BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
10 გვერდი « < 3 4 5 6 7 > »  
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ქოლგაზე ვერ მოხვედრილი ფოტოები

| |
Mikheil Samkharadze
post May 2 2011, 13:43
#121 

Amateur+ Amateur+
22,472


olala,
დავუკავშირდი ქოლგის ორგანიზატორს, ხაინდრავას, მაგრამ კრიტიკაზე ისეთი პროტესტის გრძნობა გამოტქვა, აზრიც არ ჰქონდა მასთან საუბარს. ადამიანი როცა დაბრმავებულია და ფიქრობს რომ მხოლოდ ისაა მართალი და სხვა ყველა სცდება ის არის ავადმყოფი და მასთან რამე არგუმენტირებული კამათი და განხილვა შეიძლებელია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chalo
post May 2 2011, 15:10
#122 

Amateur Amateur
3,500


ოლალალალალა

მაშინ როცა,20 წელია საქართველო გვიწევს არჩევანის გაკეთება ცუდსა და ძალიან ცუდს შორის,ან ცუდსა ან არაფერს შორის გიწევს ცუდის არჩევა,და მაგაზეა აქ ლაპარაკი რომ უნდა ხალხს ნორმალური რაიმე კონკურსი,ზეთს ოლ

კიდევ კაი ფოტო არ გამიტანია,თორემ როგომ დამაყვედრებდნენ გაიტანე და ლაპარაკობო
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 2 2011, 15:22
#123 

Amateur Amateur
1,507


olala

მე პროფესიით ჟურნალისტი ვარ და მხოლოდ ფაქტებით ვსაუბრობ. ალბათ ხედავთ, რომ ჟიურის იმ წევრების შესახებ, რომელთაც რაიმე მაინც აქვთ გადაღებული, ქვეშ არაფერი მიმიწერია.
მათ ფოტოებს რაც შეეხება, ეს გემოვნების საკითხია და მე მომწონს თუ არ მომწონს, აქ ჩემს აზრს არავითარი მნიშვნელობა არააქვს და ამით არაფერი შეიცვლება.

მე უბრალოდ დამაფიქრა იმ გარემოებამ, რომ უკვე 3 თუ 4 წელია, ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს ერთიდაიგივე პოლინური (და ამას ხაზს ვუსვამ) ჟიური აფასებს. რა კრიტერიუმებით და რა განზრახვით გადაწყვიტეს კონკურსის ორგანიზატორებმა ამ ერთიდაიგივე ხალხის, კონკურსის ჟიურიში მოწვევა? თქვენ არ გიჩნდებათ კითხვა: რატომ სულ ერთიდაიგივე?

ცხადია ადამიანების გემოვნებები იცვლება და ფოტოგრაფებიც ცვლიან თავიანთ შეხედულებებს, მაგრამ არა 1 და 2 წელიწადში. ასე რომ იმ ერთიდაიგივე ჟიურის, წლების მანძილზე შერჩეული ფოტოებიც, რა თქმა უნდა ძალიან არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ალბათ დამეთანხმებით, რომ კონკურსები მეტნაკლებად აყალიბებენ დამწყები ფოტოგრაფის გემოვნებას და კონკურსზე გამარჯვებული ფოტოები დამწყებს მიაჩნია ამოსავალ წერტილად და ცდილობს მისი ნამუშევრებიც მას მიამსგავსოს, სტილისტურად თუ იდეურად. ასე რომ რა გამოდის? "ქოლგის" სახით ვღებულობთ ერთგვარ პოლონურ შტამპს, რომელითაც უნდა იხელმძღვანელოს დამწყებმა ფოტოგრაფმა...

სამწუხაროდ მე დრო არ მაქვს რომ შევისწავლო მოცემული პოლონელი ფოტოგრაფების მანუშევრები და შემდეგ მათ მიერ "ქოლგაზე" ამორჩეულ ფოტოებთან გავავლო პარალელები, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ადამიანს რა გემოვნება და ხედვაც აქვს ისეთივე ფოტოებს იღებს და ისეთივე ფოტოები მოსწონს. გამოდის რომ, თუ ფოტოგრაფს ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება სურს, უნდა იხელმძღვანელოს იმ კრიტერიუმებით, მოეწონება თუ არა პოლონელს (რადგან სულ ისინი არიან ჟიურიში) მისი ფოტო. იქნებ პოლონელს არა და ფრანგს ან პორტუგალიელს მოსწონს?!


