BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> გქვია თუ არა ფოტოგრაფი?, თქვენი აზრი მაინტერესებს

| |
elenikoooo
post Jan 9 2009, 02:02
#1 

NewBie NewBie
10


ე.ი დავიწყოთ იმით რომ მიდიხარ მთაში.. და მოგყვება რაღა თქმა უნდა ხალხი. ნავარჯიშები. ათასგან ნასიარულები. მათ შორის "ფოტოგრაფი." შემდეგ მწვერვალებზე სიარულისას ხვდები რომ ფოტოგრაფს თუ ქვემოდან "ტალჩოკი"არ მისცეს, და ზემოდან თოკით არ აქაჩეს.ღამისთევა კედელზე ჩამოკიდებულს მოგიწევს.რადგან 4000 მეტრის სიმაღლეზე "ფოტოგრაფს" უჭირს სიარული. და ამ თრვა - თრევაში ისეთი კადრები გამაზა როოომმმ...მიმიქარავს ყველა ალპინისტური ფოტო. მაგრამ მწვერვალზე ატანილს ხელი მაინც ემორჩილება ( დაემორჩილება აბა რა.მაგის საცოცი ზემოდან თოკი უქაჩეს) და რაღაცას გააჩხაკუნებს. მერე ჩამოვა ბარში (თბილისში) ჩაუჯდება photoshop ს...თავის გემოზე მიხატ მოხატავს (მე ვერ მომატყუებს.. ნატურში ვნახე ის ფოტო,იქ მწვერვალზე) მოხატვის შემდეგ გამოფენას გააკეთებს და მოსული საზოგადოება.რომელიც აღფრთოვანებაში მოყავს ე.წ. "ფოტოგრაფის" მუშაობას, ლაპარაკს იწყებს რაღაც ახლადაღმოცენებულ სასწაულზე .---რომელიც თურმე ჩვენს რიგებში ყოფილა და ვერ ვამჩნევდით. და კიდევ კარგი რომ არსებობს მთა . სადაც მან ბოლომდე გამოავლინა თავის შესაძლებლობები.......

მოკლედ თავი რომ დავანებო ამხელა რიტორიკას გეკითხებით თქვენ "[SIZE=7][COLOR=yellow]მიგაჩნიათ ასეთი ადამიანი ფოტოგრაფად???"
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Rebecca
post Jan 9 2009, 02:35
#2 

Amateur+ Amateur+
5,674


elenikoooo,
ვსემ სვაიო!!

ვისაც მიაჩნია გაატარე და შენ ხომ იცი, დაიკიდე ....

ყველას აღმოაჩნდება ვიღაც ვინც მას აღიარებს DDDD.gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nini Mamaladze
post Jan 9 2009, 04:58
#3 

Amateur Amateur
2,028


elenikoooo,



ვაიმე ვიღაცაზე ძალიან დაიბოღმეთ?


როგორც ამ "ფოტოგრაფის" საქმიანობის აღწერაა რიტორიკული, ვფიქრობ დასმული კითხვაც იგივენაირად რიტორიკულია....

მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი........
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kamikadze
post Jan 9 2009, 05:43
#4 

Amateur+ Amateur+
11,513


elenikoooo,


ფოტოგრაფის საქმიანობა არაა არც მთაზე ცოცვა და არც რამე მსგავსი, მისი საქმიანობაა "click" და კარგი კადრი. ბევრიკადრი რომ გაუშვა ხელიდან ეგ უკვე მისი პრობლემაა მაგრამ 1 მაინც თუ გამოუვიდა ეგ მიღწევაა. ალპინისტებს ხომ არ თხოვენ კარგი კადრების გადაღებას და ვერ შესრულების შემთხვევაში ხომ არ ეუბნებიან არ ხარ ალპინისტიო? ასე რომ ნურც ფოტოგრაფს მოთხოვთ 4000 მეტრის სიმაღლეზე ალპინისტური გამძლეობის გამოჩენას smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gubazi
post Jan 9 2009, 09:31
#5 

Amateur+ Amateur+
8,114


elenikoooo,


უეჭველი ძალიან გიშალათ ნერვები :: )))

გამოუცდელი კაცი მთაში არ უნდა წაგეყვანათ და ეხლა კიდე ნუ უწყრებით...


