თუ მისი აზრი საზოგადოდ მიუღებელია, მაშინ გაქვს უფლება, რომ შეაცვლევინო! (პრინციპში, არც მაშინ არა გაქვს!) დღესდღეობით ფოტოგრაფია საკმაოდ ხელმისაწვდომ დარგია ხელოვნებისა, ამიტომ ვერავის ვერაფერს დაუშლი, და, ეგ, მგონი, კარგიცაა!
ოკ, ჯერჯერობით ასეთი აზრი გამოიკვეთა: კამერას ხელში ვიღებთ იმისათვის რომ გავაშეშოთ კადრი, ჩავიდინოთ მკვლელობა, გავუსინჯოთ გემო, ვიცოცხლოთ ბოლოს და ბოლოს... ეხლა წავალ და დავიძინებ. ეგეც საჭიროა დროებით!
კარგი დისკუსია გაგიჩაღებიათ სანამ პასუხს გასცემ კითხვაზე, რატომ აიღე კამერა ხელში, ჯერ იმ მიზეზებზე უნდა იფიქრო, რამ მიგიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ კამერა აიღე ხელში. მაგის თქმა კი თითქმის შეუძლებელია. მხოლოდ იმის შემდეგ შეძლებ გასცე პასუხი კითხვაზე - რამ ამაღებინა კამერა ხელში, როცა შენი Fოტოები რაღაცას მოგცემს. ეს რაღაცა კი უნდა იყოს საწყისი - რა დევს შიგ. როცა ადამიანის შემოქმედება მის სულთან ერთიანდება [და არა, როცა მისი სულის ნაწილი ხდება], მხოლოდ მაშინ სწვდება ის ამის გამომწვევ მიზეზს, როგორც დაავადების ეტიოლოგიის დადგენაა შეუძლებელი კულმინაციამდე, სანამ საინკუბაციო პერიოდი გავა. ყველაზე მაგარი FოტოგრაFებიც და არა მარტო, ხომ თითქმის "პერედ სმერტი" ხვდებოდნენ თავისი არსებობის მიზანს და შედეგს...
მე ვფიქრობ ადმიანი თავის უსუსურობას გაურბის, თავს აფარებს რაღაც-რუღაცეებს იქნება ეს აინშტაინის თეორია თუ ფოტოგრაფია თუ სანტეხნიკობა, რომ თავისი არსებობა გაამართლოს და აზრი შესძინოს და ასე შემდეგ. ზოგი კამერით ხელში გრძნობს ალბათ თავს დაცულად ზოგი იარაღით. კარგად რომ დაფიქრდე ეს კამერით სრბილი არ არის ჯანსაღი, რაღაც მანიის მსგავსია მგონი ჯობია დროზე შევეშვა
ოჰო, ნინოც მოსულააა! მართალი ხარ, ჩემო კარგო! თუმცა ერთი გამონაკლისი არსებობს, რომელმაც მანამდე იცოდა, რატომ იღებდა ხელში აპარატს, სანამ აიღებდა ! პ.ს. როგორ ხარ? გავიგე ქუთეისშე ,,საწარმოო ტრავმა" მიუღიაო? რიგზეა ყველაფერი?
კამერით სირბილს რაც შეეხება მანიაა რაგაც ასპექტში!!! ყველა მანიაკიც სიამოვნებას ღებულობს ამისგან და შენ თუ მართლა დაავადებული ხარ ფოტოგრაფიით მაშინ ასე ადვილად ვერ დაანებებ თავს
კი კი გადავრჩი, სლავა ბოგუ ეგეთი აღმოჩნდა ჩემი დოსკონალნოე ზნაკომსტვო ს კუტაისი ხვალ იქნება რეპორტაჟი მე როგორც ყოველთვის, აბდაუბდა შემოვაგდე და იჩხუბოს ეხლა ხალხმა წავედი აბა მე, თქვენ იცით, დამხვდება ხვალ დილით ეს თემა გატენილი
არა, რატომ აბდაუბდა! მართალი ნათქვამი იყო ეგ! ღმერთმა დაიფაროს ყველა შემოქმედი, რომ მალევე ჩასწვდეს თავისი ნამოქმედარის და ,,სამოქმედარის" არსს, თორემ უნდა დაიკრიფოს გულზე ხელი და ეგაა!