კითხვაზე, თუ მე ვის მოვიწვევდი ჟიურიში, მხოლოდ ერთადერთი პასუხის გაცემა შემიძლია: თუ კონკურსს ამბიცია აქვს, რომ მიუკერძოებელი და თავისუფალი კონკურსია, მაშინ ყოველ წელს უნდა იცვლებოდეს როგორც ჟიურის შემადგენლობა, ასევე მათი წარმომავლობაც. უბრალოდ საკვირველია, რატომ გადააკვდნენ ამ პოლონელებს. რა, შორს რომ არ წავიდეთ, თუდნაც თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, სხვა ქვეყნებში ამ პოლონელებზე ნაკლები ფოტოგრაფები და ხელოვნებათმცოდნეები მოიპოვება?

წინა პოსტშიც დავწერე და ეხლაც ვიმეორებ: უცხოელი ჟიური არ ნიშნავს იმას, რომ ის მაიცადამაინც მიუკერძოებელი იქნება. თან ისეთი ჟიური, რომლისთვისაც "ქოლგა" უკვე სამსახურად იქცა.

ხოლო პასუხი კითხვაზე, თუ რას ვერჩით ამ "ქოლგას", ერთადერთია: "ქოლგა" ჯერჯერობით მონოპოლისტია და ამიტომ არის ყველას ყურადღება მისკენ მიბყრობილი. ყველანაირი კრიტიკა და მოწონებაც მხოლოდ მისკენაა მიმართული, იმიტომ რომ ერთადერთია. ალტერნატივა იმაშია, რომ შეიქმნას და დაფუძნდეს ანალოგიური კონკურსი-(ები) და გაუწიოს კონკურენცია. ხოლო როდესაც მიხვდებიან ქოლგის ორგანიზატორები, რომ მას კონკურენტები გამოუჩნდა, და ხალხი მხოლოდ მათ გემოვნებაზე აღარაა დამოკიდებული, შემდეგ უკვე კრიტიკასაც მიიღებენ და რაიმეს შეცვლაზეც იზრუნებენ. როდესაც სალაპარაკო თემა გახდება, რომ რომელიმე ამა თუ იმ კონკურსის, ამა და ამ წლის კატალოგი, ქოლგის კატალოგს "ათასჯერ" ჯობდა, უკვე სხვანაირი სიტუაცია იქნება და ქოლგაზე ამდენს აღარავინ ილაპარაკებს.

სამწუხაროა, რომ საქართველოში არ ვარ. სიამოვნებით დავეხმარებოდი შეძლებისდაგვარად, ალტერნატიული კონკურსის ორგანიზატორებს საორგანიზაციო საკითხებში.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 2 2011, 15:23
#124 

Amateur+ Amateur+
7,355


BMW ვს Mercedes ის თემას გავს DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 2 2011, 15:40
#125 

Amateur Amateur
1,507


QUOTE(kesha @ May 2 2011, 10:43)
olala,
დავუკავშირდი ქოლგის ორგანიზატორს, ხაინდრავას, მაგრამ კრიტიკაზე ისეთი პროტესტის გრძნობა გამოტქვა, აზრიც არ ჰქონდა მასთან საუბარს. ადამიანი როცა დაბრმავებულია და ფიქრობს რომ მხოლოდ ისაა მართალი და სხვა ყველა სცდება ის არის ავადმყოფი და მასთან რამე არგუმენტირებული კამათი და განხილვა შეიძლებელია.
*



არცაა გასაკვირი. საქართველოში ხომ "მე ვარ და ჩემი ნაბადი"ს პრინციპი მოქმედებს, სანამ მეორე ნაბდიანი არ გამოჩნდება.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post May 2 2011, 15:55
#126 

