Help - Search - Member List - Calendar
Full Version: რამოდენიმე ფოტო ტაო-კლარჯეთიდან
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > აღმოაჩინეთ საქართველო
Vanichkebi
გადავწყვიტე ეს ფოტოები აქ დამედო

და პატარა რეპორტაჟი:
ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საოცნებო მოგზაურობა.
ჯერ კიდევ V კლასში ვიყავი როცა შემთხვევით ვნახე ოშკის და ოპიზის ფოტოები(რომელიღაც საკლასო წიგნში) და იმ დღიდან მათი ნახვის სურვილი გამიჩნდა, მოგვიანებით როცა უფრო ბევრი გავიგე მათ შესახებ სურვილი წყურვილად გადამექცა. ვერასდროს წარმომედგინა რომ მე მათ ვნახავდი. ეს იყო აუხდენელი ოცნება, ოცნება რომელიც ავიხდინე, რაც შეუძლებლად მიმაჩნდა

ტაო კლარჯეთი, 2003 წელი 2- 9 ოქტომბერი
სამწუხაროა რომ უკეთესი ფოტოები ვერ ჩამოვიტანე, მაშინ არც აპარატი და არც შესაბამისი გამოცდილება მქონდა sad.gif

შატბერდი
[attachmentid=7212]
ბანა
[attachmentid=7020]
ხანცთა
[attachmentid=7021]
dat21
მაგარი ადგილია ძალიან
შუა Fოტოც საკაიფოა !!
amilaxvari
აუუ მეც მაგრა მინდა მანდ მოვხვდე, ერთი ეგეთი კლუბის გასვლა კი უნდა გააკეთო კაცმა, ფოტოების უკმარისობის გრძნობა აღარ გექნება. smile.gif

მაგარია!
Vanichkebi
ოშკის ნახვისას 20 წუთი ხმა ვერ ამოვიღე და ვიჯექი მასთან შორი-ახლო და არ მჯეროდა, რომ მე მასთან ასე ახლოს ვიყავი
ოშკი
[attachmentid=7022]
[attachmentid=7025]
[attachmentid=7023]
[attachmentid=7026]
ანგელოზის რელიეფი ოშკის დასავლეთ ფასადზე
[attachmentid=7024]
tika M
აუუ რა სილამაზეაააsmile.gif მეც მინდა იქ მოხვედრა მარტთლა წავიდეთ არ შეიძლება?? smile_015.gif
Vanichkebi
ბანა
[attachmentid=7027]
ხახული (ხახული და პარხალი კარგადაა შემონახული, რადგანაც მეჩეთებადაა გადაკეთებული)
[attachmentid=7028]
პარხალი
[attachmentid=7029]
იშხანი (სამწუხაროდ იშხნის მეტი ფოტო არ მაქვს დაბეჭდილი და დასკანერებული, ყველა დავარიგე, მალე დავასკანერებ ამ ფირებს)
[attachmentid=7030]
ოთხთა ეკლესია
[attachmentid=7031]
Guka_David Gilmour
აუ მეც მინდა smile_053.gif
Vanichkebi
ხანძთა, რომელიც ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია
[attachmentid=7034]
[attachmentid=7035]
shom
მშვენიერი თემაა!!!
Sopho Nadareishvili
ეჰჰჰ, ამათი გახსენება არ მინდა. გული მიკვდება smile_053.gif smile_053.gif smile_053.gif
Shahidi
Vanichkebi,
გაიხარე, პარასკევს მეც მივდივარ, იმედია ყველაფერი ამის ნახვას და გადაღებასაც მოვასწრებ smile.gif
pantazia
amilaxvari,

საინტერსო იდეაა! ამ წმინდა ადგილების და ისტორიული ძეგლების სათანადო დონის ფოტოსურათები (მიუხედავად იმისა, რომ დღემდე არაერთი ექსპედიცია ყოფილა გასული ამ ჩვენს ძველ ტერიტორიაზე) ჩვენთან საქართველოში პრაქტიკულად არ მოიპოვება.
Vanichkebi
ხალხო დამავიწყდა დამეწერა!!!
საჯაროში არის გამოფენა სწორედ ამ თემაზე და თუ გინდათ ერთად მივიდეთ


შატბერდი
[attachmentid=7039]
ოშკი (პტიტორები)
[attachmentid=7040]
ოშკის აღმოსალეთ ფასადი, რომელიც ცეცხლისგან გაშავებულია
[attachmentid=7041]
[attachmentid=7043]
ხანძთის ჩამონგრეული გუმბათი
[attachmentid=7042]
ხანძთა
[attachmentid=7052]
shom
ბანა
[attachmentid=7044]
...
[attachmentid=7045]
...
[attachmentid=7046]
...
[attachmentid=7047]
...
[attachmentid=7048]
...
[attachmentid=7049]
...
[attachmentid=7050]
...
[attachmentid=7051]
Vanichkebi
shom,
კარგებია


ბანა
[attachmentid=7063]
ბანას მინდვრები
[attachmentid=7073]
იშხანი
[attachmentid=7074]
[attachmentid=7075]
[attachmentid=7076]
shom
იშხანი
Added @ [mergetime]1128456163[/mergetime]
...
Photo_amateur
ეეე. მიშა საიდან ეს სურათები???? ძალიან მომეწონა ორივეს სურათები.