აქ რაც არ უნდა ვიჯაბაასოთ მაინც ვერავინ ვერ მიხვდება რატომ ავიგე ფოტოაპარატი!! არც მე არ ვიცი და იმიტომ!! Added @ არაა ეგრე??? ------------------ ეგრეა!!! Added @ მემგონი ამ ფრაზით თემაც მივასტოპე !!!! ბოდიში არ მინდოდა
მე ზუსტად ვიცი რატომაც ავიღე და დროზე გავედი აქედან არ არის საჭირო ყველაფერში ჩაღრმავება გსიამოვნებს გადაიღე!!! ბევრი თუ ვიფიქრე ეხლა ამაზე გადაღებაც შემზიზღდება და უაზრობად ჩავთლი ბიძია-ბაბუა შეეშვით ინტრიგას
მეც მანდავარ!!! ერთია ძალიან მაგარი რომ ბოკეზე ყველას ერთი რაგაც გვამოძრავებს!!! ერთი ინტერესი გვაქ და ერთმანეთსაც ადვილად ვუგებთ!!!! ეს შეუფასებელია!!!
მე პროფესიით მომავალი რეჟისორი ვარ და ფოტო კამერა მეხმარება ვისწავლო! ვისწავლო კადრი, დავინახო! ვცდილობ ყოველთვის შინაარსიანი ფოტოები გადავიღო და არა უბრალო გაცვეთილი და შაბლონური! არ მაქვს კარგი კამერა და ამიტომ არაა მარალი ხარისხიც! მაგრამ მაინც მიუხედავად ყველაფრისა მე ჩემი ნამუშევრები იდეურად საკმაოდ გამართული და არც თუ ურიგო მგონია! ამიტომ ვაგრძელებ გადაღებას და აქ ატვირთვას!
ბავშვობიდან საშინლად მიყვარდა კინო (თეატრი - არა, ჩემთვის გადაჭარბებული არტისტიზმის გამოვლინებაა და უმრავლეს შემთხვევაში მაღიზიანებს, თუმცა ეს ცალკე განხილვის თემაა).
კინო იმდენად მიყვარდა (და დღესაც მიყვარს), რომ კარგა ხანს სარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება. თუმცა მერე მივხვდი, რომ ჩემში არ იყო საკმარისი რესურსები საამისოდ და გადაწყვეტილება იურისტობის სასარგებლოდ მივიღე. (ისე, ეხლა ამის შეცვლაზეც ვფიქრობ )
კინოს სიყვარულმა ფოტოგრაფიითაც დამაინტერესა. არ ვთვლი, რომ მე განსაკუთრებული პრეტენზია შეიძლება მქონდეს ფოტოგრაფიაში, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების შემადგენელ ნაწილია, რაც სიამოვნებას მანიჭებს. და ბედნიერი ვარ რომ როგორღაც, შემთხვევით თუ არაშემთხვევით მოვხვდი BOKE-ზე და იმას რაც მანამდე მხოლოდ სურვილი იყო, ცოტათი მაინც ვისრულებ)
რატომ ვიღებ ხელში ფოტოაპარატს - პრინციპში პასუხგაუცემელი დამრჩა.
ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრება გავიხანგრძლივო. წამის შეჩერება მოკვლას კი არა, პირიქით, მისთვის სიცოცხლის სამუდამოდ შენარჩუნებას ნიშნავს ჩემი აზრით
ჰმმ რატომ ვიღებ კამერას ხელში? მდაა სიმართლე გითხრა არ ვიცი რატომ უბრალოდ დროთაგანმალობაში კამერით ხელში აღმოვჩნდები ხოლმე ისეთ სიტუაციაში სადაც რაღაც მომენტს ვხედავ და მინდა დავაფიქსირო, უფრო სწორად ჩემ წარმოსახვაში ვხედავ იმ მომენტს და მინდა ეს ყველაფერი კამერაში გადავიტანო მეტ ნაკლებად შემთხვევით თუ ძალით გამომდის ხოლმე რაღაცა
მე გადაღების პროცესში მაინტერესებს , ის ობიექტი, რასაც ვიღებ როგორ ირეკლავს სინათლეს, და სადამდე შეუძლია სინათლეს თამაში, და საერთოდ რასაც ვიღებთ მხოლოდ სინათლეების ანარეკლია? და რაც უფრო დიდი ხანია ვიღებ მით უფრო ვრწმუნდები რომ წამის გაჩერება , მოკვლა და e.t.c. საერთოდ არაფერ შუაშია!!!
ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა:
როცა მიხვდები, რომ შენს პატარა ოთახში იმდენი ფოტოს გააღება შეგიძლია რომ შეიძლება ამას მთელი შენი ცხოვრება დასჭირდეს და მაინც არ გეყოსო, ფოტოგრაფი მაშინ ხაროო
ეს მენიშნა, რაღაც, რომ, არც წამებს ვაჩერებთ და არც რეალობას ვაფიქსირებთ. დღეს ვაკისპარკის ფოტოებს ვათვალიერებდი, ძალიან კარგებია, და რამდენი ადამიანიც იღებდა იმდენნაირად არის დანახული, ერთიდაიგივე წერტილებიც კი რადიკალურად განსხვავდება სხვადასხვა ადამინის დანახულიდან.
ანუ "გაცურებული კადრები" ჩვენს ობიექტივებში არეკლილი სინათლეებია მხოლოდ.
მე ძალიან მიყვარს ეს ძიება და ამიტომაც ვიღებ ფოტოებს
Bidzia Babua მე გადაღების პროცესში მაინტერესებს , ის ობიექტი, რასაც ვიღებ როგორ ირეკლავს სინათლეს, და სადამდე შეუძლია სინათლეს თამაში, და საერთოდ რასაც ვიღებთ მხოლოდ სინათლეების ანარეკლია?
როცა მიხვდები, რომ შენს პატარა ოთახში იმდენი ფოტოს გააღება შეგიძლია რომ შეიძლება ამას მთელი შენი ცხოვრება დასჭირდეს და მაინც არ გეყოსო, ფოტოგრაფი მაშინ ხაროო
თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანის დაწერილია პირველი არადამაჯერებელია... მეორე ძალიან პესიმისტური. შენი ფოტოები კი მშვენიერი.... ვერაფერი გავიგე
ეკატერინესი უფრო მესმის როდესაც ამბობს: "-რატომ ვიღებ ხელში ფოტოაპარატს - პრინციპში პასუხგაუცემელი დამრჩა."
Added @
QUOTE(Gajet @ Mar 8 2006, 10:28)
არ მაქვს კარგი კამერა და ამიტომ არაა მარალი ხარისხიც! მაგრამ მაინც მიუხედავად ყველაფრისა მე ჩემი ნამუშევრები იდეურად საკმაოდ გამართული და არც თუ ურიგო მგონია! ამიტომ ვაგრძელებ გადაღებას და აქ ატვირთვას!
იქნებ მითხრას მაინც ვინმემ ბოლოს და ბოლოს - რა ჯანდაბას გულისხმობთ აქ მაღალ ხარისხში????? იქნებ მაშინ საერთოდ აღარც გამოვგზავნო არაფერი?!
ბიDია ბაბუა ეხლა ვწერ დანაპირებს აპარატის შესახებ აპარატის ყუთია სტაფილოსფერი აწერია 110 pocket camera color lens made in japan electroflash თვითონ აპარატს აწერიაMIKONAაქვს მრგვალი სტაფილოსფერი ღილაკი ასევეON და OFF კიდე აცერია700 Iso200 4_7Ft iso400 5_11ft მე აზრზზე არ ვარ რას ნიშნავს