Amateur+ Amateur+
3,330


უფრო მარტივადაა საქმე ვიდრე აქ დავა მიდის რა, მაგალითად მე ვარ ქოლგას ორგანიზატორი ხო და ვაკეთებ ესეთ კონკურსს კარგია ცუდია როგორიცაა რა, გინდა მიიგე მონაწილეობა არაა და კარგად გქონია საქმე რა იმ ხაინდრავასია და როგორიც უნდა ისეთია რა მოგწონს მიიღე არა და გაიარე რა smile.gif რა ტვინი წაუღეთ ამ ქოლგას ესეთია და ვსო. ეს თემა მეთქი უბრალოდ გალერეისთვის იქნებოდა რა ფოტოები გვქონდა გატანილი და მაგიტომ დავდე ფოტოები smile.gif მარა აქ უკვე დაბოგმილი ხალხის ლაპარაკს ემსგავსება ყველაფერ კი ბატონო მჯერავს რომ არ ხართ დაბოღმილი მარა ვიღაცამ რო შეხედოს ესეთი შთაბეჭდილება რჩება ....
Added @
პ.ს. მეც ვიცი რომე არაა ობიექტური კონკურსი და ასე შემდეგმაგრამ ესეთია მინდა მივიღებ მონაწილეობას არადა რა ჩემი საქმეა როგორიც უნდა ისეტი იყოს რა სხვა ცოტა კონკურსია საერთაშორისო მაშტაბით იქ მიიღეთ მონაწილეობა .
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 2 2011, 17:05
#127 

Amateur Amateur
1,507


tsumbusha

ვიღაცის შთაბეჭდილებების შესაქმნელად არაა ეს პოსტები. აქ ჩვენ, ჩვენს აზრებს ვუზიარებთ ერთურთს ამ თემის გარშემო.
დაბოღმილობას რაც შეეხება, აქ ისეთი ხალხიც ბევრი ვართ საერთოდ რომ არ გვქონია ქოლგასთან შეხება და არც ფოტო გაგვიგზავნია, ამიტომ დაბოღმილებიც ვერ ვიქნებით.
ხოლო ის, რომ რაიმე თემის გარშემო ადამიანმა შენი აზრი გამოთქვა, თუნდაც კრიტიკული, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაბოღმილი ხარ და რაიმე ცუდი გინდა თემის ადრესატისთვის.
ჩვენ ვმსჯელობთ იმიტომ, რომ თუ როდესმე საფუძველი ჩაეყარა სხვა ალტერნატიულ კონკურსს, ამ მსჯელობის და აზრების საფუძველზე მაინც გვეცოდინება თუ როგორი არ უნდა იყოს კონკურსი და რა შეცდომები არ უნდა იქნას დაშვებული. ეს არის და ეს, თურე არც ქოლგას, არც მის ორგანიზატორებს და არც ჟიურის ამ პოსტებით არაფერი შეემატებათ დარწმუნებული ვარ. რადგან ქარავანი ალბათ არასოდეს გაჩერდება, ძაღლმა რაც არ უნდა იყეფოს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post May 2 2011, 18:05
#128 

Amateur+ Amateur+
8,113


LOOSER

არ მიწყინო და თუ არ გსიამოვნებს ნუ შემოხვალ თემაში და მითუმეტეს ცინიკურ პოსტებს ნუ აკეთებ!
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
olala
post May 2 2011, 22:45
#129 

NewBie NewBie
219


მაგbesos,
ეტყობა სხვა უკეთესი ფოტოგრაფები ვერ იპოვეს და იმიტომ გადაეკიდნენ მაგათ DDDD.gif
მე მაგ ფოტოგრაფებს შორის ერთ-ერთი ფოტოები ვნახე, რომელიც როგორც ჩანს სამოდელო, კომერციული ფოტებითაა დაკავებული და თან საკმაოდ კარგადაც გამოსდის, მაგრამ ქოლგაზე მსგავსი ჟანრი შეიძლება ითქვას საერთოდ არ გააქვთ.

მემგონი ძალიან რთულია 100ეულში ჩაატიო ყველა ჟანრი. მე ნამდვილად არ მგონია რომ ვინმე ქოლგას კატალოგს ქართული ფოტოგრაფიის სარკედ და ამოსავალ წერტილად უნდა თვლიდეს.

ყველაფერი იხვეწება კონკურენციის დროს და თუ ქოლგას არასოდეს ეყოლება კონკურენტები შეიძლება იფიქრონ კიდეც რომ ძალიან მაგრები არიან და აქ ბოკეზე დაწერილი 10-20 კაცის კრიტიკას ყურადღებას არც მიაქცევდნენ.

