BOKE - Georgian PhotoClub for Professional and Amateur Photographers :: http://www.boke.ge Calibrate Your Monitor
Reply to this topicStart new topicStart Poll

· [ ] ·

> ფოტოხელოვნება vs დამუშავება, არის თუ არა დამუშავებული ფოტო ხელოვნების ნიმუში?

| |
wrangler
post Dec 27 2006, 13:15
#31 

Amateur Amateur
1,402


რათქმაუნდა დაუმუშავებელი, bravo.gif bravo.gif bravo.gif ოსტატობა მაგას უნდა, თუ არა და არსებობს კომპიუტერული გრაფიკა და მაგ ჟანრში დაამუშაონ სურათები gcem1.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
roina
post Dec 27 2006, 16:41
#32 

Amateur Amateur
3,644


ვეთანხმები Magdu-ს იმიტომ რომ ყველამ თავისი საზღვარი უნდა იცოდეს და არ უნდა გადააჭარბოს. მაგრამ ფოტოს გააჩნია რისთვის გინდა smile.gif თუ პროფესიონალი ფოტოგრაფი ხარ მაშინ არ უნდა გჭირდებოდეს დამუშავება, მაგრამ იგივე სარეკლამო ფოტო არარსებობს დამუშავების გარეშე diax.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Dec 27 2006, 17:05
#33 
Club Founder

Administration Administration
8,485


roina,
და სარეკლამო ფოტოს მოყვარულები იღებენ?
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
krea
post Dec 27 2006, 17:33
#34 

Amateur+ Amateur+
2,447


QUOTE(roina @ Dec 27 2006, 16:41)
თუ პროფესიონალი ფოტოგრაფი ხარ მაშინ არ უნდა გჭირდებოდეს დამუშავება
*


lol.gif lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
roina
post Dec 27 2006, 17:38
#35 

Amateur Amateur
3,644


Nika
მერე ვინ გეუბნება რომ მოყვარულები იღებენ ?
მე ვთქვი და ეხაც ვიძახი რომ სარეკლამო ფოტო დამუშავების გარეშე წარმოუდგენელია

krea
რას ხედავ ამაში სასაცილოს?



მე უბრალოდ ჩემი პირადი აზრი გამოვხატე. არ ვარ მე პროფესიონალი და იმისათვის რომ ცოტათი მაინც მოვუმატო ფოტოს ღირებულება ვამუშავებ
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
shom
post Dec 27 2006, 19:47
#36 
Club Founder

Administration Administration
4,000


ერთი შეკითხვა: მაინტერესებს რას ნიშნავს დაუმუშავებელი ფოტო, ხოდა ამ კითხვაზე თუ დამუშავების წინაამღდეგი ხალხი უპასუხებს კიდე უკეთესი
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Dec 27 2006, 23:37
#37 
Club Founder

Administration Administration
8,485


roina,
QUOTE
მერე ვინ გეუბნება რომ მოყვარულები იღებენ ?

ასეთი დასკვნა გამოდის ამ ორი წინადადებიდან.

QUOTE
თუ პროფესიონალი ფოტოგრაფი ხარ მაშინ არ უნდა გჭირდებოდეს დამუშავება


QUOTE
იგივე სარეკლამო ფოტო არარსებობს დამუშავების გარეშე 


ისე მოვძებნი ახლა დაუმუშავებელ ციფრულ ფოტოს.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
shom
post Dec 27 2006, 23:43
#38 
Club Founder

Administration Administration
4,000


კიდე ერთი შეკითხვა, მაინტერესებს თქვენი აზრი რას ნიშნავს დაუმუშავებელი ფოტო, და არ დაგვავიწყდეს რო ფოტოს საბოლოო შედეგი არის ქაღალდზე smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
likusha
post Dec 28 2006, 00:42
#39 

Amateur Amateur
1,110


იცით რა...... ჩემის აზრით ყველა პროფესიონალური და ნახევრად პროფესიონალური კამერით გადაღებულ ფაილს ჭირდება დამუშავება. რაც გინდა კარგად გადაიღო (ფირით) თუ კარგად არ გაგიმჟღავნეს ცუდად იქნება საქმე, ასეა ციფრული ფაილიც, ფოტოშოფი ამ ფაილის ქიმიაა და თუ კარგად არ დაამუშავე იგივეს მიიღებ.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Akaki Zerekidze
post Dec 28 2006, 01:01
#40 

Amateur Amateur
2,401


კარგი თემაა .... მე ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით, რაც უკვე ითქვა... DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Tarkhan Gasviani
post Dec 28 2006, 10:43
#41 

Amateur+ Amateur+
5,318


აქ ბევრი აზრი ითქვა ძალიან...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
roina
post Dec 28 2006, 11:43
#42 

Amateur Amateur
3,644


Nika
აბა შენ რა გინდა რომ თქვა? blink.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Nika
post Dec 28 2006, 12:26
#43 
Club Founder

Administration Administration
8,485


ვერ ვიპოვე ის ლინკი. აბიდნა და.