ვანიჩკები, რაღაც ფოტო გამოფენა რომ არის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შენც ხომ არ იღებ მონაწილეობას? მოყვარულთა მიერ გადაღებული ისტორიული ძეგლების ფოტოების გამოფენაა (რომელიც საქართველოს აღარ ეკუთვნის)
LUKIKO
Vanichkebi_shom _ძალიან ძალიან....smile.gifულამაზესი ადგილებიაsmile.gif
Shahidi
ხალხნო თანამედროვე რუქები ხომ არა გაქვთ მაგ ტერიტორიების, ისე რომ ეგ ძეგლებიც იყოს აღნიშნული?
პარასკევს მივდივარ 3 დღით, იმედია ბევრის ნახვას მოვასწრებ smile.gif
amilaxvari
იქნებ თავი მოვაბათ და გასვლითი ღონისძიება გავაკეთოთ ტაო-კლარჯეთში smile.gif

არიან მსურველები???
Vanichkebi
Photo_amateur,
არა, ჩემები არაა!!!
ისე რამოდენიმე შეცდომა დავიჭირე მაგ გამოფენაზე
ზოგ ძეგლს არეულათ აწერია სახელი!!!

amilaxvari,
წასვლის სურვილი მე მაქვს, 30 კაცი უნდა შევგროვდეთ, რომ ტურისტულმა ფირმამ რეალურ ფასად წაგვიყვანოს!!!
მანქანებითაც შეიძლება წასვლა, მარა სამწუხაროდ მე არ მყავს მანქანა!
paatavar
Vanichkebi
მარშუტკის ქირაობა შეიძლება და საკუთარი ხოდით წასვლა. ცემი ახლობლები არიან ეხლა მასე წასულები. მე სამსახურის გამო ვერ წავედი
Photo_amateur
ჩვენი ოფისის სასტავი მიდის ეხლა. იმ გიდმა უთხრა, რომ მინიმუმ 10 კაცი უნდა შეგროვდეს და 3 დღიან ტურს უნდა $200, სადაც შევა მგზავრობა, კვება, სასტუმრო. თუ გინდათ გამოვართმევ კონტაკტ ინფოს...
Vanichkebi
Photo_amateur,
3 დღე 200$ ძაან არარეალური ფასია. მე 1 კვირა 155$ ვიყავი და 350$ 6დღიანი ტაო-კლარჯეთი და კაბადოკიის ფასია!!!!
paatavar
QUOTE
3 დღე 200$ ძაან არარეალური ფასია. მე 1 კვირა 155$ ვიყავი და 350$ 6დღიანი ტაო-კლარჯეთი და კაბადოკიის ფასია!!!!


ხო, ძალიან ძვირია 200$ 3 დღე,
Shahidi
Photo_amateur,
ძვირია ეგ, 140$ ად მივდივართ ჩვენ. სამდღიანში ზუსტად.
Photo_amateur
მართლა? მითხარი რა ვინ არის გიდი (კონტაკტ ინფო), ჩემი ოფისის ხალხს ვეტყვი, ბევრი ვერ მიდის რომ არ გვაქვს $200, და $60 უკვე რაღაცას ნიშნავს...
shom
იშხანი
[attachmentid=7122]
amilaxvari
Vanichkebi,

30 კაცის შეგროვება არც ისე ადვილია, როგორ დაუკავშირდეთ მაგ ფირმას? 3 დღიანი საკმარისი იქნება როგორ ფიქრობ?

