი - მე თქვენ ყველას დიდ პატივს გცემთ თქვენი აპარატებიანად.
სამაგიეროდ ასევე მოვითხოვ თქვენგან პატივი სცეთ "უმცირესობის უფლებებს" რომ გვიყვარდეს ჩვენი უპრეტენზიო დისკრეტნიკები და არ გვეზარებოდეს ტრ....ის განძრევა to meter, to compose ... და ასე შემდეგ

ასე რომ რადგან თემა მე გავხსენი და როგორც ჩანს ასევე ჩემს გამო "გაოფტოპიკდა", თავს უფლებას მივცემ გავხსნა ახალი თემა სადაც შევეცდები:
1) პირველ რიგში მე თვითონ გავერკვე რატომ "ჩამოვრჩი ასე ცხოვრებას"
&
2) რა არის ჩვენთვის ფოტოგრაფია და რატომ ვახარჯავთ მას დროს

არ ვიცი რას დავარქმევ ახალ ტოპიკს..."

მოკლედ, ასე დავარქვი - "რატომ ვიღებთ ხელში კამერას?"
რა სულელური კითხვააsmile.gif
არ შეგვიძლია ბატონო სხვაგვარად და მიტომ!
იქნებ ვინმემ უფრო ჭკვიანური ახსნა მოძებნოსsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gottfried Lenz
post Mar 8 2006, 00:30
#2 
Unregistered





ამ შეკითხვას (ან გამოკითხვას) მილიონი სხვადასხვა პასუხი გააჩნია... მე პირადად ვერ ვუპასუხებ ამ შეკითხვას, რადგან რთულია ამზე საუბარი როცა უბრალო ლამერი ხარ smile.gif

P.S. რაიმე წიგნს ხომ არ წერ ფოტოგრაფიის შესახებ? biggrin.gif

  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
Gogia
post Mar 8 2006, 00:37
#3 

Master Master
7,645


Bidzia Babua,
შენი რა მაინტერესებს იცი (არამარტო შენი )
ძალიან ბევრს წერ.
შენს ნაწერს რო ვკითხულობ, ბრესონის ძმაკაცი, ან ახლობელი მაინც მგონიხარ. გადაღებით კი არაფერს იღებ...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
shom
post Mar 8 2006, 00:46
#4 
Club Founder

Administration Administration
4,000


Gogia,
QUOTE
Bidzia Babua,
შენი რა მაინტერესებს იცი (არამარტო შენი )
ძალიან ბევრს წერ.
შენს ნაწერს რო ვკითხულობ, ბრესონის ძმაკაცი, ან ახლობელი მაინც მგონიხარ. გადაღებით კი არაფერს იღებ...

biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Mar 8 2006, 00:47
#5 
Club Founder

Administration Administration
8,485


თემა გადამაქ ფლეიმში. ფირის ოფოტოგრაფიასთან კავშირში ნაკლებადაა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
general
post Mar 8 2006, 00:51
#6 

NewBie NewBie
51


Gogia,
დამანახე ინტრიგაო შენზეა ნათქვამი smile_060.gif

Bidzia Babua,
მე ალბათ იმიტომ უფრო რომ დოკუმენტური მიზნებიდან გამომდინარე.......ანუ მინდა რაღაც საინტერესო წამები საყინულეში შევინახო ფორევა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tamri
post Mar 8 2006, 00:51
#7 

Amateur+ Amateur+
6,357


რომ დავიწყო წერა რატომ ვიღებ კამერას ხელში... გამოვა რამოდენიმე გვერდი!!!
biggrin.gif

უბრალოდ ვიტყვი მიყვარს ფოტოს გადაღება! "წამების გაშეშება"! biggrin.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Liza Niniashvili
post Mar 8 2006, 00:59
#8 
Чайка

Photographer Photographer
17,182


რატომ ვიღებთ ხელში ჩანგალს, ან კოვზს ???
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
general
post Mar 8 2006, 01:04
#9 

NewBie NewBie
51


PsixOdino4ka,
smile_060.gif

მაგ არ ვიცოდი, მოიცა ცოტა დავფიქრდე smile_060.gif blink.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Mar 8 2006, 01:20
#10 

Photographer Photographer
1,559


"Gogia"
ოჰო! ეგ უკვე საინტერესოა!
მადლობის მეტი რა მეთქმის ბრესონებში რომ გამიყვანეsmile.gif 2 კვირაც არაა რაც დავრეგისტრირდი და 4 ფოტო დავდე, მეტის საშუალებას მაძლევთ როო?! smile.gif
არ მეგონა ბევრს თუ ვწერდი. სხვათა შორის დამაფიქრებელი და შეიძლება გამაღიზიანებელი კითხვები დავსვი.
კითხვები ცხოვრებაში ხშირად და ბევრი ჩნდება, აი პასუხებში მოვისუსტებთ

"Gottfried Lenz"
მე და ფოტოგრაფიაზე წიგნი?!
smile.gif
სად ვიცი მაგდენი...