და კიდე კამიკაძის აზრს ვიზიარებ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 9 2009, 10:23
#6 

Amateur+ Amateur+
8,113


საერთოდ ალპინისტის გასარჩევი არ არის ფოტოგრაფი ფოტოშოპით დახატავს თუ არა. ისე ზემოთ გამოთქმულ აზრს ვეთანხმები,თქვენი ბრალია თუ ძალიან მოგიშალათ ნერვები,აწი ისეთი მოძებნეთ ხეზე ცოცვაც რომ იცოდეს ან კაკ მინიმუმ ფიზკულტურის გაკვეთილები ჩაუტარეთ smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Guja
post Jan 9 2009, 10:48
#7 
Club Founder

Master Master
14,574


elenikoooo,
მე მაგალითად ძალიან კარგად მესმის თქვენი
კი რა თქმა უნდა ფოტოგრაფს ალპინისტობას ვერ მოსთხოვ და ვერც დასცინი ან გაკიცხავ სათრევი რომ გახდა მთაში
თუმცა ფაქტია ფოტოგრაფი თუა ასეთი ნათრევიც ისეთ რამეს დაინახავს და ისეთ რამეს გადაიღებს რასაც სხვა ვერ იზავდა, ვერ დაინახავდა. ფოტოშოპს ვერც მე ვერ ვიტან, მაგრამ ძალიან მძლავრი იარაღია ეგ და მაგის გამოყენებაშიც ვერ დაადანაშაულებ ვერავის.
აქ უფრო სხვა რამ არის. მე სხვანაირად დავსვამდი კითხვას, მთაში წასვლამდე იყო ის ფოტოგრაფი? მოგეხსენებათ ვისაც კამერა ხელში უკავია ყველა ფოტოგრაფი არაა, ყველა კიარა ძალიან ცოტაზე მე შემიძლა ეს ვთქვა. ჩემთვის ეს იმდენად დიდი რამ არის, რომ საკუთარ თავს ვერაფრით ვერ უწოდებ ფოტოგრაფს, თუმცა მთელი ცხოვრება კამერა მიკავია ხელში. მეორეს მხრივ ალპინისტებს რომლებიც სულაც არ არიან ფოტოგრაფი ისეთი კადრები ჩამოაქვთ მთიდან სული გეკვრება სილამაზისგან, თან ტექნიკურადაც ძალიან გამართული. რასთან გვაქ აქ საქმე? ყოველთვის ვიძახდი, ძალიან მომგებიანია მთის ფოტოების გამოფენის გაკეთება, გამოფენის კიარა თუნდაც აქ ბოკეზე ან ნებისმიერ ფოტოსაიტზე ნახეთ მთის ფოტოები ყოველთვის დიდი აღფრთოვანებას იწვევენ , მიზეზი ძალიან მარტივია, მთა მთაა და თავისთავად ლამაზია, მთა ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელია და ჩვეულებრივი სანახავი არასდროს არ იქნება, აქედან გამომდინარე რაც მიუწვდომელია და რაც თავისთავად ლამაზი უკვეა აღფრთოვანების მიზეზიცაა და გამომწვევიც. იმ გამოფენაც მიტო აღაფრთოვანა ხალხი და რახან მთის სიძნელეები ყველამ იცის ყველამაც აპატია ფოტოს!
თიკანაძეს ფოტოები ნახეთ ყველამ
გუჯაბიძეს რომ უთხრა ფოტოგრაფი ხარო მოკვდება სიცილით მარა აბა მისი ფოტოები ნახეთ თუ გაგეცინებათ.