მანქანით წასვლა რა ჯდება ხომ არ იცი?(მიახლოებითი ფასები) smile.gif
Photo_amateur
ჩვენ ვინც გვითხრა $200, იმან გვითხრა მინიმუმ 10 კაცი უნდა შეგროვდესო.. , მარა $200 ცოტა ძვირია 3 დღიანისთვის sad.gif
amilaxvari
Photo_amateur,
200$ მათლა მეძვირება თან სამ დღიანი, რომელი ტურისტული ფირმა?
Photo_amateur
ფირმა არ არის, ჩვენმა თანამშრომელმა გამოგვიგზავნა იმეილი, რომ ეგეთი გიდი არისო..
Gruzinus_Vulgaris
ნდააა,
გული შემიწუხდა ამის ნახვისგან!
ვანიჩკები, შომ, დიდი მადლობა.
ეგეთი ძეგლები აქ თუ იყოს უნამუსო ვიხო.
ამ სამების ტაძარში ფულის გადაყრას, ნაწილ-ნაწილ ჩამოეთათ ოშკიდა და აქ აეშენებინათ თავიდან....
amilaxvari
რაო ფულის გადაყრაო? blink.gif არასწორად არის ნათქვამი, smile.gif
e.k.a.t.e.r.i.n.a
QUOTE(Gruzinus_Vulgaris @ Oct 7 2005, 14:38)
ნდააა,
გული შემიწუხდა ამის ნახვისგან!
ვანიჩკები, შომ, დიდი მადლობა.
ეგეთი ძეგლები აქ თუ იყოს უნამუსო ვიხო.
ამ სამების ტაძარში ფულის გადაყრას, ნაწილ-ნაწილ ჩამოეთათ ოშკიდა და აქ აეშენებინათ თავიდან....
*


ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ფულის გადაყრა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, როცა სამების ტაძარზეა საუბარი,
აი პატარ-პატარა ეკლესიებს რომ აშენებენ ბიზაშვილ-მამიდაშვილების სახელზე და მოდად რომაა ქცეული ეს საქმე, იმაზე კი შეიძლება გაკიცხვა.
მაგრამ ოშკი და ვარძია რომ აღადგინონ, მერე სად მიაწერენ საკუთარ სახელს? mad.gif
Gruzinus_Vulgaris
amilaxvari და e.k.a.t.e.r.i.n.a
რა თქმა უნდა, არასწორი ნათქვამია. ვაღიარებ. მაგრამ, ვიყენებ ჩემს აზრის და სიტყვის თავისუფლების უფლებას და ვამბობ!
ჩემზე სამების ტაძარი ტოვებს შემზარავ შთაბეჭდილებას. ის უდიდესი მორიდების, მოწიწების, სიმშვიდის და წიწყნარის გრძნობა რომელიც მეუფლება, სიონში, ალავერდში, ჯვარზე, სვეტიცხოველში, თუნდაც სოფელ წერაქვის პაწაწინა ღვთისმშობლის ეკლესიაში, აბსოლუტურად ქარწყლდება სამებაში. უზარმაზარი ეკლესია, რომელიც შიგნიდან სახელმწიფო კანცელარიას უფრო გავს ვიდრე სალოცველ, მუხლისმოსადრეკ ადგილს. მომიტევეთ ყველამ ვისაც მე ამით შეურაწყოფას ვაყენებ. შეიძლება ეს ჩემი უმეცრებით არის გამოწვეული მაგრამ ეს არის ის რასაც ვფიქრობ და ვინაიდან მე ქართული მართმადიდებელი ეკლესიის ნაწილი ვარ, თავს უფლებას ვაძლევ ღიად გამოვხატო ჩემი აზრი.
pantazia
Gruzinus_Vulgaris,

ყველა ეკლესია თუ ტაძარი შენდება და მრევლს ემსახურება ერის სულიერი მოძღვრის კურთხევით. ამ სახით და ყველა კანონიკური წესების დაცვით არის აგებული სიონი, ალავერდი, ჯვარი, სვეტიცხოველი, იგივე წერაქვის პაწაწინა ღვთისმშობლის ეკლესია, სამების საკათედრო ტაძარი და ტაოკლარჯეთის ყველა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია თუ სამონასტრო კომპლექსი.

რაც შეეხება უმეცრებას, ეს ცოტა გადაჭარბებით ნათქვამია საკუთარ თავზე და მაჩვენებელია იმისა, რომ თვითკრიტიკული ხარ, რაც ჩ.ა. პიროვნებისათვის დამახასიათებელი ერთერთი დადებითი თვისებაა.

shom
პარხალი
[attachmentid=7248]
D_aTo
300$ ვიყავით შარშან 10 დღით ტაო-კლარჯეთი კაბადოკი-ში, და ერთი კვირის წინ ჩემი ახლობელი ჩამოვიდა 12 დღე იყო და 350$ გადაიხადა.