კიდევ იმათ ვისთვისაც ეს კონკურსი აუტანელია, ვურჩევდი რაიმე საერთაშორისო კონკურსზე გაიტანონ თავისი ფოტოები სადაც ჟიურის წევრებით მაინც ქინებიან კმაყოფილები. მემგონი თუ მოინდომებთ არ იქნება პრობლემა მსგავსი კონკურსის მოძებნა. smile.gif

Chalo,
მაგარ ფოტოგრაფებს რომ არ გაგაქვთ ფოტოები იმიტომაა რომ ქოლგის კატალოგი ასეთი მდარე ფოტოებითაა სავსე : ))

kesha,
რამოდენიმე კაცის ზარი მაგას ვერ შეცვლის. დაიწეროს რაიმე სტატია მათი კრიტიკის რაიმე გავლენიან ჟურნალში ან ბლოგზე, გახსენით თუნდაც Facebook გვერდი, ნუთუ რთულია ამისი ორგანიზება? :/
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
galerea
post May 2 2011, 22:46
#130 

Validating
33


besos,
+1
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
galerea
post May 2 2011, 22:59
#131 

Validating
33


მე ვიცი ასეთი შემთხვევა: "ქოლგის" ასეულში ვერგასულმა ფოტომ ევროპის ერთ-ერთ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა!?
თუ ჟიური ვერ ახერხებს ყველა ფოტოს ნახვას, მაშინ შეიზღუდოს ფოტოების რაოდენობა, მაგრამ ეს, ალბათ, უკვე ბიუჯეტს შეამცირებს.
ბოღმა აქ არაფერ შუაშია - არჩევანის საშუალება უნდა გქონდეს!!!
besos,გეთანხმები, თუ ასეთი მასშტაბური კონკურსი ერთადერთია, ბუნებრივია, მონოპოლისტად იქცევა, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post May 3 2011, 01:45
#132 

Amateur+ Amateur+
22,472


olala, დაიწერა ეს სტატია: http://kesha.wordpress.com/2010/05/10/“...იჯი-წ/ და ძალიან ბევრ ბლოგზე გავრცელდა და პირადად ბესო ხაინდრავასაც მივაწოდე და ლანძღვის მეტი ვერაფერი მოვისმინე მე მისგან. ერთი არგუმენტიც კი არ უთქვამს.

კარგი ბატონო, შევთანხმდეთ, რომ ქოლგა არჩევს 100 საუკეთესო ჟანრულ ფოტოს - შენი აზრით ეს 100 ფოტო შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესო ჟანრულ ფოტოებად? საქმეც ესაა რომ არც ჟანრში არ არის ეს ფოტოები საუკეთესო ნიმუშები.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post May 3 2011, 11:50
#133 

Amateur+ Amateur+
3,330


მოკლედ 9 მაისს 20:00 საათზე არის გახსნა ქოლგის მოდით და იქ ნახეთ ეს სალანძღავი ფოტოები, ხოლო 12 მაისს 19:00 საათზე გამარჯვებულის დაჯილდოვებაა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 3 2011, 11:54
#134 

Amateur+ Amateur+
7,355


Nikoloz Mameishvili

არ გიწყენ მარა თემას მიმართულება არ აქვს.

ყველა თავისას წერს. მეც გამოვხატე აზრი მაგრამ, მანამდე რაომ ვაკეთებთ ამას როცა ფოტოები არ გვინახავს იქ რამოხვდა? diax.gif diax.gif

ცინიკური არაფერია არცერთ პოსტში.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post May 3 2011, 12:00
#135 

Amateur+ Amateur+
8,113


განვლილ კონკურსებზე ხომ გვინახავს smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 3 2011, 12:04
#136 

Amateur+ Amateur+
7,355


Nikoloz Mameishvili

განვლილი კონკურსი ეხლანდელთან რაშუაშია?

მაშინ განვლილ კონკურსსზე ვერ მოხვედრილი ფოტოები დადეთ და მაშინ ექნება პირდაპირი და კონკრეტული მიმართულება თემას.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post May 3 2011, 12:15
#137 

Amateur+ Amateur+
8,113


აქ მიდის ლაპარაკი ზოგადად ქოლგაზე, უბრალოდ დაიდო ეხლანდელი ფოტოები, თუმცა თემას თუ გადახედავ ძველი ფოტოებიც დაიდო.