ყველა შემთხვევაში მთაა თუ ბარი არანაირი მნიშვნელობა არააქ როდესაც ფოტოგრაფზეა საუბარი.
ფოტოგრაფი!!! რამდენია რო?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dave
post Jan 9 2009, 11:31
#8 

Amateur+ Amateur+
1,182


ფოტოშოპი რა შუაში იყო ვაბშე...
ცოტა არ იყო და უცნაური თემაა.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Avtandil Mamulia
post Jan 9 2009, 12:40
#9 

Amateur+ Amateur+
9,666


მე წამიყვანეტთ lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
marianita
post Jan 9 2009, 12:40
#10 

Amateur Amateur
2,330


ფოტოგრაფია ერთია ჩემი აზრით და ალპინიზმი მეორე smile.gif მაშ მე რაღა ვქნა მე საცოდავმა, როცა არც ერთი მეხერხება და არც მეორე smile.gif ეგ სიტუაცია მაშინ იქნებოდა საზარელი, იმ ფოტოგრაფს ტრაბახი რომ დაეწყო - იცით რა მაგარი ვარ, სულ მარტომ დავიპყარი მწვრევალიო DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 9 2009, 14:32
#11 

Amateur+ Amateur+
8,113


ისე ფოტოგრაფი ბრჭყალებში რომ წერია მაგარი პრიკოლია DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Liza Niniashvili
post Jan 9 2009, 23:01
#12 
Чайка

Photographer Photographer
17,184


Kamikadze,

QUOTE
ფოტოგრაფის საქმიანობა არაა არც მთაზე ცოცვა და არც რამე მსგავსი, მისი საქმიანობაა "click" და კარგი კადრი.


ნწუ !
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
elenikoooo
post Jan 11 2009, 20:20
#13 

NewBie NewBie
10


QUOTE(dave @ Jan 9 2009, 11:31)
ფოტოშოპი რა შუაში იყო ვაბშე...
ცოტა არ იყო და უცნაური თემაა.
*


ხოდა მეც მაგარ ვამბობ რომ უცნაურია ფოტოგრაფი და ფოტოშოპი ერთად
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kamikadze
post Jan 11 2009, 20:46
#14 

Amateur+ Amateur+
11,513


QUOTE(elenikoooo @ Jan 11 2009, 20:20)
ხოდა მეც მაგარ ვამბობ რომ უცნაურია ფოტოგრაფი და ფოტოშოპი ერთად
*




ვერ დაგეთანხმები

ფოტოშოპი ციფრული არიანტია (რა თქმა უნდა ბევრი დანამატით) იმისა თუ რასაც ფოტოგრაფები ადრე ხელით აკეთებდნენ. ფოტოგრაფების 99% ხმარობს დღეს ფოტოშოპს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
elenikoooo
post Jan 11 2009, 21:20
#15 

NewBie NewBie
10


მაგარიააა........
" მუსიკოსების" 99% -იც პლიუს ფონოგრამაში მღერის.

მე არ მჯერა ეგეთი ფოტოსი.....

ფოტო- სინათლე . გრაფოს- ხატვა.

მაშინ ფოტოშოპოს ერქმეოდა.


შებთანხმდეთ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kamikadze
post Jan 11 2009, 21:26
#16 

Amateur+ Amateur+
11,513


elenikoooo,

ხელით გაგიმჟღავნებია და დაგიბეჭდავს ფოტო?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 11 2009, 21:28
#17 

Amateur+ Amateur+
4,684


მდა... ელენიკო, შედარება რომ აბსოლუტურად უადგილო და შეუსაბამოა თუ იცი...
აი იცი როგორაა? მოფრინავს ორი ნიანგი, ერთი მწვანე, ერთი მარცხნივ.
ფოტოშოპი პლუს ფონოგრამა კი არა, ინსტრუმენტია, რომელსაც ყველა ფოტოგრაფი (99% თუნდაც) იყენებს. და ხომ არ გგონია აქ ბოკელების 99%ზეა ლაპარაკი.
გააჩნია ფოტოშოპს როგორ იყენებ, როგორ ფლობ და რას აკეთებ შიგნით.
მუსიკოსების 99% საბედნიეროდ პლუს ფონოგრამაზე არ მღერის, სხვათა შორის. თუ ე.წ. ქართულ ესტრადას არ გულისხმობ wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 12 2009, 11:58
#18 

