პიარ სკოლა ფოტოხელოვანთა და ფოტომოყვარულთათვის ფოტოკონკურსს აცხადებს

პიარ სკოლა 4 თებერვლიდან 1 მარტამდე აცხადებს ფოტო-კონკურსს სახელწოდებით "პიარი ჩვენს გარშემო."
ფოტოკონკურსის მიზანია, გამოავლინოს ნიჭიერი და კრეატიული ფოტოხელოვანი, ამავდროულად ხელი შეუწყოს პიარის პოპულარიზაციას საქართველოში.

ფოტოკონკურსის თემატიკა : პიარი ჩვენს ირგვლივ,…პიარი ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ ხედავთ პიარს და რა არის თქვენთვის პიარი.

პირობები:
• ერთი მონაწილე - 1-დან 3 ფოტოსურათამდე!
• კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ პიარ სკოლის ფანობის სტატუსი ფეისბუქში.
• ფოტო უნდა აიტვირთოს ფოტოს ავტორის მიერ.
• ფოტოს ავტორი სურათს ტვირთავს თავისი ფეისბუქის ექაუნთიდან პიარ სკოლის გვერდზე, სპეციალურ საკონკურსო გალერეაში.
• ფოტო თემატურად უნდა შეესაბამებოდეს და ასევე აკმაყოფილებდეს კონკურსის პირობებს.
• მონაწილე ვალდებულია მიახლოებით დაწეროს სურათის გადაღების ადგილი და დრო. ნებისმიერი სხვა სახის დამატებითი ინფორმაციაც მისაღებია.
• აუცილებელია ფოტოს ავტორმა მიუთითოს თავისი სახელი და გვარი.
• აღნიშნული ფოტოების შეფასება შეუძლია ყველას, ვინც დარეგისტრირებულია პიარ სკოლის ფეისბუქზე ფანის სტატუსით.
• ფოტოს შეფასება შეიძლება როგორც კომენტარის, ასევე ლიკე-ების დახმარებითაც.

კონკურსის დასრულების შემდეგ ჟიური შეაფასებს წარმოდგენილ ნამუშევრებს ფარული სისტემით, რისი შეჯამების შემდეგაც გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევრები.
კონკურსის საუკეთესო ნამუშევრების ელექტრონულ ვერსიას (CD-ზე მინიმუმი რეზოლუცია 1300) ავტორები ჟიურის წარუდგენენ.
წარმოდგენილი ფოტოები მონაწილეობას მიიღებს საბოლოო გამოფენაში, რომელიც პიარ სკოლაში მოეწყობა. გამოფენა ორი გამარჯვებულის გამოვლენით დასრულდება.
პირველ ადგილს ჟიური გამოავლენს, რომელიც მიიღებს ფულად ანაზღაურებას 300 ლარის ოდენობით.
მეორე ადგილის მფლობელი კი გახდება ფეისბუქელთა სიმპატია, კონკურსანტი, რომელიც პიარ სკოლის ფანებისგან ყველაზე მეტ კომენტარსა და ლაიქს დაიმსახურებს. ამ შემთხვევაში გამარჯვებული დაჯილდოვდება 200 ლარის ოდენობით.


ფოტოს ატვირთვის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 მარტი.


თქვენი პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, განათლება, საკონტაქტო ინფორმაცია.) შეკითხვები, წინადადებები გამოაგზავნეთ : prschool.ge@gmail.com

http://www.facebook.com/prschool?ref=ts#&#...l?v=wall&ref=ts