ფორუმის თემაა, სასამართლო პროცესი ხომ არა, ზედმიწევნითი წესრიგი, რომ დავიცვათ...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post May 3 2011, 12:16
#138 

Amateur+ Amateur+
3,330


ამ სტადიაში რა ვერ გავიგე იციით ეს დევნილების ფოტოები რატო გავიდა და ასე შემდეგ, ფოტო თუ გამართულია ემოციური და დოკუმენტალისტურია რა მნიშვნელობა აქვს დევნილზეა თუ მკვდარზე გადაღებული ? ან ჩამოვუარო და დევნილებს გადავუღო რო მქონდეს ეგეც ვერ მივხვდი რაშუაშია. ან აქციის ფოტო რატო უნდა გავიდეს კონკურსზე რო იძახიან ხოლმე აქ, ეგეც რა შუაშია თუ ძლიერი ფოტოა რა აზრი აქვს სადაა გადაღებული. ან როგორ ფიქრობ მარტო დანგრეულ კედელთან თუ გადაუღებ დევნილს მარტო ეგაა? თუ შენ ესე მარტივი გგონია სცადე მსგავსი ჟანრი და როგორ გაგიადვილდება ვნახავ smile.gif ბევრად უფრო ადვილია პეიზაჟი გადაიღო იქ ის მთააა თუ ტბა არსად წავა და სუერთ ადგილასაა, რამდენიც გინდა უღე სუ იქ იქნება, აი ქუჩის ფოტოგრაფიაში და ჟანრში კი ყველაფერი სხვაგვარადაა ის კადრი რასაც იღEბ შეიძლება წამის მეასედი გრძელდებოდეს და ეგ უნდა დააფიქსირო, ამ დროს უნდა მოასწრო კადრის დანახვა აწყობა და ზუსტი განწყობის დაჭერა, ეს კადრი კი არასდროს დედამიწის არრსებობის მაNძილზე აღარ განმეორდება ერთადერთი და უნიკალური იქნება ყოველთვის. ხოლო იმ MთIს და ტბის ფოტო მილიონობით ადამიანს ექნება შენი მსგავსი ფოტო, აი ამიტომ ანიჭებენ უფრო მეტ მნიშვნელობას ჟანრულ და დოკუმენტალისტურ ფოტოებს ვიდრე მთის და ზღვის ფოტოებს smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 3 2011, 12:19
#139 

Amateur+ Amateur+
7,355


Nikoloz Mameishvili,
QUOTE
აქ მიდის ლაპარაკი ზოგადად ქოლგაზე


ეს ამდვილად არ ხდება ამ თემაში.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post May 3 2011, 12:21
#140 

Amateur+ Amateur+
3,330


http://www.archive.worldpressphoto.org/years თვალს წყალი დაალევინეთ smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Mikheil Samkharadze
post May 3 2011, 12:27
#141 

Amateur+ Amateur+
22,472


tsumbusha,
2010 წლის ფოტოკონკურსი ქოლგა იყო მარაზმი, სათაურით "დევნილები, დევნილები და დევნილები".. კვერცხობაა

მე იმას ვამბობ, რომ თუ გინდა მსგავსი ფოტოებით დააკომპლექტო 100 საუკეთესო ფოტოს ადგილი, მაშინ პირდაპირ გამოაცხადე რომ მიიღება ფოტოები დევნილების თემატიკით ან მიიღება მხოლოდ ჟანრული ფოტოები. ჩაკვეხებული და ყურით მოთრეული ნომინაციები და მერე ამ ნომინაციების შეტენვა ვიღაცებისათვის დებილობაა, არასერიოზულია და ხამობაა
Added @
tsumbusha,
და საერთოდაც: რატომ გგონია რომ პეიზაჟი ისეთი მარტივია რომ ვისაც გაუსწორდება ყველა უმაღლეს დონეზე გადაიღებს?

ჯერ ის გაითავისე რამდენი ადამიანი ადის ყოველწლიურად იმ მთამდე, და მერე ის დათვალე რამდენს შეიძლია მაგ ხალხიდან კარგად გადარება.