ნებისმიერი ფოტო დამუშავებულია.

ფირზე გადაღებული:
1) გამჭღავნებისას
2) სკანირებისას ან ბეჭდვისას

ციფრული:
1) ფოტოკამერაში JPEG-ად დამახსოვრებისას
2) RAW-ში გადაღებისას RAW კონვერტორით.

ასე რომ დაუმუშავებელი ფოტო არ არსებობს. და წინა გვერდზე ძაან კარგადაა დაწერილი თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრება Manipuleted და Unmanipulated ფოტოები.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
roina
post Dec 28 2006, 12:31
#44 

Amateur Amateur
3,644


Nika
კარგი დაგნებდი DDDD.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
giako
post Jan 1 2007, 15:03
#45 

Amateur Amateur
2,239


ჩემი აზრით ფოტოს დამუშავების დროს კონტრასტის და ლეველების მცირე კორექტირება არ მიმაჩნია პრობლემად. მაგრე ახლა ფოტოაპარატს აქვს უამრავი პარამეტრის შეცვლის შესაძლებლობა. მაშინ ესენიც უნდა ვუარყოთ. მაგ. განათებულ ადგილზე ვაყენებთ შესაბამის ფუნქციებს ისე, რომ ფოტო ნორმალური გამოვიდეს ხომ? ე.ი. რაღაცას ვცვლით, რომელიც ბუნებაში იმ წამს ისე არ არის. ასე არის და მემგონი არ ვცდები? იევიცი, იევიციsmile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Anna Sulaberidze
post Jan 1 2007, 15:20
#46 

Amateur+ Amateur+
6,041


ჩემი აზრით და არამარტო როცა ფოტოს იღებ ყოველივე ბუნებრივობა ქრება........

ის უკვე ხელოვნებაა და შენ თუ შეალამაზებ მას არც "ბუნებრივობას" დაუკარგავ(მეცინება როცა ფოტოს ბუნებრივობაზე საუბრობენ)პირიქით სასიამოვნო საყურებელს გახდი......და როგორ დაამუშავებ ეგ უკვე გემოვნების და ცოდნის საქმეა და ვიღაცა თუ ვერ ამუშავებს ნორმალურად არ უნდა ვთქვათ რომ დამუშავება დაუშვებელია......

თუ ფოტოს არ უხდება ის ფერები,მისი გადასხვაფერებაც დასაშვებად მიმაჩნია,რადგან ეს ხელოვნებაა და ყველაფერი უნდა მოსინჯო რომ მიზნამდე მიხვიდე.......

კიდე რა მნიშვნელობა აქვს პროფესიონალი ხარ თუ მოყვარული.....სულელური თემაა,რადგან დღეს ფოტოშოპის გარეშე ვერაფერს ვიზამთ და უნდა ვაღიაროთ რომ ეს ასეა.. B).gif

 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Anna Sulaberidze
post Jan 1 2007, 15:33
#47 

Amateur+ Amateur+
6,041


QUOTE
ჩემი აზრით, თუ ფოტო განიცდის სერიოზულ დამუშავებას (არ ვგულისხმობ კონტრასტს და ა. შ. ) ის ფოტონამუშევარი აღარ არის იმიტომ რომ აღარ ასახავს იმ რეალობას, რაც რეალურად არსებობს. ის უკვე ავტორის გემოვნების და ფანტაზიის ნაყოფია, რასაც ცოტა ფოტოშოპის ცოდნა და ცოტა გემოვნება უნდა. და მეტი არაფერი....


ვთვლი რომ ეგ მაინც ფოტოამუშევარია რადგან შენ ის რეალობა რაც გადაიღე ,მაშინ დაკარგე როცა ფოტო გადაიღე smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Sebastian
post Jan 1 2007, 18:17
#48 

Photographer Photographer
868


მე ვთვლი რომ, ჟანრს გააჩნია. რეპორტაჟს არ ჭირდება დამუშავება, თუ მანდამაინც კროპი შეიძლება. პეიზაჟი და პორტრეტი კი განსხვავებული ჟანრებია და უხდება დამუშავება მეტი ესთეტიკისთვის და ამ ხერხს პროფესიონალებიც მიმართავენ. მითუმეტეს ციფრულ ფოტოგრაფიაში. პირადათ მე ვცდილობ გადავიღო ის რაც არის და ზუსტად ისე როგორც არის, იმიტომ კიარა რომ დადგმული ან დამუშავებული ფოტო არ მომწონს, უბრალოდ იმიტომ , რომ ნამდვილს ვანიჭებ უპირატესობას.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Chaxo
post Jan 5 2007, 15:55
#49 