მინდა ყველა დაფიქრდეს ჩემს დასმულ კითხვაზე. სასარგებლო კითხვაა.
შენი პასუხიც გასაგებია - "რთულია პასუხი..." - რატომ გიყვარს დედა, მამა? აბა თუ ბიჭი ხარ უპასუხეsmile.gif შენ ასე გაიგე ეს კითხვა და ცამდე მართალი ხარ, იმიტომ რომ გიყვარს.
მაგრამ არის მაინც რაღაც მთავარი.
მაგალითად ერთი შეიძლება ის, რომ უბრალოდ მოდურია ფოტოგრაფიით გატაცება... ან რაღაც გამოუცნობი გაწუხებს, სულში გიღიტინებს, გინდა სხვებს გაუზიარო, მაგრამ თვითონაც ვერ გაგიგია და უცბად აღმოაჩენ რომ ბოლო გადაღებულ კადრში შენდა უნებურად გითქვამს სათქმელი;... ან მთელი შენი "ფოტოამუნიციით" სარკეში საკუთარი თავს რემბოს შეადარებ და ამაყი ხარ... შეიძლება ანსელ ადამსის ფოტომ მოგხიბლა და გინდა შეეჯიბრო, თანაც ვაჟკაცურად - ფოტო ფირი + როდინალი....

რა ვიცი, შენ მართალი ხარ... ათასნაირი პასუხია

სანამ ამას ვწერდი რამდენს გიპასუხიათ?! smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ka_ta_rina
post Mar 8 2006, 01:34
#11 

Amateur Amateur
5,259


მე მგონი ყველა ხელოვნების დარგს მოვეპოტინე იმიტომ რომ მაგრად მიყვარს ხელოვნება ესეც მათში შედის smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nata
post Mar 8 2006, 01:40
#12 

Amateur+ Amateur+
3,075


სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ფოტოგრაფიის დაუფლების ძლიერმა სურვილმა სიცოცხლე შემინარჩუნა, პირდაპირი გაგებით! ამიტომ, მიხვდებით ალბათ, რომ ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს!
ყველას თავისი მიზეზი აქვს! გადაღების უფლებაც, ჯერჯერობით, არავის ჩამოურთმევია ჩვენთვის! biggrin.gif მთავარია ამბიციები მოვთოკოთ და რეალურად მივუდგეთ საქმეს!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ka_ta_rina
post Mar 8 2006, 01:43
#13 

Amateur Amateur
5,259


არავითარი მოთოკვა ჩემი აზრით აუცილებელია აბიცია თუ გინა ცხოვრებაში რამეს მიაღწიო უბრალოდ უზრდელი და უტაქტო არ უნდა იყო
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nata
post Mar 8 2006, 01:44
#14 

Amateur+ Amateur+
3,075


უზრდელობას და უტაქტობას რაც შეეხება, ეგ უდავოდ მასეა!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ka_ta_rina
post Mar 8 2006, 01:51
#15 

Amateur Amateur
5,259


გააჩნია როგორია კამერე შოკოლადის რო იყოს დაუფიქრებლად შევჭამდი,ისე რაღაც ძაან უცნაური კამერა მაქვს რომელსაც ვერაფერი ვერ გავუგე მართკუთხედის ფორმაა და მგონი ფირიც არ იდება სახლში აღმოვაჩინე ადრე და შევინახე
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 01:51
#16 

Photographer Photographer
8,572


ჩემთვის გრძნობის გადმოცემის ერთერთი საშვალებაა!!! თანაც სასიამოვნო პროცესია როდეასაც წამს სამუდამოდ აშეშებ!!!! ეს ხომ ძაან მაგარია!!!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
n.n.n.
post Mar 8 2006, 01:55
#17 
Unregistered





საინტერესო ტოპიკია.
ფოტოგრაფიას ადარებენ მკვლელობას, ანუ შენ შენი SHOT -ით სილამაზეს კლავ, აკონსერვებ.. ისევე როგორც კოლექციონერობას. აქედან გამომდინარე ყველა ფოტოგრაფი ქვეცნობიერად მკვლელია biggrin.gif
Added @
კატარინა მეც ეგრე, ხელოვნება ძაან მიყვარს. მეორეს მხრივ არ ვარ დარწმუნებული, რომ ფოტოგრაფია ხელოვნებაა blink.gif
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 02:02
#18 

Photographer Photographer
8,572


n.n.n.,---- საინტერესო შედარებაა!!!! რატომღაც უცებ ერთი კ/ფ სათაური გამახსენდა "მომკალი ნაზად" ჰუმანისტი მკვლელები ვართ
smile_060.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ka_ta_rina
post Mar 8 2006, 02:03
#19 

Amateur Amateur
5,259


მე ვფიქრობ რომ ხელოვნებაა. იმედი მაქვს რომ კინოსთანაც მექნება ოდესმე შეხება ახლო .გმირები გადასაღებად უკვე დიდიხანია არჩეული მყავს.და საერთოდ ვფიქრობ(ვიცი რომ დას წინ წერტილი არ იწერება)რომ ყველაფრის დაყვანა შეიძლება ხელოვნების დონემდე ანუ ყველა დარგის
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 02:04
#20 

Photographer Photographer
8,572



n.n.n.,-----მა რა ჯანდაბააა????