აქციაზე ყველას სეგვიძლია მისვლა. 100 ფოტოგრაფიდან 90-ს ძალიან ადვილად, 1 საათში შეუძლია აქციის ადგილზე მისვლა და გადარება, ეგ ნამდვილად ადვილია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post May 3 2011, 12:35
#142 

Amateur+ Amateur+
8,113


LOOSER

აბა რაზე ვლაპარაკობთ, მსოფლიო კულინარიის საწყისებზე?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tsumbusha
post May 3 2011, 13:30
#143 

Amateur+ Amateur+
3,330


გადაღება მაგრამ ქუჩაში დაჭერილი ერთი წამი უფრო ადვილია? ზოგადად გადაღებას არ ვგულისხმობ მე, როგორ გგონია ობიექტი რომელიც არ ინძრევა და საუკუნეები დგას იმის გადაღება ადვილია თუ იმის რომელიც მუდმივ მოძრაობაშია და საუკეთესო კადრი უნდა დაიჭირო smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 3 2011, 14:59
#144 

Amateur+ Amateur+
7,355


Nikoloz Mameishvili,

ლაპარაკი ძირითადად იმაზეა თუ როგორ ვერ გავიდა ჩვენი ფოტოები, ეს როგორ მოხდა smile.gif

და შემდეგ კი გარჩევა მიდის ქოლგის კონკურსის, რომ უსამართლობი არიან და ამიტომ არ მიიღეს ფოტოებიო smile.gif მეტს მე ვერაფერს ვხედვ smile.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post May 3 2011, 15:06
#145 

Amateur+ Amateur+
8,113


შენ ეტყობა სხვა ფორუმს კითხულობ ))

მე ვხედავ, რომ ლაპარაკი მიდის ჟიურის გემოვნებაზე, ჟანრების პრიორიტეტულობაზე, მაგალითები მოიყვანეს განვლილი კონკურსებიდან, განიხილავენ ზოგადად ქოლგას. საკუთარი ფოტოებზე წუწუნი მე არ მინახავს არცერთ პოსტში. რავიცი, შეიძLება მე ვკითხულობ სხვა ფორუმს ))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 3 2011, 15:50
#146 

Amateur+ Amateur+
7,355


Nikoloz Mameishvili

სხვა ფორუმს ნამდვილად არ ვკითხულობ.

რასც ვხედავ და ვკითხულობ იმას ვწერ.


უბრალოდ აზრი არ მესმის ამ თემის მანამდე სანამ ფოტოებს არ ნახავთ ქოლგაზე smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post May 3 2011, 16:34
#147 

Amateur+ Amateur+
4,684


ვერსია ნომერი ორი: ლევან, მაშინ პოსტებს არ კითხულობ.
"არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ" : )))
შენი ფოტო გავიდა. ამაშია ძაღლის თავი დამარხული და ამასთან დაკავშირებით გითხრეს კიდეც მანამდე. მაგრამ მართლა არ წაგიკითხავს ეტყობა, თორემ წესით უპასუხოდ არ უნდა დაგეტოვებინა.
თემის პირველი გვერდიდან მოყოლებული მარტო ის მომხმარებლები იცავენ ქოლგას და აპროტესტებენ თემას და პოსტებს, ვისი ფოტოებიც გავიდა წელს.
კარგით რა.. კი გასაგებია. ასე ვთქვათ, ბუნებრივიც კია, სამწუხაროდ, მაგრამ ტეხავს რა.. ერთ და ორ ფოტოზე გაყიდვა...
Added @
აქ კონკურსის სისტემაზე და პრინციპებზე ვდავობთ და არ ვიწონებთ. ამას რატომრაც ლამის პირად შეურაცხყოფად აღიქვამთ და კიდევ აქეთ გაქვთ პრეტენზია, პირადი ბოღმებიო.

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
besos
post May 3 2011, 17:26
#148 

Amateur Amateur
1,507


QUOTE(LOOSER @ May 3 2011, 11:59)
Nikoloz Mameishvili,

ლაპარაკი ძირითადად იმაზეა თუ როგორ ვერ გავიდა ჩვენი ფოტოები, ეს როგორ მოხდა smile.gif

და შემდეგ კი გარჩევა მიდის ქოლგის კონკურსის, რომ უსამართლობი არიან და ამიტომ არ მიიღეს ფოტოებიო smile.gif მეტს მე ვერაფერს ვხედვ smile.gif
*