Amateur+ Amateur+
8,113


elenikoooo

საერთოდ იმაზე არ უნდა ილაპარაკო(მით უმეტეს არ უნდა იკამათო) რაზეც წარმოდგენა არ გაქვს. თუ არ იცი იკითხე და გეტყვიან.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Goderdzi Makharashvili
post Jan 12 2009, 12:21
#19 
Geostar - 3006

Amateur+ Amateur+
13,732


მაპატიეთ და ვინ სად რას დახატავს არ გკიდიათ?
თავად გადავიღოთ, დაუხატავად, ფოტოშოპის გარეშე და ის ვაჩვენოთ ხალხს
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
elenikoooo
post Jan 16 2009, 23:53
#20 

NewBie NewBie
10


ეეეეხხხხ.სამწუხაროდ რომ გეკითხებით ვერც თგვენგან "ფოტოგრაფებისგან" ვერ ვგებულობ პასუხს...ხოდა დახურეთ ეს თემა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kamikadze
post Jan 17 2009, 00:03
#21 

Amateur+ Amateur+
11,513


elenikoooo,


რაზე ვერ იღებ აბა პასუხს მითხარი DDDD.gif

ფოტოგრაფია მარტო კადრის გადაღება არაა, იგი ასევე გამჟღავნება და დაბეჩვდაა, ადრე თუ ფოტოგრაფს უცევდა ქიმიაში ამოსვრა რომ ფოტო გაემჟღავნებინა და შეესწორებინა ( კონტრასტი მოემატებინა, დაერბილებინა და ა.შ) ეხლა იგივეს ფოტოგრაფი ფოტოშოპის საშუალებით აკეთებს. ფოტოშოპი კი ხელით დამუშAვების ციფრული ვარიანტია და უფრო გამარტივებული.

აი მუსიკის მაგალითი მოიყვანე და იგივე სფეროდან მოგიყვან მაგალითს : რადგან მუსიკოსები ელექტრო გიტარებზე უკრავე ე.ი გიტარისტები არ არიან? ისევ აკუსტიკურ გიტარებზე უნდა ვუკრავდეთ ისევ? ხოდა ფოტოშოპიც იგივე ელექტრო გიტარაა მაგრამ ფოტოგრაიაშI
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Jan 17 2009, 20:16
#22 

Amateur Amateur
1,281


elenikoooo გეთანხმები როდესაც ამბობ, რომ photoshop ის გამოყენება ცოტა ეჭვქვეშს აყენებს ფოტოგრაფის პროფესიონალიზმს, მაგრამ იმასაც ვერ უარვყოფ, რომ photoshop-ი და ფირის ხელით დამუშავება, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა photoshop ის გამოყენებით შეგიძლია დახატო სურათი და დაარქვა ფოტო, ხალხი შეიძლება ვერც კი მიხვდეს რომ ის ფოტო არაა, ამას ფირზე ვერ გააკეთებ.

ჩემი აზრით, არ არსებობს ციფრული კამერა (თუ არსებობს ძალიან ძვირი ეღირება) რომელიც ისეთ სურათს გადაიღებს, რომელსაც დამუშავება არ დასჭირდება. ფირზე კი ამას ვერ იტყვი, ფირით ნამდვილად შეიძლება შედევრების გადაღება, აი მე, 30 ლარიანი Zenit-E-თი უფრო ხარისხიანი სურათები გადამიღია, ვიდრე 1200 ლარიანი D400 თ.

ზოგ საერთაშორისო მაღალი დონის კონკურსზე, ციფრი საერთოდ ვერ იღებს მონაწილეობას. და ჩემი აზრით, ფოტოგრაფი ისაა ვინც ფირით იღებს.