Amateur Amateur
1,076


ჩემი აზრით უმრავლეს შემთხვევაში ფოტოს ჭირდება დამუშავება,მაგრამ ამ დამუშავებაში არ ვგულისხმობ გადამუშავებას smile.gif ძირითადად ფოტოშოპს ვიყენებ კონტრასტის მომატებაში და ხშირად ვიყენებ კლონირებასაც,ხშირ შემთხვევაში პარკების და ძირს დაგდებული ნაგავის ამოსაშლელად,მაგრამ არსებობს ისეთი ფოტოებიც,რომლებსაც საერთოდ არაფერი არ ჭირდება და შეიძლება შენი დამუშავებით ყველაფერი გააფუჭო
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
n.n.n
post Jan 5 2007, 17:02
#50 

Photographer Photographer
3,020


xoo parkebi aucileblad
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Gubazi
post Jan 7 2007, 01:42
#51 

Amateur+ Amateur+
8,114


არ ვიცი რამდენად კორექტული და სწორი ვარ, მაგრამ ჩემი აზრით ნებისმიერი ადამიანი ყოველდღიურად აკეთებს თავის თავის მარკეტინგს...
ფუთავს მას რაღაც რაღაც მახასიათებლებით და წარადგენს სხვებთან....

ფოტოს დამუშავებაც მარკეტინგული ელემენტია, რომლის შედეგადაც ხდება ფოტოგრაფის მიერ ნამუშევრის შელამაზება. რათა იგი აუდიტორიას (თავისი აზრით) საუკეთესო სახით შესთავაზოს...

და ვინ თქვა მერე რომ ეს ყველაფერი ცუდია?
უკეთესის ქმნისკენ მისწრაფება უბრალოდ ბუნების მიერ ადამიანისათვის მინიჭებული თვისებაა და მგონი ყველანი ვემორჩილებით...

ჩემი აზრით თითოეული წევრი როდესაც სურათს ამუშავებს, ცდილობს რომ თავისი აზრი და განწყობა უკეთესად გამოხატოს, რითაც ის თავისი თავის მარკეტინგს აკეთებს...
ამის შედეგად ხდება შემდგომ და შემდგომ მისი აღიარება... თორემ ფიროსმანი თავისი სიცოცხლის მანძილზე მედუქნე მხატვარი იყო და შემდეგ მოხდა მისი აღიარება....

ხოდა იმის შემდეგ რაც გაღიარებენ თანდათან აღარ ხდება საჭირო ხელოვნური დანამატები, რადგანაც შენ შენი ბრენდი შექმენი - უკვე გაღიარა საზოგადოებამ და შესაბამისად აღარცაა საჭირო რაიმე განსაკუთრებული ქმედებების ჩადენა...

სწორედ ამიტომ აღარ სჭირდებათ ფოტოგრაფებსა და მასტერებს ფოტოშოპი...
ისინი სახალხოდ აღიარებულნი არიან, შესაბამისად აღიარებულნი არიან მათი ყველა ნამუშევარი...

P.S.
ნუ ეს იყო ჩემი კუთხიდან დანახული საჭიროება ფოტოს დამუშავების....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
GrigolS
post Jan 8 2007, 01:50
#52 

Amateur+ Amateur+
3,033


anitusha,
ფოტონამუშევარი არაა მარტო ის რასაც შენ რეალურად გადაიღებ. ჩემი ფოტოების 90% ვერავინ ვერ ნახავს დაუმუშავებელს, იმიტომ რომ ის ისეთი არაა როგორიც მე მინდა რომ იყოს. ასე რომ დამუშავება აუცილებელია. მაგალითად, ფერები(რომელიც ყველა ციფრულ კამერას სხვადასხვა აქვს და ყველა ფირს სხვადასხვა) კონტრასტი და კიდევ უამრავი სხვა რამ.
ფოტოს დამუშავებისას მთავარია ფოტოს პირვანდელი სახე იყოს შენარჩუნებული, მაგრამ ამას როგორ შევინარშუნებ ეგ ჩემი საქმეა, თან კიდევ შენ ხომ არ იცი ამ ფოტოს ავტორს რა ქონდა ჩაფიქრებული, იქნებ დაუმუშავებლად იმ ეფექტის მიღება შეუძლებელია?

