Help - Search - Member List - Calendar
Full Version: Photo Exhibition/Competition on AIDS
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > კონკურსები, გამოფენები
tandila
Within the framework of the European Commission funded project, Bemoni Public Union (BPU), in partnership with AIDS Foundation East-West (AFEW, Netherlands), is arranging the photo exhibition/competition titled "Life Wins", dedicated to the World AIDS Day, on December 1, 2010.

See full text of this announcement in Georgian.

Deadline for submission of photos is 15 November 2010, 18:00.

Please indicate the following information in your submission:

** Your name;
** Contact details;
** Address details.

Please send A4 size digital photos to: dkazaishvili@aidsmh.ge and/or bemoni@caucasus.net no later than November 15, 2010. Questions for clarification are welcome at the same e-mail addresses.

The exhibition/competition will be held at the Sharden gallery (Tbilisi Marriott Hotel), 13 Rustaveli Ave., Tbilisi.

---

აივ/შიდსის ეპიდემიის გავრცელების მასშტაბები მთელი მსოფლიოს საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ამ დროისათვის, საქართველოში რეგისტრირებულია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების 2497 შემთხვევა. მათ შორის, 1877 მამაკაცია, 663 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 25-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 1388 პაციენტს, 547 გარდაიცვალა. ექსპერტთა ვარაუდით, დღეს საქართველოში რეალურად, სულ ცოტა, 4000 აივ ინფიცირებული და შიდსით დაავადებულია. ვირუსის გადაცემის გზების მიხედვით პირველ ადგილზეა ინექციური ნარკოტიკების მოხმარება (57.8%).

საბედნიეროდ, საქართველო აივ ინფექციის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, თუმცა, უცხოელი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ საქართველოს ფართომასშტაბიანი ეპიდემია ემუქრება. საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: ნარკომანიის ფართო გავრცელება, მეზობელ ქვეყნებში შიდსის თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობა, მზარდი მიგრაცია, შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დაბალი დონე და სხვ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია ახლა იწყებს ძალების მოკრებას.

ფოტოკონკურსის შესახებ:

საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონი" და აღმოსავლეთ-დასავლეთის შიდსის ფონდი ("AFEW", ნიდერლანდები), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 2010 წლის 1 დეკემბერს აწყობს ფოტოკონკურსს - "სიცოცხლე იმარჯვებს", რომელიც ეძღვნება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს.

გამოფენის გზავნილი: "უკვე 25 წელია, მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს აივ/შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლა; ამ ხნის განმავლობაში, ზოგიერთმა ადამიანმა ხელი ჩაიქნია, დაკარგა რწმენა თავისი ძალისხმევის წარმატებაში. ამავდროულად, ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლებს ავიწყდებათ, თუ რისთვის იბრძვიან - სიცოცხლისთვის! და სიცოცხლემ ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს".

ჩვენ, აი, ასეთი უჩვეულო მეთოდით, გადავწყვიტეთ, შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, თუ რისთვის ვიღწვით. ეს გამოფენა არის ოცნებებზე, ბედნიერებაზე, ოპტიმიზზე და ადამიანთა მიერ სიცოცხლის დაფასებაზე.

გამოფენის მონაწილეთა შორის არიან ქალბატონები და მამაკაცები, სტუდენტები, სოცმუშაკები და ჟურნალისტები, აივ-პოზიტიურები და აივ-ნეგატიურები, ქართველები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები, სხვადასხვა ასაკისა და რელიგიური რწმენის, სხვადასხვა ხასიათისა და ბედის ადამიანები; მაგრამ თითოეული მათგანის სიცოცხლე მშვენიერი მომენტების საუცხოო საგანძურია და ეს საგანძური მათ ფოტონამუშევრებშია ასახული, რომელთა ნახვაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრების ყოველი წამის დაფასება...

გამოფენაზე მოსულ სტუმრებსა და დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ფარული კენჭისყრით ხმა მისცენ წარმოდგენილ ფოტოებს და აირჩიონ ის ნამუშევარი, რომელსაც გადაეცემა დამთვალიერებელთა სიმპათიის ჯილდო. ამას გარდა, დაჯილდოვდება კიდევ სამი საუკეთესო ფოტონამუშევარი.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ავტორებს არ დაუბრუნდება და საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონის" მიერ გამოყენებული იქნება პუბლიკაციებში, პლაკატებში, საინფორმაციო მასალებში, მოხსენებებში - სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.

კონკურსის პირობები:

** მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ A4 ზომის ციფრული ფოტოები, რომელთა შინაარსი შეესაბამება ფოტოკონკურსის სათაურს: "სიცოცხლე იმარჯვებს";
** ერთი მონაწილის მიერ გამოგზავნილი ფოტოების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
** კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფოტომოყვარულს, ვინც არ არის გულგრილი აივ/შიდსის პრობლემების მიმართ და ვინც აფასებს სიცოცხლის მშვენიერებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ფოტონამუშევრები შეუძლიათ გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართებზე: dkazaishvili@aidsmh.ge და/ან bemoni@caucasus.net

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ თქვენი ვინაობა, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია.

ვადა: ფოტონამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 2010 წ.

გამოფენა-კონკურსის პროგრამა:

1 დეკემბერი:

** გამოფენის გახსნა: 11:00 - თავისუფალი შესვლა, დათვალიერება
** ოფიციალური გახსნა: 13:00-13.30 - ორგანიზატორების მიერ გამოფენის მიზნების განმარტება; მისალმება მოწვეული სტუმრების მხრიდან
** ნამუშევართა შეფასება, დამთვალიერებელთა ფარული კენჭისყრა: 13:30-14:00
** დაჯილდოვება: 14:00-14:30

დამატებით ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ტელეფონი: 186061, 8(90) 187030
ელექტრონული ფოსტა: dkazaishvili@aidsmh.ge | bemoni@caucasus.net
LOOSER
dkazaishvili@aidsmh.ge

ამ მისამართზე გავგზავნე 2 ფოტო

ნუ შინაარსი ერთია მარა სხვადასხვანაირადაა გადაღებული smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.