თუნდ თიკანაძის ფოტოები ავიღოთ, განა სხვები მასეთ კადრებს დღეს ვერ აფიქსირებენ? მაგრამ მისი ნამუშევრები გადაღებულია წმინდა პროფესიული აპარატურით (ფირით). დღეს ფირი აღარავის უნდა, მითუმეტეს შავ-თეთრი ფირი. ხოლო ციფრულ ფოტოგრაფიას დღეს ვერავინ ენდობა, რადგან Sony-ს 300 ლარიანი აპარატით გადაღებული კადრი Photoshop ით შეიძლება შედევრად აქციო.



ფირით გადაღება ძალიან ძვირი ჯდება+რთული ხელოვნებაა, ამიტომ ბევრმა "ფოტოგრაფმა"(მე მათ მხოლოდ მოყვარულთა დონეზე ვუყურებ) გადაწყვიტა მარტივი გზა აერჩია.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
marianita
post Jan 17 2009, 20:40
#23 

Amateur Amateur
2,330


კაით რა smile.gif მეც ვიღებ ფირით, მაგრამ ფოტოგრაფი ვარ? smile.gif ნეტავ კი ვიყო smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kapo
post Jan 17 2009, 20:44
#24 

Amateur Amateur
1,281


QUOTE(marianita @ Jan 17 2009, 20:40)
კაით რა smile.gif მეც ვიღებ ფირით, მაგრამ ფოტოგრაფი ვარ? smile.gif ნეტავ კი ვიყო smile.gif
*




მე არ მითქვამ, რომ ყველა ვინც ფირით იღებს ფოტოგრაფია-მეთქი.

შენ გინდა ფოტოგრაფობა, უბრალოდ მოინდომე wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
elenikoooo
post Jan 17 2009, 22:03
#25 

NewBie NewBie
10


QUOTE(Kamikadze @ Jan 17 2009, 00:03)
elenikoooo,
რაზე ვერ იღებ აბა პასუხს მითხარი DDDD.gif

ფოტოგრაფია მარტო კადრის გადაღება არაა, იგი ასევე გამჟღავნება და დაბეჩვდაა, ადრე თუ ფოტოგრაფს უცევდა ქიმიაში ამოსვრა რომ ფოტო გაემჟღავნებინა და შეესწორებინა ( კონტრასტი მოემატებინა, დაერბილებინა და ა.შ) ეხლა იგივეს ფოტოგრაფი ფოტოშოპის საშუალებით აკეთებს. ფოტოშოპი კი ხელით დამუშAვების ციფრული ვარიანტია და უფრო გამარტივებული.

აი მუსიკის მაგალითი მოიყვანე და იგივე სფეროდან მოგიყვან მაგალითს : რადგან მუსიკოსები ელექტრო გიტარებზე უკრავე ე.ი გიტარისტები არ არიან? ისევ აკუსტიკურ გიტარებზე უნდა ვუკრავდეთ ისევ? ხოდა ფოტოშოპიც იგივე ელექტრო გიტარაა მაგრამ ფოტოგრაიაშI
*


არა გენაცუა... ელექტრო გიტარა არ არის კარგი მაგალითი.უნდა გეთქვა მაგარი ცოცხალი ბენდი და ერთი კუანა DJ.რომელიც მაგარი კუნტაა. ესეა პჰოტოსჰოპსჰი მომუშავე ფოტოგრაფიც.
მაშინ დავიდგამთ უშბის მწვერვალზე კანატკას და აღარ ვივლით ფეხით...


Added @
QUOTE(Kapo @ Jan 17 2009, 20:16)
elenikoooo გეთანხმები როდესაც ამბობ, რომ photoshop ის გამოყენება ცოტა ეჭვქვეშს აყენებს ფოტოგრაფის პროფესიონალიზმს, მაგრამ იმასაც ვერ უარვყოფ, რომ photoshop-ი და ფირის ხელით დამუშავება, დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა photoshop ის გამოყენებით შეგიძლია დახატო სურათი და დაარქვა ფოტო, ხალხი შეიძლება ვერც კი მიხვდეს რომ ის ფოტო არაა, ამას ფირზე ვერ გააკეთებ.