Added @
ka_ta_rina,___ განურჩევლად ყველასი????

Added @
რაც არ უნდა მაგარი სანტეხნიკი იყო ,როგორ შეძლებ მილების გადაბმას ისე რომ ვიგაცამ იმაში ხელოვნება დაინახოს????
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ka_ta_rina
post Mar 8 2006, 02:12
#21 

Amateur Amateur
5,259


შეიძლება დაფიქრდი და მიხვდები როგორც ოღონდ ეს ჩემი სუბიექტური აზრია ეხლა მაგი რო ავხსნა ძაან ბევრი უნდა ვწერო
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Mar 8 2006, 02:16
#22 

Photographer Photographer
1,559


ka_ta_rina,
თუ მართკუთხაა და თანაც არც ფირი იდება შიგ, ესე იგი შოკოლადისაა! გემო არ გაუსინჯე? smile.gif
დაპოსტე კამერის იმიჯი, საინტერესოა. გეტყვი რა არის და "რასთან ერთად იჭმევა".

Nata,
ო, რა დამაინტრიგებელია! იქნებ მოგვიყვე კიდეც? smile.gif

archigio,
n.n.n.,
რატომ არის წამის გაშეშება საინტერესო? ეგ ხომ სასწაული აღარაა უკვე 100 წელზე მეტია?! იმიტომ ხომ არა, რომ იმ გაშეშებული წამის სილამაზეა სწორედ მთავარი? ცხოვრება რომ კინოფირივით წამში 24 კადრით გარბის, სად გვცალია თითოეულ კადრს გამოვეკიდოთ. აი 36 კადრში რომ დავიჭერთ იმ ერთს და განუმეორებელს და დავასამუდამოფიქსირებთ ესაა მკვლელობა?!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 02:18
#23 

Photographer Photographer
8,572


ოკ არ ახსნა მარა მაინც ვერ დაგენთანხმები!!! ყველაფერის ხელოვნებამდე აყვანა "აფსურდამდე" მიგვიყვანს! ------ ეს კი ჩემი სუბიექტური აზრია!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ka_ta_rina
post Mar 8 2006, 02:21
#24 

Amateur Amateur
5,259


შოკოლადის არაა დიდიხანია მიდევს და არ დადნა huh.gif ,შოკოლადისაც რომ იყოს ვადა ექნება გასული tongue.gif ,ეხლა ძაან მეზარება უზრდელობაში არ ჩამითვალოთ და მერე აუცილებლად მოვწერ რა არის თუ რამე ციფრის ან სახელის მაგვარი ეწერა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nata
post Mar 8 2006, 02:21
#25 

Amateur+ Amateur+
3,075


არა ბატონო! ეგ ჩემთვის მეტად ღირებული განცდაა და არ ვაპირებ მაგაზე ნებისმიერთან ვისაუბრო! ეს ირონიული ტონიც არაა, მგონი, საჭირო!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
ka_ta_rina
post Mar 8 2006, 02:22
#26 

Amateur Amateur
5,259


მე პატივს ვცემ სუბიექტურ აზრებს, ის კი ჩემი სუბიექტური აზრია მაგრამ ამას სრულიად გაანალიზებულს ვამბობ ანუ ამაზე მართლა მიფიქრია და მისაუბრია კიდეც

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 02:24
#27 

Photographer Photographer
8,572


Bidzia Babua,--- მერე რა რომ 100 წელია წამის გაშეშება ვისწავლეთ! მასე რომ მივუდგეთ მაშინ ჭადრაკი რამდენი ხანია არსებობს მაგრამ დგემდე საინტერესოა !!! არის რაგაც რაგაცეები რაც ყოველტვის საინტერესო იქნება! და ადამიანს მიიზიდავს!!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Bidzia Babua
post Mar 8 2006, 02:26
#28 

Photographer Photographer
1,559


Nata
ვწუხვარ თუ ჩემს რეპლიკაში ირონია გამოჩნდა.
მჯერა რომ ეს ძალიან სერიოზულია
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
archigio
post Mar 8 2006, 02:27
#29 

Photographer Photographer
8,572


ka_ta_rina,,--- ასევე მეც !!! ყველა ადამიანი ინდივიდია და ყველას თავის ხედვ აქ!!!! ეგრეა მაგრამ Zნელია ადამიანს აზრი შეაცვლევინო!!

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
n.n.n.
post Mar 8 2006, 02:31
#30 
Unregistered





მე პირადად მსიამოვნებს ჩემი ინტერესი, იმიტომ რომ ყველაფერი მალე მბეზრდება.

ნატა მეც ძალიან მაინტერესებს ყველანაირი ირონიის გარეშე მაგრამ მართალი ხარ პირადულ განცდებზე აქ არ გინდა დაწერა.
  · ·
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 28th May 2024 - 20:51

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'