1 მარტს, 19 საათზე, გამომცემლობა "ინტელექტი" გიწვევთ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტის" წვეულებათა დარბაზში ზვიად კვარაცხელიას ახალი წიგნის – "ყიფლიბანდის" პრეზენტაციაზე.

ნოველების კრებული "ყიფლიბანდი" საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს ეხება და უპირველესად იმით გამოირჩევა, რომ ისტორიული სინამდვილის მხატვრულ გააზრებას მწერალთა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი გვთავაზობს. მასში გაერთიანებულია ავტორის მიერ სხვადასხვა პერიოდში დაწერილი 25 ნოველა.

პრეზენტაციაზე გამოიფინება ჯემალ კასრაძის ფოტოები, რომელიც XX საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ასახავს.

გთხოვთ, გვეწვიოთ.