საპატრიარქოდან აწყობენ მგნაირ ტურებს და იაფია ტურისტულ სააგენტოებთან შედარებით.
Vanichkebi
amilaxvari,
ის ფირმა რუსთავი2-ის შენობაშია და სახელი არ მახსოვს!!!
3 დღე არ გვეყოფა ყველაფერი რომკარგადვნახოთ 5 დღე მაინც გვინდა
მანქანით წასვლის ფასს ნაღდად ვერ გეტყვი
Shahidi
2 გიგაბაიტი მასალა მაქვს ეხლა, ცოტა დავახარისხებ, აზრზე მოვიყვან და ნაწილს დავდებ.
e.k.a.t.e.r.i.n.a
QUOTE(Gruzinus_Vulgaris @ Oct 7 2005, 18:32)
amilaxvari და e.k.a.t.e.r.i.n.a
რა თქმა უნდა, არასწორი ნათქვამია. ვაღიარებ. მაგრამ, ვიყენებ ჩემს აზრის და სიტყვის თავისუფლების უფლებას და ვამბობ!
ჩემზე სამების ტაძარი ტოვებს შემზარავ შთაბეჭდილებას. ის უდიდესი მორიდების, მოწიწების, სიმშვიდის და წიწყნარის გრძნობა რომელიც მეუფლება, სიონში, ალავერდში, ჯვარზე, სვეტიცხოველში, თუნდაც სოფელ წერაქვის პაწაწინა ღვთისმშობლის ეკლესიაში, აბსოლუტურად ქარწყლდება სამებაში. უზარმაზარი ეკლესია, რომელიც შიგნიდან სახელმწიფო კანცელარიას უფრო გავს ვიდრე სალოცველ, მუხლისმოსადრეკ ადგილს. მომიტევეთ ყველამ ვისაც მე ამით შეურაწყოფას ვაყენებ. შეიძლება ეს ჩემი უმეცრებით არის გამოწვეული მაგრამ ეს არის ის რასაც ვფიქრობ და ვინაიდან მე ქართული მართმადიდებელი ეკლესიის ნაწილი ვარ, თავს უფლებას ვაძლევ ღიად გამოვხატო ჩემი აზრი.
*



გეთანხმები ნაწილობრივ......

მეც მიიმაჩნია რომ მლოცველლისათვის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს უზარმაზარ სამების ტაძარში ილოცებს, თუ პატარა სოფლის ეკლესიაში, შეიძლება პირიქითაცაა. მაგრამ ისიც უდაოა, რომ ამოდენა ტაძრებს არა მხოლოდ რეგლიგიური დატვირთვით აშენებენ და უდიდესი ისტორიული მნიშვნელობაც აქვთ.
სვეტიცხოველიც არანაკლებ დიადია და თავის დროზე შესაძლოა ანალოგიური აზრი გასჩენოდათ, რა საჭიროაო, მაგრამ ახლა უკვე სხვა აურაა როდესაც შედიხარ.

სამება ხომ ჯერ მოხატულიც არააsmile.gif

ოდესმე ისეთივე სიამაყე და სულიერი სიმშვიდე დაეუფლებათ სამებაში მლოცველთ, როოგრც დღეს ჩვენ სვეტიცხოველში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარsmile.gif
Vanichkebi
e.k.a.t.e.r.i.n.a,
Gruzinus_Vulgaris,
გავა წლები და სამებაც სვეტიცხოველივით გაუძლებს მრავალ წელს!!! 500 წლის მერე იგივე აურა იტრიალებს სამებაში რაც ახლა სვეტიცხოველშია !!!
სიძველე უხდება ეკლესიას!!!

ის არც მე მომწონს ყოველ ფეხის ნაბიჯზე 5 კაციან ეკლესიებს რომ აშენებენ. შეიძლება ვცდები მარა ეს ჩემი აზრია!!!!!!!!
Rat
ამიხსენით რად გინდათ შეგროვება ხალხის და 200 $-ების გადახდა?... დაჯექი მანქანაზე და წადი შენ თვითონ, მე შენ გეტყვი და გზას არავინ მიგასწავლის.. ქართველებითაა იქაურობა დასახლებული.. ვისაც გინდა დაელაპარაკე ყველამ იცის ქართული...
თურქეთში ასჯერ მაინც ვარ ნამოფი, მაგრამ ვერცერთხელ ვერ მოვახერხე რომ ეს საოცნებო ადგილები მეხილა sad.gif
Tamri
ისე მეც მქონდა შანსი რომ წავსულიყავი ამ ულამაზეს კუთხეში smile_053.gif მაგრამ....
ისე 10 დგით აწყობდნენ ტურს კაბადოკია და ტაო და სულ რაგაც 300$ ჯდებოდა!
D_aTo
Rat მასე ვერ წახვალ დაიტანჯები, ან ისეთი კაცი უნდა გახლდეს ვინც რამდენჯერმეა იქ ნამყოფი და იცის.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.