Help - Search - Member List - Calendar
Full Version:  გოგონა #4(4)
Photoclub Boke > საერთო ფორუმი > ფლეიმი ფოტოგრაფიის გარშემო > თამაში ჭვავის ყანაში
Kapo
 გოგონა
ჯამეიკა კინკეიდი
თარგმანი ინგლისურიდან - ირმა ტაველიძე

თეთრეული ორშაბათს გარეცხე და ქვების გროვაზე გადაფინე; ფერადი სარეცხი სამშაბათს გარეცხე და გასაშრობად თოკზე ჩამოკიდე; შუაგულ მზეზე თავშიშველმა არ იარო; გოგრის მაჭკატები კარგად გაცხელებულ ტკბილ ზეთში შეწვი; შენი საცვლები მაშინვე ჩაალბე, როგორც კი გაიძრობ; თუ მოხდენილი პერანგის შესაკერად ბამბის ქსოვილს ყიდულობ, დარწმუნდი, რომ ზედ რეზინი არა აქვს, რადგან ასეთი ფორმას დაკარგავს გარეცხვის შემდეგ; მარილიანი თევზი მთელი ღამით დაალბე წყალში, სანამ მოამზადებ; მართალია, რომ საკვირაო სკოლაში ბენნას მღერი? საჭმელი ისე ჭამე, რომ სხვას მადა არ დაუკარგო; კვირაობით ეცადე, ქალბატონივით იარო და არა იმ გომბიოსავით, რომელსაც თანდათან ასე ემსგავსები; აღარ იმღერო ბენნა საკვირაო სკოლაში; ნავსადგურის ვირთხა ბიჭებსაც ნუ გამოელაპარაკები, მათ გზასაც ნუ მიასწავლი; ქუჩაში ხილი არ ჭამო – ბუზები აგედევნებიან; - მაგრამ მე კვირაობით ბენნას სართოდ არ ვმღერი, მით უმეტეს, საკვირაო სკოლაში; აი, ასე უნდა დააკერო ღილი; აი, ასე უნდა გააკეთო ღილ-კილო იმ ღილისთვის, რომელიც ეს-ესაა დააკერე; აი, ასე უნდა შეუკეცო კაბას ბოლო, როცა ხედავ, რომ ჩამოშლის პირასაა, რათა იმ გომბიოსავით არ გამოიყურებოდე, რომელსაც, ვიცი, თანდათან ემსგავსები; აი, ასე უნდა გააუთოო მამაშენის ხაკის პერანგი, ნაკეცი რომ არ ჰქონდეს; აი, ასე უნდა გააუთოო მამაშენის ხაკის შარვალი, რათა ნაკეცები არ დაემჩნეს; აი, ასე უნდა გაზარდო ოხრა – სახლისგან მოშორებით, რადგან ოხრის ხემ წითელი ჭიანჭველები იცის; როცა დაშინს ზრდი, დარწმუნდი, რომ წყალს საკმარისად უსხამ, თუ არ გინდა, ჭამის დროს მისი ნაყოფი ყელზე დაგადგეს; აი, ასე უნდა გამოგავო კუთხე, აი, ასე უნდა დაგავო მთელი სახლი; აი, ასე უნდა დაგავო ეზო; აი, ასე უნდა გაუღიმო მას, ვინც ნაკლებად მოგწონს; აი, ასე უნდა გაუღიმო მას, ვინც საერთოდ არ მოგწონს; აი, ასე უნდა გაუღიმო მას, ვინც მთლიანად მოგწონს; აი, ასე უნდა გააწყო ჩაის სუფრა; აი, ასე უნდა გაშალო სადილის სუფრა; აი, ასე უნდა გაშალო სადილის სუფრა, როცა პატივსაცემი სტუმარი გყავს; აი, ასე უნდა გააწყო ლანჩის სუფრა; აი, ასე უნდა გააწყო საუზმის სუფრა; აი, ასე უნდა მოიქცე მამაკაცთა თანდასწრებით, რომლებიც კარგად არ გიცნობენ და ამდენად, შენში იმ გომბიოს დაუყოვნებლივ ამოცნობა გაუჭირდებათ, რომლის შესახებაც გაფრთხილებდი; ყოველ დღე ჩაიბანე, მაშინაც კი თუ მხოლოდ შენი გამონადენით დაგესვარა; არ ჩაიცუცქო მარმარილოს ბურთულებით სათამაშოდ – ბიჭი კი არა ხარ; არ დაკრიფო სხვისი ყვავილები –შეიძლება, რაღაც შეგეყაროს; შაშვებს ქვები არ ესროლო, იმიტომ რომ შესაძლებელია, ისინი სულაც არ იყვნენ შაშვები; აი, ასე უნდა გააკეთო პურის პუდინგი; აი, ასე უნდა გააკეთო დუკონა; აი, ასე უნდა დაამწნილო წიწაკა; აი, ასე უნდა დაამზადო გაციების უებარი წამალი; აი, ასე უნდა დაამზადო კარგი წამალი იმისთვის, რომ ბავშვი მუცლიდან მანამდე მოიცილო, სანამ ბავშვად იქცევა; აი, ასე უნდა დაიჭირო თევზი; აი, ასე უნდა გადააგდო უკან ის თევზი, რომელიც არ მოგეწონება და ამგვარად, ცუდიც აღარაფერი დაგემართება; აი, ასე უნდა შეაბა კაცი; აი, ასე შეიძლება, შეგაბას კაცმა; აი, ასე უნდა გიყვარდეს კაცი და თუ რაღაც კარგად ვერ იქნება, სხვა გზებიც არსებობს, ხოლო თუ მათაც ვერ გიშველეს, სულაც არ იქნება ცუდი, რომ თავი მიანებო; აი, ასე უნდა გადააფურთხო ჰაერში, თუ გრძნობ, რომ ამის გაკეთება გინდა და აი, ასე სწრაფად უნდა გაიქცე, რათა შენ თვითონ არ მოგხვდეს; აი, ასე უნდა გაიტანო თავი; პურს ხელი ყოველთვის მოუჭირე, რათა დარწმუნდე, რომ ახალია; - მაგრამ თუ მეპურე ნებას არ დამრთავს, რომ პურს შევეხო? შენ რა, გინდა, თქვა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ისეთი ქალი იქნები, რომელსაც მეპურე პურთან ახლოს არ გააკარებს?
Mano Svanidze
არასდროს არსად გამეგო ამ ავტორის შესახებ blink.gif

მე ძალიან ვისიამოვნე : ) სხვების არ ვიცი angel.gif
batukela
ჰაჰა : )) მაგარი ფინალი იყო : ))

კარგია, გმადლობ : )
rimanely
: ) : ) : ) : ) : ) : )

მადლობ
battery is low
სხვათაშორის მომეწონა DDDD.gif


საინტერესო დასასრული აქვს diax.gif
Mishka Ramishvili
smile.gifsmile.gif
მადლობა smile.gif
nature
კარგია!
ფრიად სამწუხაროდ შესაფერისი ფოტო არ მომეძიება
RedCrimsonCactus
ვიცოდი მე ეს DDDD.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.