ვერ დაგეთანხმები. ეტყობა ძალიან ზედაპირულად გადაიკითხე პოსტები. შეიძლება ზოგიერთი პოსტის ავტორის ნაწერში მართლა იგრძნობა პროტესტის გრძნობა, ქოლგის კომპეტენტურობის მიმართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე დაბოღმილია ან გამწარებული იქნევს მუშტებს.
გთხოვ არ მიწყინო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ შენ მხოლოდ პატარ-პატარა რეპლიკები გადაიკითხე ზოგიერთი პოსტიდან და ასე შეგექმნა შთაბეჭდილება ამ თემის გარშემო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ თემას ბევრი ისეთი ადამიანიც განიხილავს, ჩემის ჩათლით, რომელსაც ქოლგასთან საერთოდ შეხებაც კი არ ქონია, არათუ ფოტოები გაუგზავნია ამ კონკურსზე.
და ბოლოს და ბოლოს, ისწავლოს უნდა ქართველობამ, რომ ჯანსაღი კრიტიკა საქმეს კი არ აფუჭებს, არამედ უკეთესობისკენ უბიძგებს კრიტიკის ობიექტს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
LOOSER
post May 3 2011, 19:08
#149 

Amateur+ Amateur+
7,355


Nino Baidauri,

შენს პოსტს გულისხმობ? smile.gif

ჩემს მიმარტ სხვა პოსტს ვერ ვხედავ რომელიც უპასუხოდ დავტოვე smile.gif

ჩემი ფოტო რომ გავიდა ეს არაფერს არ ნიშნავს )))

და არც იმას რომ ვიცავ რამეს ან ვინმეს.

დაცვა ის არაა რომ ვწერ ჯერ ნახეთ და მერე გახსენით თემათქო, რომელი ფოტო რომელზე უკეთესი იყო.


1 რამ რაც დავინახე აქ ისაა რომ ამ თემის გახსნის შინაარსი იყო ის რომ დადებულიყო ფოტოები რომლებიც ვერ გავიდა smile.gif))

და შემდეგ წამოვიდა ისეთი ლაპარაკი რომ ველოდებოდი რომ გავიდოდა, რატომ უნდა გასულიყო ეეს მაინტერესებს მე რომ ელოდებოდნენ. ამის აააზრი არ მესმის, ველოდებოდი რომ გავიდოდა მარა არ გავიდა.

ანუ გამოდის რომ უნდა გასულიყო რახან ვამბობთ რომ ეს ფოტოები.


უკეთესი იქნებოდა ის რომ გვენახა რა გავიდა და შემდეგ შეგვედარებინა.

ჟიური სხვა თემაა. მე ფოტოების დადების აზრი არ მესმის და როგორც მესმის თუ რატომ დაიდო ფოტოები ამ თემაში ევით დავწერე smile.gif)))


რა დაინახეთ ასეთი რომ მე ქოლგას ვიცავ ან რახან გავიდა ჩემი ფოტო ამ შემთხვევაში რომ ვიცააავ, ან რავიცი არ მესმის. სადმე დავწერე მსგავსი რამ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
DiiiToOo
post May 3 2011, 20:36
#150 

Amateur Amateur
1,319


და კიდევ გამარჯობათ DDDD.gif)D

იცით რა მაინტერესებს?... აი რა ფოტოებიც დაიდო და ამბობთ ვერ გავიდა და აეე და უუუ... რაც გავიდა ის 100 ფოტო სრულად იხილა ვინმემ?? რატო გამოგაქვთ ნაადრევი დასკვნები? რატო იძახით რო საზიზღრობაა და საშინელებაა?,,, იქნება წელს ისეთი ფოტოები გავიდა ამ 100ეულში რომ პირიქით რომ ნახავთ გაგიქრეთ ეს პროტესტის გრძნობა? smile.gif)) არ სჯობს რომ ეს თემა 9 მაისს 20:00 საათის შემდეგ განახლდეს? უფრო ობიექთური შეფასებებით და არგუმენტირებულად იქნება ყოველი დეტალი განხილული... რავიცი..

ჩემიც გავიდა მაგრამ ეგ ნამდვილად არაფერს ცვლის... ერტადერთია რო უბრალოდ გამეხარდა, პირველი იყო ჩემთვის ასეთი რამ.. )))
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

10 გვერდი « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 21st June 2025 - 02:19

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'