Sebastian,
ნებისმიერ ფოტოს უნდა დამუშავება. შეიძლება ის შენ კამერის რაიმე ფუნქციებით დაამუშავო, გამჟღავნებისას, ან თუნდაც ფოტოშოფში, მაგრამ მაინც უნდა. მითუმეტეს თუ ციფრულით იღებ. smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
KinGio
post Jan 12 2007, 10:14
#53 

Amateur Amateur
1,241


QUOTE(Shota Megrelishvili @ Oct 30 2006, 09:58)
ჩემთვის კი ყველაფერი გაცილებით მარტივია - გამოცდილებასთან, შესაბამისი უნარ-ჩვევების და ტექნიკის დახვეწასთან ერთად ფოტოში ფოტოშოპით ჩარევის საჭიროება კლებულობს wick.gif ანუ, რაც უფრო მაღალია პროფესიონალიზმის დონე, მით ნაკლებია ფოტოში უხეში ჩარევის შემთხვევები. ამას კი დრო და მონდომება სჭირდება.
მიუხედავად ზევითმოყვანილისა - კონტრასტის, ფერის კორექციის და მასკებით მუშაობა (ანუ, ფოტოს ნაწილის ჩამუქება/გაღიავება) ჩემთვის ალბათ ყოველთვის მისაღები დარჩება.
ჩემი აზრით, ეს გზა ყველა დამწყებმა ფოტოგრაფმა უნდა გაიაროს და დროთაგანმავლობაში მინიმუმამდე დაიყვანოს ფოტოშოპის მოხმარება smile.gif
*






აი ეს მომწოონს, ტყუილა კი არ შეგარქვეს მისტერ პრეზიდენტი wick.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
gigus
post Jan 30 2007, 10:56
#54 

Amateur Amateur
1,714


Bidzia Babua,
QUOTE
არ იყენებდე შენი მიზნისათვის თანამედროვე შესაძლებლობათა მთელ სპექტრს ხელმისაწვდომობის ფარგლებში, თუკი ეს მოგეხმარებოდა შენი იდეის რეალიზაციაში, ჩემი აზრით უკულტურობაა.


მემგონი თემის ავტორი ამბობდა იმას რომ ზედმეტი დამუშავების წყალობით ფოტოები თავის რეალურ სახეს კარგავდენ და ამ დროს მოგებული რჩება არა ფოტხელოვანი არამდე კომპიუტერის კარგად მცოდნე.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kamikadze
post Jan 30 2007, 18:31
#55 

Amateur+ Amateur+
11,513


ჩემი აზრით, დამუშავება მხოლოდ მცდელობაა სუსტი ნამუშევრის დიდ ნამუშევრად გარდაქმნისა, მცდელობა დაბალი დონის ფოტოების უმაღლესი ნამუშევრებისთვის ხელოვნური მიმსგავსებისა ...
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tandila
post Jan 30 2007, 18:55
#56 

Photographer Photographer
6,717


გადაიკითხე რაც შენამდე დაწერეს,
QUOTE(Kamikadze @ Jan 30 2007, 18:31)
მცდელობა დაბალი დონის ფოტოების უმაღლესი ნამუშევრებისთვის ხელოვნური მიმსგავსებისა ...
*


"დაბალი დონის" ფოტოს უმაღლესად ვერასდროს ვერ გახდი smile.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kamikadze
post Jan 30 2007, 19:11
#57 

Amateur+ Amateur+
11,513


tandila
QUOTE
"დაბალი დონის" ფოტოს უმაღლესად ვერასდროს ვერ გახდი


მერე ვინ ამბობს გახდიო???? blink.gif მე ვამბობ რომ ეს უბრალოდ მცდელობააა და არა საშუალება....
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
tatuna
post Jan 30 2007, 19:15
#58 

Amateur Amateur
6,100


lol.gif lol.gif lol.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Kamikadze
post Jan 30 2007, 19:51
#59 

Amateur+ Amateur+
11,513


tatuna ნუ ხარ ცინიკოსი DDDD.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

kiss3.gif
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·
Liza Niniashvili
post Jan 30 2007, 19:55
#60 
Чайка

Photographer Photographer
17,183


IMHO ზომიერად ყველაფერი საჭიროცაა და სასიამოვნოც.
 [Off-line] · [Profile] · [PM]
 [ ^ ^ ^ ] ·

Reply to this topicTopic OptionsStart new topic
 

ვერსია გრაფიკის გარეშე ახლა არის: 3rd May 2025 - 21:28

 Skin Redesign by Georgian PhotoClub 'Boke'