ჩემი აზრით, არ არსებობს ციფრული კამერა (თუ არსებობს ძალიან ძვირი ეღირება) რომელიც ისეთ სურათს გადაიღებს, რომელსაც დამუშავება არ დასჭირდება. ფირზე კი ამას ვერ იტყვი, ფირით ნამდვილად შეიძლება შედევრების გადაღება, აი მე, 30 ლარიანი Zenit-E-თი უფრო ხარისხიანი სურათები გადამიღია, ვიდრე 1200 ლარიანი D400 თ.

ზოგ საერთაშორისო მაღალი დონის კონკურსზე, ციფრი საერთოდ ვერ იღებს მონაწილეობას. და ჩემი აზრით, ფოტოგრაფი ისაა ვინც ფირით იღებს.

თუნდ თიკანაძის ფოტოები ავიღოთ, განა სხვები მასეთ კადრებს დღეს ვერ აფიქსირებენ? მაგრამ მისი ნამუშევრები გადაღებულია  წმინდა პროფესიული აპარატურით (ფირით). დღეს ფირი აღარავის უნდა, მითუმეტეს შავ-თეთრი ფირი. ხოლო ციფრულ ფოტოგრაფიას დღეს ვერავინ ენდობა, რადგან Sony-ს 300 ლარიანი აპარატით გადაღებული კადრი Photoshop ით შეიძლება შედევრად აქციო.
ფირით გადაღება ძალიან ძვირი ჯდება+რთული ხელოვნებაა, ამიტომ ბევრმა "ფოტოგრაფმა"(მე მათ მხოლოდ მოყვარულთა დონეზე ვუყურებ) გადაწყვიტა მარტივი გზა აერჩია.
*


გეთანხმები : ძირს ციფრული კამერები და "Star wars"... მამენტ მატრიცაც...გაიხაროლ ფელინიმ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 18 2009, 15:14
#26 

Amateur+ Amateur+
8,113


ეს არის უეჭველი რუსეთის აგენტი lol.gif ასეთი სასწაულები დიდი ხანია არ მომისმენია,ლეიბორისტი იქნება უეჭველი DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nino Baidauri
post Jan 18 2009, 15:21
#27 

Amateur+ Amateur+
4,684


ელენიკო, მართლა დარწმუნებული ხარ, რასაც ლაპარაკობ, მართლა ვერ იაზრებ, რასაც გეუბნებით, თუ უბრალოდ უკან დახევა აღარ გინდა?!..
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
User-Nikala
post Jan 18 2009, 15:28
#28 

Amateur+ Amateur+
8,113


აქ მყოფთა 95% იყენებს ფოტოშოპს და შენი თქმით ყველანი კუანები ვართ DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Liza Niniashvili
post Jan 18 2009, 15:36
#29 
Чайка

Photographer Photographer
17,184


QUOTE
გეთანხმები : ძირს ციფრული კამერები და "Star wars"... მამენტ მატრიცაც...გაიხაროლ ფელინიმ


არ მესმის რას ერჩი ციფრულ ფოტოგრაფიას ? ფოტოშოპს და ფონოგრამას :-)))

ვისაც როგორც უნდა და როგორც შეუძლია ისე ქმნის (იმღერებს, დახატავს თუ გადაიღებს რა აზრი აქ ?).

ადრე არქიტექტორები ხელით ხაზავდნენ... ახლა არხიკადი გამოიგონეს. გგონია დაკარგა არქიტექტურამ აზრი ? ტექნიკა მიდის წინ... მაშინ იცხოვრე გამოქვაბულში და ინადირე ციყვებზე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
dathuna
post Jan 18 2009, 15:38
#30 

Amateur Amateur
19,278


კამიკაძე გეთანხმები 100%ით
ფოტოშოპით მემგონი ლეველებს ყველა ასწორებს, კონტრასტს უწევს და ა შ. ეს სამარცხვინო თუ იყო არ მეგონა
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 18th June 2025 - 15:53

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'